ყვავილები
რჩევები, სად მოვათავსოთ ორქიდეა, რომ ხშირად იყვავილოს
ჩემი სახლის პერპენდიკალურად მცხოვრები მეზობლის ორქიდეა მთელი წელი ყვავის. ჩემსას სასუქით ვკვებავ, ვრწყავ, გრაფიკით ვნამავ, მაგრამ შედეგი არ მახარებს. მცენარე ფოთლებს ზრდის, ზოგჯერ ხმება, ყვავილის ღერო სწრაფად ცვივა. ამან დამაფიქრა, რომ ორქიდეის ადგილი ბინაში სწორად განვსაზღვრო. თუ მეგობარს ფანჯრების მდებარეობაში გაუმართლა, ჩემთან ერთ მხარეს მზე აცხუნებს, მეორე მხარეს მხოლოდ ხავსი იზრდება.
იმედი არ გავიცრუე, რადგან ორქიდეა ერთი ფანჯრიდან მეორეზე შეგიძლიათ გადაიტანოთ. მცენარის სასიცოცხლო პროცესებს უნდა მოერგოთ და საქმე ქუდშია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს.
სად მოვათავსოთ ორქიდეა ბინაში
იმის გასაგებად, რა სჭირდება ყვავილს ამ მომენტში, სეზონის მიხედვით მის მოთხოვნებს გადავხედოთ.
ორქიდეა ზამთარში
ბევრი მფლობელი ორქიდეას ფანჯრის რაფაზე აზამთრებს, სადაც მცენარე ერთი მხრიდან ბატარეის ჭარბი სითბოსგან იტანჯება. მეორე მხრივ, ფოთლები ცივ მინას ეხება. გირჩევთ, რომ სამხრეთ მხარეს ფანჯრის რაფაზე გადაიტანოთ ან ოთახის სიღრმეში მოათავსოთ, სადაც ლუმინესცენტური ნათურებით გაანათებთ. დღის სინათლე 8 საათი უნდა გრძელდებოდეს.
ზამთარი ტროპიკული მცენარისთვის რთული პერიოდია. თუ ბინაში გათბობის გამო ძალიან მშრალი ჰაერია, თბილი შხაპი მოუწყვეთ, ქოთანი ღამით აბაზანაში დატოვეთ. 2 კვირაში ერთხელ ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ ფესვების ტენიანობას მხარი დაუჭიროთ.
ორქიდეა გაზაფხულზე
გაზაფხული ახალი ორქიდეის შესაძენად საუკეთესო დროა. ეს აქტიური ზრდის პერიოდია, როცა სასუქი შეგიძლიათ მიაწოდოთ. მცენარე მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ მორწყათ, თვეში ერთხელ სახლის ან ნაყიდი საშუალებით გამოკვებეთ. მორწყვებს შორის ფოთლები და ფესვები ოთახში გაჩერებული წყლით დანამეთ.
გაზაფხულზე ყვავილისთვის სამხრეთ–დასავლეთით, სამხრეთ–აღმოსავლეთით, აღმოსავლეთით ან დასავლეთით მდებარე ფანჯრის რაფა საუკეთესო ადგილია.
ორქიდეა ზაფხულსა და შემოდგომაზე
გახსოვდეთ, რომ ბუნებრივ პირობებში ორქიდეა ხეებზე არაუმეტეს 2 მ სიმაღლეზე იზრდება. სწორედ ამიტომ, ზაფხულში ხეების გვირგვინებისგან შემოსულ გაფანტულ სინათლეს იღებს. სამხრეთ ფანჯრის რაფაზე შეიძლება დაიწვას, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ ყვავილის ადგილს ჟალუზით ან ქაღალდით დაჩრდილავთ. ზაფხულში ორქიდეა ჩრდილოეთ ნაწილში თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ აღმოსავლეთ მხარე საუკეთესო ვარიანტია.
მორწყვა არ დაგავიწყდეთ: მშრალი ოთახის პირობებში კვირაში ერთხელ სტაბილურად დატენიანება სჭირდება. მორწყვის წინ წყალი ჟანგბადით კარგად გაამდიდრეთ , ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადაასხით.
რისი გაკეთება არ შეიძლება ორქიდეასთან
- მცენარის ადგილმდებარეობა ყვავილობის პერიოდში არ შეცვალოთ. ამან შეიძლება სტრესი და კვირტების ნაადრევი ცვენა გამოიწვიოს.
- სადგამში დაგროვებული წყალი ხელმეორედ ქოთანში არ ჩაასხათ, რომ ფესვები არ დალპეს.
- როცა ორქიდეას წურწურათი რწყავთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი ფოთლების ზრდის წერტილს არ მოხვდეს.
- არა მხოლოდ ფოთლების ზედა მხარე, არამედ ქვედაც უნდა დანამოთ.
იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევები დიდებული ორქიდეების გაზრდაში დაგეხმარებათ, რომელიც თვალს მთელი წელი გაახარებს. აი, ასეთი შედეგი მივიღე ზაფხულში ჩრდილოეთ ფანჯრის რაფაზე. სასუქიდან მხოლოდ ნივრის ხსნარს ვუმატებდი, ხოლო ნაყიდს სარწყავ წყალთან ერთად ვაწვდიდი.
ორქიდეებით ტკბობა არ მომბეზრდება. ლამაზი ყვავილი მოდიდან არასდროს გადადის, ხოლო მისი მრავალფეროვანი ფორმები და ყვავილი ოთახის მცენარეებს შორის ყველაზე მოთხოვნადია.