მოდა და სტილი
დედის სუნამოები: არომატები, რომლებიც ნოსტალგიას იწვევენ
არც ახლა და არც ახალგაზრდობაში დედა ფუფუნებით განებივრებული ქალი არ ყოფილა. ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ყველაფერი საუკეთესო მოეცა და ბიუჯეტის დიდი ნაწილიც ჩვენზე იხარჯებოდა. და მაინც, საკუთარ თავზე ზრუნვას ახერხებდა. ბავშვობიდან დედის კოსმეტიკის დათვალიერება მიყვარდა, დედის სუნამოებს ვსუნავდი, სანამ არავინ მხედავდა. ნაცნობია?
იმ დროს ქალები პარფიუმერიას მოწიწებით ეპყრობოდნენ. რამდენი დანაზოგიც არ უნდა ქონოდათ, სასურველი ფლაკონი უნდა მიიღეთ. საბჭოთა კავშირის ბოლოსკენ სუნამოებს ჟასმინის, ზამბახის ფესვების და პაჩულის სუნები ჰქონდათ. მამამ დედაქალაქში მივლინების დროს იყიდა. ეს დაბადების დღისთვის საუკეთესო საჩუქარი იყო, ხოლო მისი სუნი დღემდე ნოსტალგიებს იწვევს.
„კრასნაია მოსკვა“ (ნოვაია ზარია)
„კრასნაია მოსკვა“ – ეპოქის სიმბოლო, რომელზეც ოდესღაც ყველა ქალი ოცნებობდა. საქმე არა საქონლის დეფიციტში, არამედ ალტერნატივის არ ქონაში იყო. პარფიუმი 1925 წელს გამოუშვეს სახელით „იმპერატორის მეუღლის საყვარელი თაიგული“, მაგრამ რამდენიმე წელში უფრო პატრიოტული სახელი მიანიჭეს.
წლების განმავლობაში „კრასნაია მოსკვა“ სსრკ–ში ელიტური პარფიუმერიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო. ახლა შეიძლება სუნი ოდნავ მძაფრი მოგეჩვენოთ, მაგრამ დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. ჟასმინის, ვარდის და სანელებლების კომბინაციას საბჭოთა კავშირის დროს მცხოვრები ნებისმიერი ქალი ათასობით სუნამოდან გამოიცნობს.
„რიჟსკაია სირენ“ (Dzintars)
დროთა განმავლობაში საბჭოურ ბაზარზე ბევრი უცხოური სუნამო შემოვიდა. სამწუხაროდ, მისი შეძენა ყველას არ შეეძლო. პარფიუმის ბიუჯეტურ ვარიანტად ითვლებოდა „რიჟსკაია სირენ“, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ.
თანამედროვე არომატებით განებივრებულ ქალებს პარფიუმი მოსაწყენი ეჩვენებათ. მისი ბაზა ხომ იასამანია დარიჩინის მსუბუქი ნოტებით. ამაშია მთელი სილამაზე. არომატი მსუბუქი, სასიამოვნო და „გემრიელია“.
Climat (Lancome)
საბჭოურ კოსმეტიკის ბაზარზე არომატი 70-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ ფართო ცნობადობა მხოლოდ ფილმის „ბედის ირონიის“ გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. გახსოვთ, ხომ იპოლიტემ ნადიას ახალ წელს სწორედ ლანკომის კლიმატი აჩუქა.
სუნამოს ბაზა არის იის, შროშანის, ბერგამოტის, ვარდის, ნარგიზის და სანდალის ხის სუნები. ეს მხიარული და ძალიან გამყოლი სუნის არომატია. ამ პარფიუმის თნამედროვე ვერსიაც არსებობს. ის რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უკვე ევროპელ ქალებს შორის პოპულარობა მოიპოვა.
Estee (Estee Lauder)
სამშობლობაში, აშშ–ში, არომატი ჯერ კიდევ 1968 წელს გამოჩნდა, მაგრამ ჩვენთან, მოგვიანებით. და მაინც, სუნამო ბევრ ჩვენგანს მოეწონა. მისი ბაზაა ალდეჰიდი, ქინძი, ვარდი, ჟასმინი და ზამბახი. კედრის, ილანგ–ილანგის და თაფლის ნოტები არომატს უფრო ინტენსიურს ხდის.
Mon Parfum (Paloma Picasso)
თავად პაბლო პიკასოს ქალიშვილის ხელების მაცდური ქმნილება. ჩვენთან არომატი 80-იან წლებში გამოჩნდა. მისი პოვნა პარფიუმერიის მაღაზიებში ახლაც შეგიძლიათ. ოღონდ ახლა არომატს ეწოდება Paloma Picasso. არომატი სუმბულის, ილანგ–ილანგის, ბერგამოტის, ანგელოზას, ვარდის და ციტრუსის სუნებს აერთიანებს.
Opium (Yves Saint-Laurent)
კლასიკური არომატი, რომელიც 1977 წელს გამოუშვეს. უკვე 80-იან წლებში საბჭოელი ქალები უნივერმაღის რიგებში იდგნენ. პარფიუმს არა მხოლოდ დასამახსოვრებელი არომატი, არამედ უნიკალური შეფუთვა ჰქონდა. ფლაკონის შექმნაზე თავად ივ–სენტ ლორანი მუშაობდა.
პარფიუმის კლასიკურ ვარიანტს, რომელსაც ჩვენი დედები იცნობენ, მკვეთრად გამოხატული აღმოსავლური ხასიათი ჰქონდა. ის ყვავილოვან–სუნელებიანი არომატია მსუბუქი სამკურნალო შლეიფით. მოგვიანებით არომატის მრავალი ვარიანტი გამოუშვეს და ყველა ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება.
L’Air du Temps (Nina Ricci)
ტკბილი აღმოსავლური ყვავილების არომატი, როგორიცაა Opium, 80–იან წლებში ბევრი საბჭოელი ქალის ოცნება იყო. მოკლედ, ის ევროპაშიც კარგად იყიდებოდა. არომატის გულში შეგხვდებათ სანდალი, პაჩული, ზამბახის ფესვი, ჟასმინი, ვეტივერი, კედარი და ვარდი. ალდეჰიდი, ქინძი, ციტრუსი და ატამი მას საინტერესო ჟღერადობას მატებს. გემრიელია!
Anais Anais (Cacharel)
ნაზი ყვავილების არომატი, რომელშიც სხვა პოპულარულ არომატებთან კონტრასტი იგრძნობა. საქმე იმაშია, რომ პარფიუმის ცენტრშია ფორთოხალი, მოცხარი, თეთრი შროშანი და მაროკოს ჟასმინი. მსუბუქი, ელეგანტური არომატი როგორც ზრდასრულ ქალს, ასევე გოგოს შეეფერება.
Chanel No.5 (Chanel)
საოცარია, რამდენ ხანს გრძელდება კლასიკური პარფიუმის მოდა. არადა, სუნამო პირველად 20-იან წლებში გამოუშვეს! შანელის ლეგენდარული არომატი იმ დროინდელი მოდის მიმდევრების ოცნება იყო, მაგრამ მისი მიღება, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელი იყო.
ალბათ, ამიტომ, იმ დროში Chanel No.5 მდიდრული ცხოვრების სიმბოლო გახდა. სტერეოტიპის შენარჩუნებით, დღემდე მსოფლიოში საუკეთესო სუნამოდ მივიჩნევთ.
მახსოვს, დედას სუნამოები ტუალეტის მაგიდაზე ელაგა, როგორც ბანერი მოედანზე. სულ რამდენიმე წვეთს იყენებდა, მაგრამ ეს საკმარისი იყო. სუნების შლეიფი აბრეშუმივით იწელებოდა. რომელ სუნამოს ანიჭებდა დედათქვენი უპირატესობას ახალგაზრდობაში? შეიცვალა თუ არა მისი გემოვნება ასაკთან ერთად? გაგვიზიარეთ თქვენი მოგონებები!