საკითხავი
ბაბუაწვერის ჩაი: როგორ დავლიოთ, რომ კაკლის ნაჭუჭივით ძლიერი გავხდეთ
ბაბუაწვერის ჩაის დალევის დროა. მიმოიხედეთ, რამდენი კაშკაშა ყვავილია გარშემო. ეს მზის პაწაწინა სხივები ფუტკრებს ტყუილად არ უყვარს. ბაბუაწვერა თაფლის მოსამზადებლად შესანიშნავია, მის ჩაის იშვიათად ამზადებენ და სულ ტყუილად. Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო ნატურალური ჩაის რეცეპტს, რომელიც დედა ბუნების საჩუქარზეა დაფუძნებული.
ბაბუაწვერის ჩაი
სრულფასოვანი ჩაის გაკეთებას მხოლოდ ნედლეულის სწორი მომზადებით შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ, თუ რომელ ყვავილებს აგროვებთ და სად. მნიშვნელოვანია, რომ ბაბუაწვერა არ იზრდებოდეს გზაზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც დაბინძურების მაღალი დონეა. სამრეწველო ზონები ან ქიმიკატებით დამუშავებული მინდვრებიც არ გამოგადგებათ.
იდეალურია, თუ ბაბუაწვერას ტყეში ან ტყისპირზე, სხვადასხვა ნარჩენებისგან მოშორებით შეაგროვებთ. რატომ არის მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ბაბუაწვერის ყვავილების გემო შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ ბაბუაწვერას გარეცხავთ, მტვრის ნაწილი მოშორდება და მომავალი სასმელის გემოს თვისებები გაუარესდება. თუ არჩევანი არ გაქვთ, მაშინ სჯობს ყვავილები გარეცხოთ და სრულად გააშროთ.
ნედლეულის მომზადების ეტაპები
პირველ რიგში, ბაბუაწვერის და მისი ფოთლების საკმარისი რაოდენობა შეაგროვეთ. დაახლოებით 500 ყვავილი დაგჭირდებათ, რომ გემრიელი ნატურალური ჩაი მოიმარაგოთ. როგორც კი, ნედლეულის ფერმენტაციას დაიწყებთ, ყველა მწვანე ელემენტი ყვითელ თავებს მოაშორეთ. თითოეული ყვავილი მავნებლის ან სხვა დაზიანების არსებობაზე შეამოწმეთ.
ახლა ყვავილის ფურცლები, რომლებიც ჯამისგან გამოყოფილია, უნდა გაახმოთ. შეგიძლიათ თეფშზე 1 საათით დატოვოთ, პერიოდულად აურიოთ. თუ განცალკევებაზე დრო არ გაქვთ, მთელი ყვავილები შეგიძლიათ გამოიყენოთ. თხელ ფენად გაშალეთ და 5-6 საათით გააჩერეთ. პერიოდულად გადაბრუნება არ დაგავიწყდეთ.
ბაბუაწვერის გახმობის ეტაპის გამოტოვება არ ღირს, რადგან ეს ჩაის გემოზე აისახება. ბაბუაწვერის ჩაის მოდუღებაში ფერმენტაცია ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება. ეს პროცესი ერთგვარი დუღილია, რომელიც აუცილებელი ნივთიერებების გამოყოფაში ეხმარება. ფერმენტაციისთვის ბაბუაწვერა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ასე ყვავილები წვენს გამოყოფს და პატარა გრანულებად გადაიქცევა. სწორედ ისინი გვჭირდება.
უჩვეულო გემო
ბაბუაწვერის ჩაის ფერმენტაციის საიდუმლო მის ხანგრძლივობაშია. გატარებული ყვავილები გრანულებად იქცევა. მათ სველი პირსახოცი დააფარეთ და 20-25 გრადუს სითბოში გააჩერეთ. ფერმენტაცია დაჩქარდება, თუ მაქსიმალურად შესაფერის ტემპერატურაზე გააჩერებთ.
მთელ პროცესს 20-30 საათი სჭირდება. თუ ჩაის მომზადებას 20 საათში აპირებთ, მაშინ ღია შეფერილობა და ბალახების არომატი ექნება. 30 საათში ბაბუაწვერის ჩაი გამუქდება და ხილის სურნელს შეიძენს. თავად გადაწყვიტეთ, როგორი ჩაის მიღება გსურთ.
ბაბუაწვერის ჩაი სახლში
მითითებული დროის შემდეგ დუღილის პროცესი შეწყვიტეთ. ბაბუაწვერის ერთგვარი ჩაი ელექტროსაშრობში შეგიძლიათ გაახმოთ. მინიმალურ ტემპერატურაზე 15 წუთი საკმარისია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ჩაი მიიღოთ.
თუ საშრობი არ გაქვთ, ღუმელი გამოიყენეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ბაბუაწვერის გრანულები თხელ ფენად დააწყვეთ.ზუსტად 15 წუთით მინიმალურ ტემპერატურაზე გააშრეთ. ღუმელის კარი ოდნავ ღია დატოვეთ. ჩაის ხმობას ყურადღება მიაქციეთ, ზედმეტად დიდხანს არ უნდა გააჩეროთ.
ხმელი ჩაი დააქუცმაცეთ და რამდენიმე საათით დაასვენეთ. მზა ჩაი ჰერმენტულ ჭურჭელში ან ნატურალური ქსოვილის ტომარაში შეინახეთ. მინის ქილებიც გამოგადგებათ. ასეთი ჩაის მომზადება აუცილებლად სცადეთ, სანამ საოცარი ბაბუაწვერები აყვავებულია.