თავის მოვლა
საშინაო მკურნალი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 18 სამკურნალო თვისება. მცენარე, რომელსაც არაერთხელ ვუხსნივარ
ალოე ვერა, იგივე ალოე ნამდვილი – სუკულენტური მცენარეა ალოეს ოჯახიდან. აქვს სქელი, მოკლე ღერო ხორციანი, მახვილისებრი ფოთლებით. ქიმიური შემადგენლობით, ალოე ვერა ახლოს დგას ალოე ხისებრთან, რომელიც ჩვენი ფანჯრის რაფებზე ცხოვრობს.
მცენარის მოვლა მარტივია: ზაფხულობით მორწყეთ მაშინვე, როცა ნიადაგი გაშრება, ხოლო ზამთარში – 25-30 დღეში ერთხელ, შემოდგომაზე გადარგეთ ახალ ნიადაგზე, უზრუნველყავით კარგი გაწოვა. ალოეს დაღუპვა ძალიან რთულია, მას ხანგრძლივი გვალვის გადატანა შეუძლია, თუმცა, ჭარბი ტენიანობა მას ნამდვილად ავნებს.
ალოეს სამკურნალო თვისებები
პირველი ცნობილი ჩანაწერი ალოე ვერას სამედიცინო გამოყენების შესახებ – ებერსის ძველეგვიპტური პაპირუსია, დათარიღებული ძვ.წ. 1500 წლით, რომელშიც აღწერილია ალოეს წვენის გამოყენების 12 სხვადასხვა რეცეპტი. ეს მცენარე ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ნამდვილ ექიმბაშად ითვლება.
ალოესგან 2 სასარგებლო პროდუქტს იღებენ: რბილობსა და წვენს. ამ მიზნისთვის გამოსადეგარია ქვედა, ყველაზე სქელი და ხორციანი ფოთლები. თუ ფოთლის ბოლოები ოდნავ გახმა, ეს იმის ნიშანია, რომ მათი რბილობი მაქსიმალურად სასარგებლოა.
ფოთლის გამოყენებამდე, იგი რამდენიმე დღით მაცივარში უნდა გააჩეროთ, შემდეგ გარეცხოთ ადუღებული და გაგრილებული წყლით. დანის წვერით გააცალეთ ფოთოლს კანი და რბილობს მარტივად ამოიღებთ.
ალოეს წვენს მკვეთრი ბაქტერიციდული თვისებები აქვს, დამღუპველად მოქმედებს მავნე მიკრობების უდიდეს ნაწილზე: სტრეპტოკოკებზე, სტაფილოკოკებზე, ნაწლავისა და დიზენტერიულ ჩხირებზე.. სითხე მინერალებისა(კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, სელენი, ქრომი, მაგნიუმი, სპილენძი, თუთია) და ვიტამინების(С, А, Е, В1, В2, В6, В9, В12) ნამდვილი საგანძურია.
ალოე ვერა გარეგანი გამოყენებისთვის
1. კურნავს წყლულსა და ეკზემას;
2. აცხრობს დერმატიტს;
3. ამოაქვს აკნე და ფერიმჭამელები;
4. აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას დამწვრობისა და მოყინვის დროს;
5. გვეხმარება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს;
6. ატენიანებს კანს ალანტოინის შემცველობის წყალობით;
7. ამცირებს ნაოჭებს, აღადგენს კანის სტრუქტურას;
8. აცხრობს ქავილს მწერის ნაკბენის დროს;
9. გეხმარებათ თმისცვენისა და ქერტლის დროს. თაფლთან შერევის შემთხვევაში, თმას სასიცოცხლო ძალას უბრუნებს;
10. ახორცებს ჭრილობებსა და ნაკაწრებს, მიღებულს პარსვის დროს;
11. აუფერულებს პოსტოპერაციულ ნაწიბურებსა და სტრიებს.
ალოე ვერა შინაგანი გამოყენებისთვის
1. აძლიერებს იმუნურ სისტემას;
2. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს;
3. ხელს უშლის საჭმლის მონელების პრობლემებს, გვეხმარება კოლიტის დროს, აცხრობს გულძმარვას;
4. აძლიერებს გულს და აუმჯობესებს სისხლის ხარისხს;
5. ხელს უწყობს ღრძილების აღდგენას;
6. ამცირებს ანთებას ართრიტის დროს;
7. აუმჯობესებს შარგამომყოფი გზების ფუნქციონირებას.
სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ შინ ალოე ვერას მოყვანაზე. რთულია დედამიწაზე ასეთი სხვა უნივერსალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მცენარის მოპოვება.