ყვავილები
ციტრუსის ქერქი ბოსტანში: მისი გამოყენების უპირატესობა
თითქმის ყველა ორგანული ნარჩენი ბოსტანში სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. გირჩევთ, არ გადაყაროთ. ციტრუსის ქერქის გამოყენების სხვადასხვა მეთოდი არსებობს და თითოეული საოცარ შედეგს იძლევა. გადაწყვიტეთ, რისთვის გსურთ ციტრუსის ქერქის გამოყენება და ამის მიხედვით მეთოდი შეარჩიეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ციტრუსის ქერქი კომპოსტის, სასუქის სახით და მავნებლების მოსაშორებლად.
კომპოსტი
ციტრუსის ქერქი კომპოსტისთვის იდეალური დანამატია. ქერქი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. შემდეგ კომპოსტის ორმოს დაუმატეთ. ასე მიკროფლორის გასამრავლებლად გარემოს შექმნით და კარგ მოსავალს მიიღებთ.
სასუქი
ფორთოხლის ქერქზე დაფუძნებული სასუქი იდეალურია მცენარეებისთვის, რომელთაც მჟავე მიწა უყვართ. ასეთია თალგამი, ბოლოკი, ისპანახი. ციტრუსის ქერქი ფოსფორით, კალიუმით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარია. მიწას ნაყოფიერს ხდის. ქერქი დაჭერით და 5 სმ–ზე ჩარგეთ. პროცესის დასაჩქარებლად ქერქი დააბლენდერეთ და მაშინვე მიწაში ჩარგეთ.
მავნებლების წინააღმდეგ
ციტრუსი ნაკვეთზე მავნებლებს მოგაშორებთ. ფორთოხლის და მანდარინის ქერქში შემავალი ნახშირწყალბადები ბევრი მავნებლის დამცავ საფარს ანადგურებს. 3 ფორთოხლის ქერქი დააქუცმაცეთ და 1 ლ თბილი წყალი დაასხით. 7 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. ნაყენი გადაწურეთ, 2 ლ წყალი და 1 ს/კ თხევადი საპონი დაუმატეთ და აურიეთ. მავნებლების საწინააღმდეგო ნარევი მზადაა.
ახლა უკვე იცით, რატომ არ უნდა გადაყაროთ ციტრუსის ქერქი და როგორ გამოიყენოთ აგარაკზე. მისი დახმარებით მავნებლებს მოიშორებთ, მცენარეებს გამოკვებავთ და მიწას გაამდიდრებთ.