Connect with us

ჯანმრთელობა

მარადიული ახალგაზრდობის იაპონური საიდუმლო გახსნილია: კვების 5 წესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ

როცა სიტყვა “დიეტა” გვესმის, მაშინვე ვფიქრობთ საყვარელი კერძების აკრძალვაზე, რის გამოც გვიქრება მისი დაცვის სურვილი. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გემრიელად, დაბალკალორიულად და დანაყრებამდე იკვებოთ ისე, რომ შეინარჩუნოთ ფიგურა, სიმხნევე და აქტიურობა ღრმა სიბერემდე.

დიეტების უმრავლესობა გვეხმარება გახდომაში, თუმცა, გვხდის კი უფრო ბედნიერსა და ჯანმრთელს? ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ იაპონური კუნძულის, ოკინავას მაცხოვრებელთა კვების რეჟიმის შესახებ, რომელიც ამ კუნძულს ყველაზე დღეგრძელ დასახლებად აქცევს მთელ მსოფლიოში. აქ, 100 წელს მიღწეული მაცხოვრებლები არ უჩივიან ჯანმრთელობასა და სიბერეს. მეცნიერთა აზრით, სწორედ კვების უნიკალური პრინციპები ეხმარება მათ ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, როგორც 30, ისე 70 წლის ასაკშიც.

ოკინავური დიეტის კვების წესები

1. საკვებით დანაყრება ზედმეტი ჭამის გარეშე

ოკინავაზე ხშირად ამბობენ: “ჭამე, სანამ შიმშილის გრძნობა არ გაქრება”. ჩვენ დანაყრებას მაშინ ვგრძნობთ, როცა კუჭი 80%-ით სავსეა, ეს მომენტი არ უნდა გამოგვრჩეს. საკვების ერთი მიღება შედგება სხვადასხვა პროდუქტის რამდენიმე მცირე ულუფისაგან. ყოველი ჭამის წინ, ოკინაველები მსუბუქ წვნიანს მიირთმევენ, რომელიც გამგელებულ შიმშილს აცხრობს. ეს მათ მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებაში ეხმარება. ამასთან, ამ კუნძულზე საკვებს სიამოვნებით, აუჩქარებლად მიირთმევენ და ტკბებიან თითოეული ლუკმით.

2. ჯანსაღი ნახშირწყლები

ყველასათვის ცნობილია, რომ იაპონური კვების ძირითადი ნაწილი – ბრინჯია. თუმცა, ოკინავაზე ნაკლებ ბრინჯს და მეტ ბატატებს(ტკბილ კარტოფილს) მიირთმევენ. ხორბლისა და ბრინჯის ლაფშის ნაცვლად, წიწიბურის მაკარონს(სობას) იყენებენ. კუნძულელები, ძირითადად, ყვითელი და მწვანე ფერის საკვებს მიირთმევენ(მათ რაციონის 1/3 უჭირავთ). ოკინაველების სასარგებლო დიეტა შეიცავს სასარგებლო ნახშირწყლებს, რომლებიც არ იქცევა ცხიმად, ორგანიზმს ავსებს საჭირო ელემენტებით.

3. ზღვის პროდუქტი

ოკინაველთა სამზარეულო უპირატესობას მცენარეულ პროდუქტს ანიჭებს, ზღვის პროდუქტებს კი კვირაში სამჯერ იყენებს. კუნძულის მაცხოვრებლები დიდი რაოდენობით ზღვის წყალმცენარეებს, კალმარებს, მოლუსკების სუპებს მიირთმევენ. მათში კალორიების სიმცირეა, სამაგიეროდ, შეიცავენ რკინას, იოდსა და კალციუმს.

ოკინაველები სამყაროში, დღეგრძელობის მიხედვით, პირველები არიან, ვინაიდან მოიხმარენ ფუკოიდანის შემცველ წყალმცენარეებს. ეს ბიოლოგიურად აქტიური პოლისაქარიდი კიბოსსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით გამოირჩევა, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმების დონეს სისხლში, ხელს უშლის თრომბების გაჩენას.

საინტერესო ფაქტი: ოკინავაზე ხორცს თითქმის არ ჭამენ. გამონაკლისის სახით, ისინი მიირთმევენ ლორს სოიოს სოუსთან ერთად, როგორც დასაყოლებელი ადგილობრივი, 50-გრადუსიანი არაყის, ავამორისათვის.

4. ფერმენტირებული პროდუქტი

იაპონური სამზარეულოსთვის ტრადიციული სოიოს ყველი ტოფუ ოკინავაზე მცხოვრებ ქალებს იცავს კლიმაქსის ნაადრევი დაწყებისგან, რამდენადაც ქალის ჰორმონების მსგავს ნივთიერებას შეიცავს. სოიოს ფერმენტირებული პროდუქტი(პასტა მისო, ტემპე, სოიოს სოუსი და მარცვლები) საკვებს ათვისებაში ეხმარება და უჯრედებთან უფრო დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები მიაქვს. ასევე, შეიცავს პრობიოტიკებს, რომლების აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.

5. კვება რეჟიმის მიხედვით

უჩივით სიმძიმეს მუცელში, გულძმარვასა და გულისრევას? ჭამეთ ნელა და რეგულარულად, როგორც იაპონელმა. ასე საკვები უკეთ მონელდება და აითვისება. გარდა ამისა, თუ მცირე ულუფებად იკვებებით და საკვებს კარგად დაღეჭავთ, დროულად იგრძნობთ, რომ დანაყრდით.

საუზმეზე მიირთვით თევზი, ბოსტნეული, მწვანე ჩაი.. სადილზე – სუპი, ბრინჯი თევზითა და ბოსტნეულით, სოიოს ყველი, ქათმის კვერცხი და ხილი. ივახშმეთ წიწიბურის ლაფშათი ან ბატატების ფაფით, ბოსტნეულის სალათით..

ოკინავურ დიალექტზე არსებობს სიტყვა “კუსუიმუნი”, რომელიც “სამედიცინო საკვებს” ნიშნავს. მათი რაციონი გაცილებით მკვებავი და ნაკლებად კალორიულია, ვიდრე დასავლური და ტრადიციული იაპონური. თუ კალორიების რაოდენობას სამჯერ შეამცირებთ, თეორიულად შესაძლებელია, რომ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებთ.

ოკინავას მცხოვრებლები ამ თეორიის ცოცხალი მაგალითები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კუნძულზე არ ვცხოვრობთ, შეგვიძლია სწორი რაციონის შედგენა “მშობლიური” პროდუქტისგან.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.