ყვავილები
მაღაზიაში კოჭას ყიდვას აზრი არ აქვს: როგორ გავზრდოთ ფესვი დამოუკიდებლად
კოჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიიდან. კოჭის ფესვი ჩვენთანაც პოპულარულია, განსაკუთრებით ცივ სეზონზე, როცა იმუნიტეტი დასუსტებულია. სანელებელს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, კულინარიაში ფართოდ გამოიყენება. სუპერმარკეტებში კოჭის უცნაური ფესვების ნახვას მიჩვეული ვართ. სურდოს დროს საყვარელი საშუალება: კოჭის, თაფლის და ლიმონის ნარევი. ერთ დღეში ფეხზე დადგებით. თუ გამხნევება გსურთ, კოჭის ჩაი დალიეთ. ნებისმიერ ყავაზე უკეთესია. იმპორტული კოჭა იაფი არაა, ამიტომ Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაზარდოთ მაღაზიაში ნაყიდი კოჭა სახლის პირობებში.
კოჭის სახლში გაზრდა
კოჭის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მის გვარს დაახლოებით 80 სახეობა ეკუთვნის. მცენარე სიმაღლეში 1 მეტრამდე იზრდება და ხელსაყრელ პირობებში ლამაზი, წითელი, სასიამოვნო არომატის მქონე ყვავილის ყუნწები აქვს. კოჭა ქოთანში ან ღია გრუნტში შეგიძლიათ დარგოთ. მთავარია, მაღაზიაში იპოვოთ ახალი კოჭა ფოსოების და მუქი ლაქების გარეშე.
შეძენილი კოჭა სახლში კარგად დაათვალიერეთ. ფესვზე არის მიძინებული კვირტები, რომლებიც უნდა გააღვიძოთ. ამისთვის რამდენიმე საათით წყალში გააჩერეთ. კვირტები დანით შეგიძლიათ ცოტათი ჩაჭრათ. შემდეგ ფხვიერი მიწა მოამზადეთ. მიწის ქვეშ დრენაჟი აუცილებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ უნივერსალური გრუნტი ბოსტნეულის დასარგავად ქვიშის ნარევით ან ნეშომპალა, ტორფის, ფოთლოვანი, კორდიანი მიწა, პერლიტი და ქვიშა თანაბარი პროპორციით აურიეთ.
კოჭა კარტოფილივით სიგანეში იზრდება და ნაყოფიერდება, ამიტომ დაბალი და ფართო ქოთანი შეარჩიეთ, თუ მცენარეს ბინაში რგავთ. კოჭა რამდენიმე ნაწილად დაყავით. დარწმუნდით, რომ თითეულს კვირტები აქვს. დარგვამდე მარგანცოვკის სუსტ ხსნარში გააჩერეთ და გადანაჭერი აქტივირებული ნახშირით დაამუშავეთ, რომ მავნებლებისგან დაიცვათ. ეს შეგიძლიათ არ გააკეთოთ. მიწა ცოტა ჩააღრმავეთ, რომ ფესვის მიწაში მოთავსებისას მიწა კოჭას ძლივს ფარავდეს. კოჭა კვირტებით ზემოთ დარგეთ. მიწა მოაყარეთ და მორწყეთ.
კოჭა სწრაფად რომ გაღვივდეს, ქოთანს პარკი დააფარეთ და ყოველდღე გაანიავეთ. თქვენ შეგიძლიათ ეს არ გააკეთოთ. მთავარია, რომ მიწა არ გამოშრეს და ჰაერის უკმარისობის გამო არ დაობდეს. ქოთანი თბილ, მზიან ადგილას გაიტანეთ. როცა ყლორტები გამოჩნდება, შეგიძლიათ პარკი მოაშოროთ.
პირველი ყლორტები 1–2 თვეში გამოჩნდება. თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში ღია გრუნტში შეგიძლიათ გადარგოთ. მოსავალი შემოდგომაზე აიღეთ, როცა მცენარის ფოთლები გაყვითლდება. კოჭა სახლში როგორც ერთწლიან, ასევე მრავალწლიან მცენარედ შეგიძლიათ გაზარდოთ.
მცენარის მოვლა
კოჭას თბილი და ნოტიო კლიმატი სჭირდება, სიცივეს ვერ იტანს. სათბურში კარგად იზრდება. თუ კოჭას ღია გრუნტში ზრდით, დარგვამდე სითბოზე იზრუნეთ: კოჭას ხის ნათალი ან ჩალა დააფარეთ.
კოჭა ზაფხულში, 26-28 გრადუსზე სუფთა ჰაერზე შეგიძლიათ გაიტანოთ. კოჭა ჩრდილშიც იზრდება, ოღონდ უფრო ნელა. მცენარე ზაფხულში კვირაში 2–ჯერ მორწყეთ, შემოდგომაზე – ერთხელ, ზამთარში საერთოდ მშრალი დასვენება სჭირდება.
ძილის ფაზაში კოჭის ფოთლები ხმება, ფესვები შეგიძლიათ ამოთხაროთ და გააშროთ. რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენეთ და სხვადასხვა ნამზადი მოამზადეთ. თუ კოჭის მრავალწლიან მცენარედ გაზრდას აპირებთ, მომავალ წელს ახალ გრუნტში და უფრო განიერ ქოთანში გადარგეთ. კოჭა ბოსტნეულის სასუქით შეგიძლიათ გამოკვებოთ.
რედაქციის რჩევა
კოჭა შეიძლება იყოს ლამაზი დეკორატიული მცენარე, რომელიც ცხელ კლიმატში ლიმონის სუნის ნაზ ყვავილის ყუნწებს ავითარებს. დეკორატიული მიზნით კოჭის ფესვი მთლიანად დარგეთ, რომ უფრო მოცულობითი ბუჩქი მიიღოთ. თუ მეტი სამკურნალო ფესვი გჭირდებათ, დაყავით და მიწაში დარგეთ. პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო დიდხანს იზრდება კოჭა მიწაში, მით უფრო დიდი ფესვი უვითარდება. იცოდით, რომ მაღაზიაში ნაყიდი კოჭა სახლში ადვილად შეგიძლიათ მოაშენოთ?