Connect with us

ჯანმრთელობა

ვაშლის წვენი: სარგებელი და ზიანი

ვაშლის წვენის ზიანი

როგორც სხვა ახალ დაწული წვენის შემთხვევაში, ვაშლის წვენის მიღებასაც შეზღუდვები აქვს. მისი მიღება მაღალი მჟავიანობის გასტრიტის, კუჭის და ნაწლავების წყლულოვანი დაავადების, ასევე პანკრეატიტის გამწვავების დროს არ ღირს. დაავადების განმეორების დროს წვენის მიღება დასაშვებია, მაგრამ სჯობს ანადუღარ წყალში ან ასკილის ნახარშში გააზავოთ.

ვაშლის წვენის მიღება არ შეიძლება, თუ ვაშლზე ალერგია გაქვთ. საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათად გვხდება. როგორც წესი, ვაშლის ზოგიერთ სახეობაზე ალერგია იგულისხმება. პრაქტიკულად ყველას შეუძლია მწვანე ვაშლის წვენის დალევა. დიაბეტიკებმაც უპირატესობა მწვანე, მჟავე ვაშლს უნდა მიანიჭოს, რადგან მასში ნაკლები შაქარი შედის.

ვაშლის წვენის სარგებლობის მიუხედავად, ძუძუთი კვების დროს ჩვილის სიცოცხლის პირველი რამდენიმე თვე ვაშლის წვენის დალევა რეკომენდებული არაა, რადგან შეიძლება ჩვილში მუცლის შებერილობა და ტკივილი გამოიწვიოს. წვენის დალევა ნელა უნდა დაიწყოთ და ბავშვის რეაქციას დააკვირდეთ.

ჯანმრთელმა ადამიანმაც დღეში 1 ლ ვაშლის წვენზე მეტი არ უნდა დალიოს. მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება მუცელში სიმძიმე, მეტეორიზმი და დიარეა გამოიწვიოს.

ვაშლის წვენის სარგებელი

მთელ მსოფლიოში მეცნიერები სიბერების შემაფერხებელ მეთოდებს ეძებენ და თავიდანვე ვაშლს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს. ინგლისელი სპეციალისტები, რომლებიც ქალაქ ნორვიჩის კვების ინსტიტუტში მუშაობენ, ამტკიცებენ, რომ ვაშლის წვენი ერთ–ერთი რადიკალური საშუალებაა სიბერის წინააღმდეგ. მათ დაამტკიცეს, რომ შუახნის ადამიანების გულსისხლძარღვთა სისტემა, რომლებიც დღეში 1–2 ჭიქა ვაშლის წვენს სვამენ, ისევე მუშაობს როგორც ახალგაზრდების გულსისხლძარღვთა სისტემა.

საქმე იმაშია, რომ მასში შედის ეპიკატექინი, ჯერჯერობით ნაკლებად შესწავლილი ფლავონოიდი, რომელიც ორგანიზმის დაბერების მექანიზმზე ჯადოსნურ გავლენას ახდენს და სიბერის პროცესებს ანელებს. რა გაარკვიეს მკვლევარებმა?

მეცნიერებმა 40-55 წლის ადამიანებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და შედეგებით გაოცებულნი დარჩნენ. აღმოჩნდა, რომ ეპიკატექინი სისხლძარღვების კედლებს ეფექტურად წმენდს და აძლიერებს. ეს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, გულის მუშაობას ამსუბუქებს, იშემიური დაავადების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ასევე თრომბის წარმოქმნის რისკს აქრობს.

აი, თქვენი „გამაახალგაზრდავებელი“ ვაშლი! მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ნაყოფის და მისი წვენის რეგულარული მიღება ორგანიზმს 17 წლით აახალგაზრდავებს.

ექიმები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ვაშლის სასმელი არა მხოლოდ გულსა და სისხლძარღვებზე ახდენს დადებით გავლენას. სასურველია, ვაშლის წვენი სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც დალიოთ.

  • მწვანე ვაშლში შემავალი ფლავონოიდები შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში გლიკემიურ ინდექსს ამცირებს.
  • ონკოლოგიურ დაავადებას აფერხებს, კერძოდ თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნეს.
  • თირკმლების და შარდის ბუშტის ანთებას აქრობს.
  • მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა.
  • არტერიულ წნევას ამცირებს, განსაკუთრებით მწვანე ვაშლის წვენი.
  • ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს, ტვინის უჯრედებს დაზიანებისა და სკლეროზისგან იცავს, ალცჰაიმერის დაავადებას თავიდან აგაცილებთ.

როგორ ვიმკურნალოთ ვაშლის წვენით

ახალ დაწურულ ვაშლის წვენს გამოხატული შარდმდენი და ნაღვლმდენი მოქმედება აქვს. ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა, რეკომენდებულია, როგორც შარდმდენის შემცველი. თირკმლებში კენჭების გაჩენას აფერხებს, ნაღვლის სადინარებს წმენდს. მისი დალევა შაქრიანი დიაბეტის დროსაც შეიძლება (სასურველია, მწვანე ვაშლის წვენი). გადაძღომის დროსაც დაგეხმარებათ, მაგალითად, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, როცა ტონუსის და ჯანმრთელობის სწრაფად დაბრუნება გსურთ.

ხალხური მედიცინა ახალ დაწურული ვაშლის წვენით მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობს. თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების და ქვიშის დასაშლელად გამოიყენეთ ასეთი რეცეპტი: 3 დღე ზედიზედ, ყოველ 2 საათში 2 დიდი ჭიქა წვენი დალიეთ (8:00 საათიდან დაიწყეთ და 20:00 საათზე დაასრულეთ). ამასთან სხვა რამ არ მიირთვათ. ასეთი წმენდის დროს შეიძლება კუჭში ვერ გახვიდეთ. სწორედ ამიტომ, საღამოობით საფაღარათო მცენარეული ნაყენი დალიეთ ან ოთახის ტემპერატურის წყლით ოყნა გაიკეთეთ. მხოლოდ ვაშლის წვენით შემოფარგვლა არ ღირს. მე-3 დღეს, დილით პირველი ჭიქა წვენის დალევიდან ნახევარ საათში 120 გრ ზეითუნის ზეთი დალიეთ. წყალში გაზავებული წვენი დააყოლეთ. სისუსტის შეგრძნებისას დაწექით და დიდხანს არ ადგეთ. სამდღიანი კურსის შემდეგ ცხელი აბაზანა (უსაპნოდ) მიიღეთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ამ პროცედურის შემდეგ კენჭები და ქვიშა თანდათან გამოვა. გახსოვდეთ: თუ ექიმთან უკუჩვენებებზე კონსულტანაციას არ გაივლით, მკურნალობა შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს ქვიშის და კენჭების დასაშლელად მარტივი მეთოდი არაა, მაგრამ სწორი მიდგომით ეფექტურია.

კიდევ რამდენიმე ხალხური რეცეპტი. ყაბზობის დროს: 1 ჭიქა ახალ დაწურული წვენი ჭამამდე დალიეთ. ჭარბი წონის და სიმსუქნის დროს: 4 ნაწილი ვაშლის წვენი 2 ნაწილ პომიდვრის, ნესვის და 1 ნაწილ ლიმონის წვენს აურიეთ.

როგორ დავლიოთ ახალ დაწურული ვაშლის წვენი? სასურველია მომზადებისთანავე. მაქსიმუმ ერთი დღით შეგიძლიათ გააჩეროთ. ამისთვის წვენი ჰერმენტულ ჭურჭელში გადაიტანეთ, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

რით არის სასარგებლო ვაშლის წვენი

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდვრებს და ხალხური მედიცინით დაინტერესებულებს აინტერესებთ, თუ როგორ მოამზადონ ვაშლის წვენი, რა სარგებელს და ზიანს შეიცავს ორგანიზმისთვის, რა სამკურნალო თვისებები აქვს. ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ვეცდებით.

ეს სასმელი ჩვენს ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია: ის არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო, არამედ ხელმისაწვდომია. საკმარისია დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე ნახევარი ჭიქა ვაშლის წვენი დალიოთ. ამ შემთხვევაში სამკურნალო ეფექტი გარანტირებულია. სასმელი ხომ ანტიოქსიდანტურ და შთანმთქმელ თვისებებს ფლობს, ანუ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის.

ვაშლის წვენი ავიტამინოზის დროს აუცილებელია. ის მდიდარია სასარგებლო, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლებით, შაქრით და ორგანული მჟავებით, შეიცავს ცილებს, ცხიმებს და ბოჭკოებს, სახამებელს და ალკოჰოლსაც (მცირე პროცენტით). ვაშლი მდიდარია C ვიტამინით, მაგრამ სხვა ვიტამინსაც დიდი რაოდენობით შეიცავს: E, H (სილამაზის ვიტამინი), PP და B ჯგუფის ვიტამინები.

ვაშლი და მისი წვენი უფრო მეტ მინერალს შეიცავს, ვიდრე ბევრი სხვა ხილი და წვენი. მაკროელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, ქლორი, გოგირდი. მიკროელემენტები: რკინა, თუთია, იოდი, სპილენძი, ქრომი, ფთორი, მოლიბდენი, ბორი, ვანადიუმი, ალუმინი, კობალტი, რუბიდიუმი, ნიკელი.

წვენი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავას: ვაშლის, ალუბლის, ლიმონის და ა.შ. ვაშლში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ, ამიტო ვაშლს ბევრ დიეტაში რთავენ. ნაყოფი 30%–მდე პექტინს შეიცავს, რომელიც სისხლში ცხიმების და ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, ტყვიას და ვერცხლისწყალს უკავშირდება. ვაშლში შემავალი ფიტონციდები მთელ რიგ პათოგენებს ანადგურებს. ვაშლის წვენი წნევას ამცირებს, იმუნურ და გულსისხლძარღვთა სისტემას აძლიერებს, სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, სისხლძარღვებს აძლიერებს, ნაწლავებს წმენდს და ღრძილებს აძლიერებს.

მასში შემავალი პექტინები ნაწლავების მუშაობას აწესრიგებს. ვაშლის წვენი ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს და ძალიან სერიოზული დაავადების, ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს.

სასმელი სტრესის დროს ტვინის უჯრედებს ჟანგვითი პროცესებისგან იცავს, რაც მის ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებაზე საუბრობს. საკმარისია, დღეში 300 გრ წვენი დალიოთ, რომ ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი თავიდან აიცილოთ.

ნატურალური შაქრის და ორგანული მჟავების დახმარებით მძიმე შრომის შემდეგ აღდგენაში დაგეხმარებათ. კუჭის დაავადების, დაბალი მჟავიანობის გასტრიტის ან ყაბზობის დროს მჟავე ვაშლის წვენი რეკომენდებულია.

მეტაბოლიზმის დარღვევის, ათეროსკლეროზის და პოდაგრის დროს სასმელი ფიზიოლოგიური პროცესების ბუნებრივად აღდგენას ხელს უწყობს. ვაშლის წვენი მისი ანტიმიკრობული მოქმედების გამო განსაკუთრებით სასარგებლოა. მისი მიღება გადაძღომის სიმპტომებს აქრობს. შაქრიანი დიაბეტის დროს მწვანე ვაშლის წვენი რეკომენდებულია.

ვაშლის წვენი გასაჯანსაღებლად

სამკურნალო ვაშლის წვენი მდიდარი შემადგენლობის გამო ორგანიზმში ბიოპროცესების გასააქტიურებლად გამოიყენება. ვაშლის წვენში შემავალი ორგანული სტიმულატორები თირკმლებისა და ღვიძლისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც. შარდმდენი ეფექტი თირკმლებს და სისხლძარღვებს ათავისუფლებს. თუმცა თუ შარდის ბუშტში კენჭები გაქვთ, მათი მოძრაობა შეტევას გამოიწვევს. შარდკენჭოვანი დაავადების დროს წყალში გაზავებული წვენი დალიეთ. იგივე ნაღვლის სადინარების გაწმენდას ეხება. ქვიშისა და პატარა კენჭების მოსაშორებლად ვაშლის წვენით გაწმენდის სამდღიანი პროგრამა არსებობს, რომელიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განხორციელდეს.

ჭარბი წონის ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ვაშლის წვენის გლიკემიური ინდექსი მაღალია. თხევადი პროდუქტი სწრაფად იწოვება, ინსულინს აწარმოებს და ძლიერ შიმშილს იწვევს. ამის გამო დიაბეტიკებმა 1:1 წყალში გაზავებული ვაშლის წვენი უნდა დალიონ, ასე საფრთხეს არ შეიცავს.

ამერიკელი მეცნიერების თქმით ახალ დაწურული სასმელის ყოველდღიური მიღება ნაწლავების და პროსტატის სიმსივნის ზრდას აფერხებს. ახალ დაწურული ვაშლის წვენი ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ, ინფარქტის და ათეროსკლეროზის შემდეგ აღდგენაში დაგეხმარებათ.

ვაშლის წვენი საწრუპი მილით დალიეთ, რომ ხილის მჟავებმა მინანქარზე ნაკლები გავლენა მოახდინონ. სტომატოლოგები გაფრთხილებენ, რომ კბილების გახეხვა წვენის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ. დაუყონებლივ პირის ღრუ თბილი წყლით გამოივლეთ.

კუჭზე ვაშლის წვენის სარგებელი და ზიანი არსებულ დაავადებაზეა დამოკიდებული. გასტრიტის დროს მჟავე, გაუზავებელი ვაშლის წვენი გულძმარვას და ძალიან ბევრი გაზის წარმოქმნას იწვევს. ჯანმრთელ კუჭში 1 ჭიქა სამკურნალო წვენი ყაბზობას მოგაშორებთ. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს წვენის მიღებამდე სჯობს მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ.

ორსულებმა ვაშლის წვენი ფრთხილად უნდა დალიონ. სასმელი შეშუპებას, თხევად განავალს, გულძმარვას იწვევს.

მეძუძურე დედებიც ფრთხილად უნდა იყვნენ, ჩვილებში შეიძლება კოლიკი გამოიწვიოს. 7 თვიდან შეგიძლიათ ახალ დაწურული წვენი (1:1 გაზავებული) მენიუში ჩართოთ, დესერტის კოვზით დაიწყეთ. ახალ დაწურული წვენი ბავშვებისთვის სასარგებლოა, ზიანი შეიძლება ალერგიას უკავშირდებოდეს. რისკ–ჯგუფის ადამიანებმა სასმელი მწვანე ფერის ნაყოფიდან უნდა მოამზადონ.

ახალ დაწურული ვაშლის წვენის შემადგენლობა:

როგორც უკვე ითქვა, ვაშლის წვენი მენდელეევის სისტემის ბევრ ელემენტს შეიცავს. სასმელის ღირებულებაში რომ დარწმუნდეთ, შემადგენლობა დეტალურად განვიხილოთ.

  1. ვაშლში ბევრი ეთერზეთი, ტანინი, საქარიდი, უჯერი მჟავა შედის. ისინი ხილის გემოს, ფერსა და არომატზე გავლენას ახდენენ.
  2. ვაშლის წვენის სარგებლი არა მხოლოდ სუნზე, არამედ კალორიულობაზეც დამოკიდებულია, 100 მლ წვენი 47 კალორიას შეიცავს. ამათგან 11 გრ ნახშირწყლები, 0,1 გრ ცხიმი, 0,5 გრ ორგანული მჟავებია.
  3. ახალ დაწურული ვაშლის წვენი ასევე შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, ცილებს, სახამებლის შემცველ კომპონენტებს და ბუნებრივ ცხიმებს. ზოგიერთი ვაშლი მცირე დოზით სპირტს შეიცავს, მაგრამ ამით მისი სარგებლობა არ მცირდება.
  4. ექიმები ვაშლის ფრეშის ვიტამინებით მდიდარ შემადგენლობაზე ლეგენდებს თხზავენ. მასში 0,1 მგ PP ვიტამინი, დაახლოებით 2 გრ C ვიტამინი, 0,2 მგ ტოკოფეროლი, 0,4 მკგ H ვიტამინი შედის. ასევე B ჯგუფის ვიტამინები (0,07 მგ) არ უნდა დაგავიწყდეთ. ვიტამინების ღირებულება თერმული დამუშავებით იკარგება, ამიტომ ახალ დაწურული წვენი დალიეთ.
  5. ვაშლის წვენში შემავალი მიკროელემენტებიც ღირებულია, განსაკუთრებით ბორი და ქრომი. თუმცა ფრეში მდიდარია ფთორით, ნიკელით, კობალტით, იოდით, ვანადიუმით და მანგანუმით. ასევე თუთიას, რუბიდიუმს, მოლიბდენს, ალუმინს, კობალტს და სპილენძს შეიცავს.
  6. ადამიანის ორგანიზმს კალციუმი, ქლორი, გოგირდი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი ხშირად აკლია. ამ ელემენტების შევსებას ვაშლის წვენით შეძლებთ. რეგულარული მიღებით დეფიციტს აღმოფხვრით.

ვაშლის სასმელის მოქმედება ორგანიზმზე

სასმელი ორგანიზმს აქტიური ნივთიერებებით ამდიდრებს და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება.

სასმელის მიღების შედეგები:

  • ძვლები ძლიერდება, მწეველების ფილტვებიც იწმინდება, გულსისხლძარღვთა სისტემა აქტიურდება;
  • სისხლის ბიოლოგიური შემადგენლობა უმჯობესდება.
  • კენჭების წარმოქმნის რისკი მცირდება.
  • იმუნიტეტი ძლიერდება.
  • ძალები იზრდება.

ექიმები გირჩევენ, რომ დილის ყავა 1 ჭიქა ვაშლის წვენით ჩაანაცვლოთ. იგივე, მაგრამ უფრო ხანგრძლივ ეფექტს მიიღებთ. კანის უჯრედები განახლდება, თმის ბზინვარება გაძლიერდება.

ვაშლის წვენის სარგებელს იგრძნობთ, თუ ვაშლი ქიმიკატებით დამუშავებული, ტოქსინებით და შხამებით სავსე არაა. სჯობს ვაშლი საკუთარ ბაღში გაზარდოთ.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზმში მიკროელემენტების და ვიტამინების გადაჭარბებას უფრო უარესი შედეგი აქვს, ვიდრე დეფიციტს. ყოველდღე 1 ლიტრა წვენზე მეტის რეგულარულად მიღებისას ზიანი სარგებელს გადაწონავს. წვენი შეიცავს სპილენძს და ბორს, რომლებიც ორგანიზმისთვის მიკროდოზით სასარგებლოა.