ყვავილები
ტიტების დარგვის ზარმაცული მეთოდი ამოთხრის შემდეგ
ჩვეულებრივ, ყვავილობის დასრულებისთანავე ტიტებს გამხმარ და ყვითელ ფოთლებს აჭრიან, ხოლო ივლისის დასაწყისში ბოლქვებს თხრიან. შემდეგ დაკიდულს აშრობენ და აგვისტო–სექტემბრის პერიოდში კვლავ რგავენ. აი, როცა ნაკვეთზე ბევრი სხვადასხვა სახეობის ტიტაა, ასეთი ამოცანა საკმაოდ დამღლელია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ დარგოთ ტიტები, რომ სამუშაო გაიმარტივოთ და მომავალ მეგობრულ ყვავილობას მიაღწიოთ.
როგორ დავრგოთ ტიტები ღია ნაკვეთზე
მებაღეები ტრადიციულად ტიტებისგან გათავისუფლებულ ადგილზე ერთწლიან ყვავილებს რგავენ. უმეტესობა სახეობა ყინვების დაწყებამდე ყვავილობს, ამიტომ შემოდგომაზე ტიტების დარგვა იწელება.
ამავდროულად, ბოლქვებისთვის თბილ ფარდულში ან ვერანდაზე დიდი ადგილი უნდა გამოყოთ. ვთვლით, რომ ბოლქვების ადგილიდან ადგილზე ხშირად გადატანა არ ღირს. მით უფრო, შემთხვევით მიწაში დარჩენილი ბოლქვი მომავალ წელს შესანიშნავად ყვავილობს.
როცა ტიტები ყვავილობას დაასრულებს, აიღეთ ნიჩაბი, ორი ვედრო, კომპლექსური სასუქი, კვერცხის ნაჭუჭი და ღვიის წიწვები, რომლის სუნიც მავნებლებს აფრთხობს.
სამუშაო რომ გაგიადვილდეთ, დასაკეცი სკამი არ დაგავიწყდეთ. კომფორტულად მოეწყვეთ, რომ ტიტები ამოთხაროთ. ერთ ვედროში ფოთლები და გამხმარი ყლორტები მოათავსეთ (კომპოსტოს ორმოში მოათავსეთ), მეორე ვედროში – ამოთხრილი მიწა. კარგად აურიეთ, გოროხები დაშალეთ.
ორმოს ძირში ცოტა სასუქი, ნაჭუჭი და ღვიის წიწვები მოათავსეთ. ამოთხრილი ბოლქვები დაათვალიერეთ. დაზიანებული და დაავადებული ბოლქვები მოაშორეთ, ჯანსაღი კი თავიდან დარგეთ და მეორე ვედროს მიწით დაფარეთ.
ერთწლიანი მცენარეები შეგიძლიათ ტიტების ზემოთ დარგოთ. გამოცდილია: ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. ამასთან აუცილებელ გადარგვაზე დროს დაზოგავთ, არ მოგიწევთ ბოლქვების გადატანა და დამახსოვრება , თუ სად რომელი სახეობა იყო დარგული.
კიდევ უფრო მეტ დროს და ძალას დაზოგავთ, თუ ტიტებს კონტეინერებსა და კალათებში დარგავთ. არის რიგი მიზეზები. პირველ რიგში, ქოთანში გაზრდილი ტიტის მიწიდან ამოთხრა მარტივია. ასე ნიჩბით ბოლქვს არ დააზიანებთ. მეორეც, ასეთი მეთოდი მცენარეს მღრღნელებისგან დაიცავს. მესამეც, თუ თქვენს ნაკვეთზე ცუდი მიწაა, კონტეინერები მის გაუმჯობესებას გაამარტივებთ.
ტიტის ბოლქვებმა გაყინვამდე გაფესვიანება უნდა მოასწროს, რომ ყვავილი არ დაიღუპოს. თუ ამინდი მშრალია, ბოლქვის დარგვიდან 14 დღეში კიდევ ერთხელ კარგად მორწყეთ. უარყოფით ტემპერატურაზე ტიტა სჯობს მულჩით დაფაროთ. ასე მცენარე კარგად გამოზამთრებას შეძლებს.