Connect with us

ყვავილები

მარწყვი ზამთრის შემდეგ: როდის მოვაშოროთ საფარი და როგორ მოვუაროთ

მარწყვი ბევრისთვის საყვარელი კენკრაა. ტკბილი და არომატული მარწყვი მოსავლით ახარებს მათ, ვინც მასზე კარგად ზრუნავს. ბუჩქზე სწორად ზრუნვა ნაადრევი გაზაფხულიდან უნდა დაიწყოთ, რომ შედეგი მიიღოთ. როდის გადავხსნათ მარწყვი ზამთრის შემდეგ? როგორ არ გავუშვათ ეს მომენტი?

თუ ნაადრევი და ხარისხიანი მარწყვის მოსავლის მიღება გსურთ, ზამთარში მათბუნებლით დაფარეთ: მუყაო, ფოთლები, ნახერხი, თივა ან ქსოვილი. მარწყვს თბილი საფარი ფრთხილად უნდა მოაშოროთ, როცა თოვლი გადნება და ძლიერი ყინვების საფრთხე ჩაივლის.

გირჩევთ, დაიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. კვლები ხმელი ფოთლებისგან გაწმინდეთ, რომ სოკოს პათოგენები შეაჩეროთ. ფოთლებთან ერთად მოიშორებთ მავნებლების ლარვების ნაწილსაც, რომლებმაც ბუჩქებთან ერთად გამოიზამთრეს.
  2. დალაგების შემდეგ მიწა გააფხვიერეთ. ასე ფესვები ჟანგბადს უკეთ მიიღებენ. ბუჩქებზე მიწის ოდნავ შემოყრა კარგია.
  3. თუ შემოდგომაზე დარგული ბუჩქი დაფარულია მიწით, გაასუფთავეთ, რომ ზრდის წერტილი გაათავისუფლოთ.

როგორ ვიზრუნოთ მარწყვზე მომავალში, რომ მივიღოთ მდიდარი მოსავალი? რა საიდუმლოებები არსებობს?

1. გადარგვა

მცენარე სჯობს შემოდგომაზე გადარგოთ, მაგრამ თუ ამის გაკეთება გაზაფხულზე მოგიწიათ, შუა აპრილამდე მოასწარით, რადგან შემდეგ აქტიური ზრდა იწყება.

2. მულჩირება და მორწყვა

თოვლიანი ზამთრის შემდეგ მიწა საკმაოდ სველია. პირველად, დაწვიმებით მორწყეთ, ასე უფრო ნაადრევ კენკრას მიიღებთ, რადგან ბუჩქი სწრაფად გაიზრდება. ყვავილობის წინ, როცა ნაყოფიერება იწყება, უხვი მორწყვა სჭირდება – ფესვებთან მორწყეთ, რომ ლპობა თავიდან აიცილოთ.

3. სასუქი

გაზაფხული მარწყვის გამოსაკვებად ყველაზე ხელსაყრელი დროა. სპეციალური მარცვლოვანი ნარევი გამოიყენეთ, რიგებს შორის მიმოფანტეთ. გამოგადგებათ აზოტის სასუქიც, ნაკელის ხსნარი (1:10) ან სკინტლის ხსნარი (1:15) გააკეთეთ. ყვავილობის წინ კალიუმის სულფატი (30 გ 1 მ²) დაუმატეთ, რომელიც კენკრის გემოს გააუმჯობესებს.

მარწყვი პრეტენზიული მოსავლელია, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ჩვენი რჩევების გათვალისწინებით უხვ და გემრიელ მოსავალს მიიღებთ.

Advertisement