Connect with us

ყვავილები

რა გავუკეთოთ ყურძენს ივლისში სასწრაფოდ, რომ შემოდგომაზე მაღალი ხარისხის მოსავალი ავიღოთ

ყურძენი ყოველწლიურად განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუ ვაზს ბედის ანაბარად დატოვებთ, ველურ ბუჩქად სწრაფად გარდაიქმნება. ასე ნაყოფის რაოდენობა და ხარისხი მკვეთრად შემცირდება. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ იზრუნოთ ყურძენზე ზაფხულში, განსაკუთრებით ივლისი–აგვისტოს პერიოდში, რომ შემოდგომის დასაწყისში უხვი მოსავლით გაიხაროთ.

ყურძნის მოვლა ზაფხულში

გახსოვდეთ, რომ ყურძნის ვაზი მთელი სეზონი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მცენარე ადრე გაზაფხულზე იღვიძებს, სწრაფად და ინტენსიურად ვითარდება.  ბუჩქზე ყლორტები და ნამხარი იზრდება. თუ ზედმეტს რეგულარულად არ მოაშორებთ, კარგი, უხვი მოსავლის იმედი არ გქონდეთ.

ნამხრებით ყურძნის ბუჩქის გასქელება გვირგვინში მზის სინათლის შეღწევას ხელს უშლის. ჰაერის ბრუნვაც ირღვევა, რამაც შეიძლება სოკოთი დაზიანება ან მტევნის ცუდად განვითარება გამოიწვიოს. ყურძნის ყლორტები მუდმივად იზრდება. ბუჩქის განვითარების შემდეგ მხოლოდ ის ყლორტები დატოვეთ, რომლებიც შემოდგომამდე გაიზრდება.

როცა ყურძნის მტევნები ავსებას იწყებს, ყველა ფოთოლი უნდა მოაშოროთ, რომელიც ნაყოფს მზისგან ფარავს. ასე კენკრა უფრო ტკბილი გაიზრდება და დროულად მომწიფდება. ფოთლების მოშორების შემდეგ ბუჩქის ქვედა ნაწილში ჰაერი უკეთ მოძრაობს. ასე მცენარე სოკოვანი დაავადებისგან დაცულია.

ზოგჯერ სპეციალისტები ბუჩქს ყლორტებთან და ფოთლებთან ერთად კენკრის მტევანსაც აშორებენ. ეს ძალიან უხვი მოსავლის დროს ხდება, რომლის გაძლებაც ბუჩქს არ შეუძლია. თუ უხვი მოსავლის დროს ზოგიერთ მტევანს არ მოაშორებთ, კენკრა პატარა და ნაკლებად ტკბილი გაიზრდება.

ყურძნის მორწყვა

თუ მშრალი და ცხელი ზაფხულია, დამატებითი მორწყვით უზრუნველყავით. ყურძენი მაქსიმუმ 7 დღეში ერთხელ მორწყეთ. თითოეულ ბუჩქზე 1–2 ვედრო წყალი დაგჭირდებათ. თუ რეგულარულად მორწყავთ, წვიმის წამოსვლისას კენკრა არ დასკდება. დამტვერვის და კენკრის მომწიფების დროს ყურძნის მორწყვა არ შეიძლება.

ნიადაგში ტენიანობის შესანარჩუნებლად მიწა ბუჩქის ქვეშ მულჩით დაფარეთ. მოჭრილი ბალახი, ფოთლოვანი ხის ნახერხი, გადამწიფებული კომპოსტი, დაქუცმაცებული მუყაო და ა.შ.

რეკომენდებულია, გამოკვება. კომპლექსური მინერალური სასუქი გამოიყენეთ, რომელშიც წყალში ხსნადი კომპონენტები შედის. წინააღმდეგ შემთხვევაში ყურძნის ფესვები სასუქის შეწოვას ვერ შეძლებენ. კვირტობის და მტევნების მომწიფების პერიოდში სასუქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აგვისტოში ყურძენი კალიუმის მონოფოსფატის ხსნარით ან ნაცრის ნაყენით დანამეთ, ასე ვაზის უკეთ გაზრდას და კენკრაში შაქრის დაგროვებას ხელს შეუწყობთ.

ყურძნის დამუშავება სოკოს წინააღმდეგ

კარგი და ხარისხიანი მოსავალი რომ მიიღოთ, ყურძნის ვაზის ჯანმრთელობაზე რეგულარულად იზრუნეთ. ხშირად ზიანდება სოკოთი: ნაცროვანი სოკო, ნაცრისფერი ლპობა და სხვა.

უდავოდ, პროფილაქტიკის ჩატარება სჯობს, ვიდრე მძიმე არტილერიის ჩართვა და მკურნალობა. სწორედ ამიტომ, ვაზი ფუნგიციდებით რეგულარულად დაამუშავეთ. რეკომენდებულია შემდეგი პრეპარატები: ტოპაზი, სკორი, ოქსიხომი. სოკოს თავიდან ასაცილებლად ბევრი სხვა კარგი საშუალებაც არსებობს. ნებისმიერი საშუალება ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ. ბოლოს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე დაამუშავეთ.

უხვ და ტკბილ მოსავალს გისურვებთ!