Connect with us

ყვავილები

ჟოლოს დარგვის სწორი მეთოდი შემოდგომაზე

მებოსტნეების უმეტესობა ჟოლოს დარგვას გაზაფხულის ბოლოს არის მიჩვეული. გასულ წლამდე მეც ასე ვაკეთებდი. მოგვიანებით გავიგე, რომ შემოდგომაზე ჟოლოს დარგვას თავისი უპირატესობები აქვს. აგარაკზე ახალმა მეზობელმა საიდუმლო გამიმხილა. მან აგარაკი ზაფხულის ბოლოს იყიდა, მაგრამ ზამთრისთვის ბოსტანში მუშაობა მოასწრო. სხვა სასარგებლო რჩევებს შორის გავიგე, როგორ დავრგო ჟოლო შემოდგომაზე სწორად.

რა თქმა უნდა, ბევრი სხვადასხვა დეტალი არსებობს და სხვადასხვა ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. თუ ყველაფერს ინსტრუქციის მიხედვით შეასრულებთ, ძლიერ ჟოლოს ბუჩქს და უხვ მოსავალს მიიღებთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როდის სჯობს ჟოლოს დარგვა, რომელი ნერგი გამოგადგებათ და როგორ იზრუნოთ მათზე.

როგორ დავრგოთ ჟოლო შემოდგომაზე სწორად და როდის სჯობს ამის გაკეთება

როდის დავრგათ ჟოლო

ნერგის დასარგავად ზუსტი თარიღი არ არსებობს. ვადაზე ადგილობრივი კლიმატი, ამინდის პირობები და შერჩეული ჯიში გავლენას ახდენს. ბაღში სამუშაოები პირველ ყინვამდე 15-20 დღით ადრე უნდა დაასრულოთ. სასურველია, ჟოლო სექტემბრის ბოლოს დარგოთ, ხოლო თბილ რეგიონებში – ოქტომბრის ბოლომდე. დაგვიანებული დარგვა ნერგებს გაფესვიანებაში ხელს შეუშლის, რაც კვდომას გამოიწვევს.

დარგვამდე დარწმუნდით, რომ ამისთვის მზად ხართ. მათ ფესვების ყელზე შემცვლელი კვირტები უნდა გამოჩნდეს. ნაადრევ ჯიშებში ეს შუა სექტემბერს ხდება, გვიანდელში – თვის ბოლოს.

თუ დიდხანს ლოდინი თქვენზე არაა, მაშინ მიწის იმ ნაკვეთს მიანიჭეთ უპირატესობა, სადაც მრავალწლიანი ბალახები იზრდებოდა. აი, მარწყვი და ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარე ჟოლოს ცუდი წინამორბედია.

ბუჩქი თიხნარ და ქვიშიან მიწაში თავს კარგად გრძნობს. თუ მიწის მჟავიანობა მაღალია, ცოტა კირი დაუმატეთ. ასე აზოტის და ფოსფორის შემცველობას გაზრდით და მიწას დასარგავად უფრო შესაფერის გახდით.

როგორ შევარჩიოთ დასარგავი მასალა

ლოგიკურია, რომ ნერგები ჯანმრთელი უნდა იყოს. მათ ზამთრის სიცივის გადატანის მეტი შანსი აქვს, ხოლო ზაფხულში ღირსეულ მოსავალს იძლევა. 20 სმ სიგრძის და 5 მმ სისქის ყლორტები შეარჩიეთ. ფესვს ყურადღება მიაქციეთ, ის კარგად განვითარებული უნდა იყოს.

თავდაპირველად, ნაყიდი ნერგები 2 დღე წყალში გააჩერეთ. ასე სითხის დაკარგვას აღიდგენს. ამის შემდეგ ხმელი ნაწილი მოაჭერით, ფესვები ძროხის ნაკელის ხსნარში (1:10 წყალში გაზავებული) ჩადეთ, შემდეგ პირდაპირ ღია მიწაში დარგეთ.

ბუჩქური დარგვის მეთოდი

მეთოდი პოპულარულია მათში, ვისაც ჟოლოს დასარგავად დიდი ტერიტორიის გამოყოფა შეუძლია. ნერგები ცალკეულ ორმოებში ჩარგეთ. ზუსტად იმდენი ადგილი დაიკავეთ, რამდენსაც გეგმავთ.

ნაკვეთის გაზომვით დაიწყეთ. ბაწარი გამოიყენეთ, ბუჩქებს (0,7-0,9მ) და რიგებს შორის (1,5-2მ) დაშორება გაზომეთ. ამ ადგილებში ორმოები კუბის ფორმით (გვერდი 30 სმ) ამოთხარეთ.

თითოეულ ორმოს 3-5 კგ კომპოსტი, 30-35 გრ სუპერფოსფატი და 20-25 გრ კალიუმის მარილი დაუმატეთ. ცოტა ნაყოფიერი მიწა მოაყარეთ და აურიეთ. ჩაღრმავება გააკეთეთ და ნერგები ფესვებით მოათავსეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ამონაყარი გასწორებული იყო. ამასთან მიწა კვირტებს 2-3 სმ–ზე უნდა ფარავდეს. მიწა ჩატუმბეთ და ბუჩქებს 5 ლ წყალი დაასხით.

ლენტური დარგვის მეთოდი

თუ საკმარისი სივრცე გაქვთ, სჯობს ჟოლოს დასარგავად ლენტური მეთოდი გამოიყენოთ. ამისთვის ბუჩქები რიგებად დაყავით. ყოველ 2-2,5 მეტრში ნიშნული ჩადეთ, შემდეგ 40 სმ სიღრმე და ამდენივე სიგანე ამოთხარეთ. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმართეთ, ასე მზის სინათლე ბუჩქებს მთელი დღე მოხვდებათ.

ხვრელები ისე გაანაყოფიერეთ, როგორც წინა მეთოდში. ერთი ორმოს გამოკვება 1 გაშვებულ მეტრს ყოფნის. მიწის დამატების შემდეგ ნერგები ერთმანეთისგან 30-75 სმ–ს დაშორებით ჩარგეთ.

მთელ ნაკვეთზე სითხე თანაბრად რომ გადანაწილდეს, მიწა დარგვის წინ გააფხვიერეთ. ნერგები ცოტა უფრო ღრმად ჩარგეთ, ვიდრე იზრდებოდა. მიწა კარგად ჩატუმბეთ და წყალი დაასხით (0,5 ლ წყალი თითო ბუჩქზე). შეგიძლიათ საყრდენები გამოიყენოთ, რომელთაც გაზრდილი ბუჩქები დროებით დაეყრდნობა.

ნერგების მოვლა

მულჩირება დაგეხმარებათ, რომ ნერგები ყინვისა და სითხის დაკარგვისგან დაიცვათ. ამისთვის გამოგადგებათ თივა, ნახერხი ან კომპოსტი. ფენის სისქე 5 სმ–ს არ უნდა აჭარბებდეს. პირველი ყინვის შემდეგ ტორფი დამატებითი დამცავი ფენა გახდება. უფრო სქელ ფენად (15-20 სმ) დააყარეთ. ხოლო გაზაფხულზე მულჩი მოაშორეთ.

ზამთრის გადატანის შემდეგ მცენარე დაავადებების მიმართ უფრო გამძლე ხდება. სათანადო მოვლის პირობებში პირველივე მოსავლის აღებისას სხვაობას დაინახავთ. კენკრა უფრო მსხვილი და გემრიელია. ახლა უკვე იცით, როგორ დარგოთ ჟოლო შემოდგომაზე. დრო ჯერ კიდევ გაქვთ, რომ მეთოდი გამოცადოთ.