საკითხავი
რატომ არ უნდა დაკიდოთ სურნელოვანი ბლოკი უნიტაზის გვერდზე
ზოგჯერ ყველაზე ნაცნობი ნივთიც ბევრ საიდუმლოს მალავს. ამ ნაცნობი უცნობებით ყოველდღე ვსარგებლობთ და ეჭვიც არ გვეპარება, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მაგალითად, ავიღოთ ტუალეტის ჩასაკიდი ბლოკი.
ის სარეკლამო დაპირებების სრული დაცვით ჰიგიენურ სისუფთავეს უზრუნველყოფს და კირის ნადების წარმოქმნას თავიდან გვაცილებს, სააბაზანო ოთახს მდგრადი და ჯანსაღი არომატით ავსებს. მარტივი ნივთის უნიტაზზე მიმაგრება რთული არაა. თუმცა ზოგი ირწმუნება, რომ ამას მთელი ცხოვრება არასწორად ვაკეთებთ.
ტუალეტის ბლოკი
პირველი ტუალეტის ბლოკები 1968 წელს გამოიგონეს. თავიდან მხოლოდ ჰაერის გაჯანსაღების ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დამატებითი ფუნქციები შეიძინა, რამაც ჰიგიენის შენარჩუნებას ხელს შეუწყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომბინირებულ სველ წერტილებში, სადაც ყოველი ჩარეცხვისას მილიარდი ბაქტერია ყველა ზედაპირზე, მათ შორის კბილის ჯაგრისსა და პირსახოცზე ილექება.
სურნელოვანი ფერადი ბურთები–გამაჯანსაღებლები მილიონობით ოჯახის ჩვეული ნაწილი გახდა. თუმცა TikTok-ზე ვიდეოს ყურების შემდეგ დავეჭვდი, თუ რამდენად სწორად ვამაგრებ.
ჩვეულებრივ, ადამიანები ტუალეტის ბლოკს უნიტაზის კიდეზე კიდებენ ისე, როგორც მთავარ სურათშია მოცემული. ტიკტოკერი ფაბიან კოგეტოც (fibasince93) ადრე ფიქრობდა, რომ ეს ერთადერთი სწორი მეთოდი იყო.
შემდეგ მიხვდა, რომ სამაგრი ისეა გაკეთებული, რომ თავისუფლად შეიძლება ჩამოკიდოთ უნიტაზის რგოლის ჭრილში. ამ შემთხვევაში ბლოკი საიმედოდ დამაგრდება და უნიტაზის საჯდომის კარგად ჩამოწევას ხელს არ შეუშლის.
საინტერესოა, რომ Bref-ის გვერდზე „გამოყენების მეთოდში“ ნათქვამია: ჩამოკიდეთ Bref Color Active თქვენი უნიტაზის რგოლის ქვეშ. თუმცა თუ შეფუთვაზე გამოსახულ სურათს დავუჯერებთ, მწარმოებელი მოქნილი ზოლი–სამაგრის დამაგრებას მაინც უნიტაზის რგოლის ზემოთ გულისხმობს.
სინამდვილეში, რომელი მეთოდია სწორია ტუალეტის ბლოკის დასაყენებლად? აქ, სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრები იყოფა. ზოგმა მიდგომა შეცვალა, რომ სამაგრი საჯდომს ხელს არ უშლიდეს. ზოგი წერს, რომ პირველ რიგში უნიტაზის რგოლის შიგნით ხელის შეხება კარგი იდეა არაა, მეორეც, ბლოკის ჩამოვარდნის და უნიტაზის გაჭედვის რისკი არსებობს.
ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მეთოდით უნიტაზის ბლოკის დამაგრება ყველას არ გამოსდის. ეს რეალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს უნიტაზს რგოლის ქვეშ ჭრილი აქვს. გირჩევთ, ახლავე სცადოთ!