ყვავილები
კომბოსტოს მარტივი ნარევით ვრწყავ, რომ ფეხბურთის ბურთის ზომის გაიზარდოს. ლოქორა არ ეკარება
თუ ნაკვეთზე გაუმაძღარი ლოქორა შენიშნეთ, დროულად იმოქმედეთ, რადგან ყოველდღე მოსავლის განადგურების რისკი იზრდება. ლოქორას ყველაფერი უყვარს: პომიდორი, წიწაკა, კენკრა და ხილი, განსაკუთრებით კომბოსტო.
მავნებელთან ბრძოლა
ჩვეულებრივ, ლოქორა ორგანულ ნივთიერებებს ამუშავებს და მიწის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამის მიუხედავად, იმდენად გაუმაძღარია, რომ მთელ სარგებელს აფუჭებს. მარტივად რომ ვთქვათ, მოლუსკის მოშორება სჯობს, ვიდრე დატოვება. აგრესიული ქიმიის გამოყენებას არ გირჩევთ, რადგან ქიმია მიწასა და ბოსტნეულში შეიძლება დაგროვდეს.
მწველ მზეს ვერ იტანს, ამიტომ სანადიროდ საღამოს გამოდის. ფოთლების გარე მხარეს დააკვირდით, რომ მათ არსებობაში დარწმუნდეთ. დღისით ფართო ფოთლების ქვეშ იმალება. კომბოსტო განსაკუთრებთ ძლიერ ზიანდება. მას ბადედ აქცევს ან მთლიანად ჭამს.
მოლუსკებთან ბრძოლის მეთოდები
იცით, რომ ლოქორას ქაფიანი სასმელი უყვარს. ეს ერთი ხაფანგისთვის გამოგადგებათ. ჩვარი ტკბილ კომპოტში, სიროფში ან ლუდში დაასველეთ. დილით, როცა ჯერ კიდევ ბნელა და სიგრილეა, სველი ნაჭრები მთელ ნაკვეთზე მიმოფანტეთ. ლოქორები მათ ქვეშ შეიკრიბებიან. შემდეგ აიღეთ და მარილიან წყალში გასანადგურებლად ჩაყარეთ. მეთოდი 3-4-ჯერ გაიმეორეთ, რომ ლოქორებმა ნაკვეთზე დაბრუნების სურვილი დაკარგონ.
ლოქორას მძაფრი სუნები არ მოსწონს. ბოსტნეული შეგიძლიათ ძლიერი ყავის ხსნარით დანამოთ. უსაფრთხო და ეკოლოგიური მეთოდია. გახსოვდეთ, რომ ეფექტი დიდხანს არ ძლებს, მხოლოდ გაწვიმებამდე. შემდეგ პროცედურა უნდა გაიმეოროთ, რომ ლოქორები არ დაბრუნდეს.
თუ ეკოლოგიურ მეთოდს ეძებთ, ნაცარი გამოიყენეთ. ტუტე ნაცარს ლოქორას ნაზი კანის დაზიანება შეუძლია. ნაცარი დაყარეთ ბილიკებზე, სადაც ლოქორები დადიან, ასევე მცენარეებს მოაყარეთ. ეს მეთოდიც გაწვიმებამდე მუშაობს. შემდეგ უნდა გაიმეოროთ.
ნეიტრალური მეთოდები
ასე მავნებლებს გაუმკლავდებით, მაგრამ მცენარეებს არ შეეხებით. ნაკვეთზე ლოქორასთვის ბასრი ნივთები დაყარეთ. ასეთია წვრილი კენჭი, წიწვი, ნახერხი, კაკლის ნარჩენი ან კვერცხის ნაჭუჭი. ადამიანისთვის საზიანო არაა, ლოქორასთვის – კი.
ლოქორას დაბრკოლება წინასწარ შეუქმენით. ვინაიდან მძაფრი არომატები არ მოსწონს, კვლებს შორის რეპელენტი მცენარეები დარგეთ. მაგალითად, ლავანდა, სალბი, როზმარინი, ბეგქონდარა ან რეჰანი გამოგადგებათ. ლოქორა კვლებს გვერდს აუვლის.
ლოქორას მოშორება სწრაფად და ეფექტურად
თუ უკვე ნაკვეთზე მომრავლდა და კომბოსტოს ფოთლებში დასახლდა, მისი მოშორება გაგიჭირდებათ. თუმცა შეუძლებელი არაფერია. ხრიკი მარგანცოვკით ამ საქმეში თქვენი დამხმარეა. მარგანცოვკა, ანუ კალიუმის პერმანგანატი ბოსტნეულზე დადებითად მოქმედებს, ხოლო ლოქორას არ მოსწონს. სპეციალური ხსნარით კომბოსტო კარგად მორწყეთ, რომ მავნებლები მოიშოროთ.
პირველ რიგში, კონცენტრატი მოამზადეთ. ამისთვის 1 ჩ/კ მარგანცოვკა 2 ლ წყალს აურიეთ. ეს კომპონენტი არა მხოლოდ ლოქორას, არამედ ბოსტნეულსაც დაწვავს, თუ არასწორი პროპორციით გამოიყენებთ. მიღებული კონცენტრატი ცოტა ხნით გააჩერეთ.
200 მლ მზა ნარევი 5 ლ წყალში გააზავეთ და მცენარის მოსარწყავად გამოიყენეთ. 1 თავი კომბოსტოს დამუშავებას 500 მლ სითხე სჭირდება. თუ კომბოსტოში ბევრი ლოქორაა, 400 მლ კონცენტრატი 5 ლ წყალში გააზავეთ. პროცედურა 5 დღე გაიმეორეთ, შემდეგ შეისვენეთ. მცენარის დამუშავებისას პირად უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ.