Connect with us

საკითხავი

ეფექტური მეთოდები, როგორ დათბუნოთ ხის და პლასტმასის ფანჯრები ზამთრისთვის

ამბობენ, რომ წინ ცივი ზამთარი გველის. გადავწყვიტე, რომ კომუნალური ხარჯების დასაზოგად ბინის და აგარაკის დათბუნვაზე წინასწარ ვიზრუნო. პლასტმასის ან ხის ფანჯრების ზამთრისთვის დათბუნვა რამდენიმე მეთოდით შეიძლება. არცერთი მათგანი სპეციალურ სამშენებლო უნარებს არ მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ამოცანას გამოუცდელი დიასახლისიც გაუმკლავდება.

მაგალითად, აგარაკზე ხის ფანჯრები დავტოვეთ. ზაფხულში სახლი სუნთქავს, ხვრელებში სუფთა ჰაერს ატარებს. რა თქმა უნდა, ზამთარაში ეს ფუნქცია დიდად მომგებიანი არაა. მე და ჩემმა მეუღლემ ბამბა და ქაღალდის ლენტი უკვე მოვიმარაგეთ. არ იფიქროთ, რომ ფანჯრის ძველებურად დათბუნვას ვაპირებთ. კიდევ რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

ხის ფანჯრების დათბუნვა

ხის ფანჯრების დასათბუნად ყველაზე გავრცელებული მეთოდია ჩარჩოს გასწვრივ ან ნახვრეტებში ბამბის, პოროლონის ან სველი ტუალეტის ქაღალდის ჩადება. შემავსებელი მღებავის სკოჩით ან ფართო პლასტირით ჰერმეტულად დააფიქსირეთ.

კიდევ ერთი ვარიანტი. ფანჯარას საგდულის შიდა მხრიდან რეზინის შემამჭიდროებელი დაამაგრეთ. არ შეგეშინდეთ, ფანჯრის გაღებას ხელს არ შეუშლის და რამდენიმე სეზონი გაძლებს.

ასევე ხის ფანჯრის ნახვრეტები პარაფინით შეგიძლიათ ამოავსოთ. სპეციალური პარაფინი გაადნეთ და ჩარჩოს წაუსვით. მეთოდი შრომატევადია, მაგრამ ყველაზე ეფექტური.

პლასტმასის ფანჯრების დათბუნვა

ბევრ ბინის მფლობელს წმინდა სწამდა, რომ პლასტმასის ფანჯრების ჩასმის შემდეგ ორპირი და ქარის დაბერვა აღარ შეაწუხებდა. სამწუხაროდ, ეს მითია. პირველი მიზეზი, რატომაც პლასტმასის ფანჯარა შეიძლება ცივ ჰაერს ატარებდეს, შავი რეზინის შემამჭიდროებელია. საბედნიეროდ, მისი გამოცვლა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. სამშენებლო მაღაზიაში მსგავსი შეიძინეთ. ძველი შემამჭიდროებელი მაგალითის სახით მაღაზიაში აუცილებლად წაიღეთ. ასე ზომაში არ შეცდებით.

პლასტმასის ფანჯრის ჩარჩოს ფანჯრისთვის განკუთვნილი სპეციალური დასალუქი საშუალება შეგიძლიათ წაუსვათ. ძვირი მეთოდია, რადგან სპეციალური იარაღის შეძენაც მოგიწევთ, თუმცა საშუალება ბევრ საქმეში გამოგადგებათ. სასარგებლო ნივთია.

როგორც ხის, ასევე პლასტმასის ფანჯრების დათბუნვის მეთოდებს შორის აღსანიშნავია მინაზე ენერგოდამზოგავი გამჭვირვალე ფირის წასმა. მას მესამე მინასაც უწოდებენ. ამ ფირს თბოიზოლაციის თვისებები აქვს და სითბოს დაკარგვას ამცირებს. სად იყო ასეთი ნოუ–ჰაუ ადრე?

ამ ინფორმაციით სიცივე აღარ მაშინებს. როგორც კი, ბინის ყველა ფანჯარას დავთბუნავ, შემოსასვლელ კარს მივხედავ. ასევე თერმოკოსტიუმი უნდა შევიძინო. ამბობენ, რომ ევროპელები ამით იძინებენ.

Advertisement