საკითხავი
დღესვე გადაყარეთ. ქვაბები, რომელიც კერძის მოსამზადებლად შეუფერებელია
ყველა დიასახლისი ოცნებობს, რომ ჰქონდეს გამძლე და მოსახერხებელი ქვაბები და ტაფები, რომელშიც კერძებს სიამოვნებით მოამზადებს. დღეს თანამედროვე ქვაბების და ტაფების ფართო არჩევანია, რომლებიც მარტივად ირეცხება. უხარისხო ჭურჭელი არა მხოლოდ კერძის გემოს ცვლის, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის.
ძველი ტაფა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებია და დედა იყენებდა, ნამდვილად მოსახერხებელია, მაგრამ მასთან დამშვიდობება მოგიწევთ. ზოგიერთი ქვაბი დაფარულია ტოქსიკური მასალით, რომელიც ორგანიზმში გროვდება და საფრთხეს წარმოადგენს. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მასალის სამზარეულოს ჭურჭელზე უნდა თქვათ უარი.
ალუმინის ჭურჭელი
ახლა ამ მასალის სამზარეულოს ჭურჭელში ვერ იპოვით, მაგრამ თუ ძველი ტაფა და ქვაბი გაქვთ, მაშინ გადაყრას გირჩევთ. ალუმინის ჭურჭელში კერძის მომზადება მოუხერხებელია. ალუმინის ქვაბი და ტაფა ბევრი პროცესითვის რეკომენდებული არაა, მაგალითად, მურაბის მოხარშვა, ბოსტნეულის შეწვა და მოშუშვა, მჟავე და ცხარე კერძის მომზადება, რძის ადუღება, კიტრის, პომიდვრის და კომბოსტოს დამწნილება. ამ პროდუქტების ნატურალური მჟავა ალუმინს შლის. ასე ლითონის ნაწილაკები კერძში, აქედან ორგანიზმში ხვდება. ალუმინის ჭურჭლის უხეში ღრუბლით გარეცხვა არ შეიძლება. ალუმინი აიქერცლება, მისი ნაწილაკები ჯერ საკვებში, შემდეგ ორგანიზმში მოხვდება.
მინანქრის ჭურჭელი
თუ მინანქარი მთელია, ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაა. როგორც კი მასზე ერთი ნაკაწრი გაჩნდება, შეგიძლიათ გადააგდოთ, რადგან გამოუსადეგარი ხდება. დაზიანებულ მინანქარში ლითონის კოროზია იწყება. ორგანიზმი შეიძლება მავნე ნივთიერებებით მოწამლოთ. გირჩევთ, რომ მინანქრის ჭურჭელი ნაკაწრებზე დეტალურად შეამოწმოთ.
ტეფლონის ჭურჭელი
ერთი შეხედვით, იდეალური მასალაა, რომელზეც პროდუქტები არ იწვის და ადვილად ირეცხება. ასეთი მასალა მხოლოდ 180 გრადუსამდე შეგიძლიათ გააცხელოთ, რადგან უფრო მაღალ ტემპერატურაზე მიკრო ნაკაწრებით დაიფარება. ასე ლითონი პროდუქტთან რეაქციაში შევა, რაც ჩვენთვის სასიკეთოდ არ დასრულდება.
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნავთ, არა მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტები, არამედ ხარისხიანი ჭურჭელი შეიძინეთ.