ყვავილები
9 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ საკვები სოდა აგარაკზე
აღმოჩნდა, რომ ყველაზე უბრალო საკვები სოდა შეგიძლიათ ბაღის კულტურების დაავადებების პრევენციისთვის, ასევე მავნებლებისგან დასაცავად გამოიყენოთ. სოდა მიწის მჟავიანობას ამცირებს, მცენარეს ბუგრებისგან იცავს, სარეველების ზრდას აფერხებს. ამასთან ნატურალური და ძალიან ბიუჯეტური საშუალებაა. Alltime.ge–ს რედაქცია გასწავლით, როგორ გამოიყენოთ საკვები სოდა სწორად თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
ბუჩქებისა (მოცხარი, ხურტკმელი და სხვა) და ყაბაყისთვის
ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგო საშუალება მოამზადეთ და კულტურები მაისის დასაწყისში მორწყეთ. პროცედურა 1 კვირაში გაიმეორეთ.
- 80 გრ სოდა
- 10 ლ წყალი
- 40 გრ დიასახლისის საპონი
ყველაფერი კარგად აურიეთ. თითო ბუჩქზე – 1 სარწყავი დაგჭირდებათ.
პომიდვრისთვის
საშუალება მცენარეს ფიტოფთორისგან იცავს. დამუშავების შემდეგ ფოთლები აღარ შავდება. ზოგი აღნიშნავს, რომ ნაყოფი უფრო გემრიელი და ტკბილი ხდება.
60 გრ სოდა და 10 ლ წყალი აურიეთ. საშუალება მზადაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ვარდისთვის
მცენარეს ბუგრებისგან იცავს.
- 80 გრ სოდა
- 1 სარწყავი წყალი
ნარევით საღამოს მორწყეთ. 3 დღეში პროცედურა გაიმეორეთ.
შამბის მოსაშორებლად
სოდიანი ხსნარი ყველგან მზარდი სარეველას მოშორებაში დაგეხმარებათ. ამასთან კულტურულ მცენარეს არ აზიანებს.
- ½ შეფუთვა სოდა
- 1 სარწყავი წყალი
აურიეთ და ნარევით კვლები მორწყეთ.
ჭიანჭველების მოსაშორებლად
თუ თქვენს ბაღში ჭიანჭველები გამოჩნდა, დაგეხმარებათ ასეთი ნარევი:
- 1 შეფუთვა სოდა
- 1 ვედრო წყალი
აურიეთ და ჭიანჭველების ბუდეს დაასხით. ბუდის გარშემო კი სოდა მოაყარეთ.
ხახვის, მწვანილისა და სტაფილოსთვის
სოდის ხსნარი მუხლუხისგან დაგიცავთ:
- 100 გრ სოდა
- 10 ლ წყალი
აურიეთ და მორწყეთ.
ლოკოკინასთან საბრძოლველად
თანაბარი პროპორციით ფქვილი და სოდა აურიეთ და ფოთლები დანამეთ.
მიწის მჟავიანობის შესამცირებლად
ბოსტნეულის დარგვის წინ თითოეულ ორმოში სოდა ჩაყარეთ. 1 მწიკვი სოდა თითო ორმოზე.
პომიდვრის, კიტრის მოსარწყავად
რეცეპტი ზაფხულის პირველი 2 თვეს გამოიყენება.
5 გრ სოდა და 1 ლ წყალი აურიეთ. ამ ნარევით თვეში 2–ჯერ მორწყეთ.