ყვავილები
როგორ ავირჩიოთ თეთრი კომბოსტოს ჯიშები
ახლა თესვა გაჩაღებულია და სოფლის მოსახლეობას ბევრი საქმე აქვს. ყველა ფანჯრის რაფა მრავალფეროვანი ნერგებით გადავსებულია, რომლებიც თავიანთ საათს ელიან. სახლის პირობებში კომბოსტოს ნერგებისთვის ადგილს ყველა მებაღე ვერ პოულობს. როგორ მოვიქცეთ? შეგიძლიათ კომბოსტო სათბურში დარგოთ ან პირდაპირ მიწაში, მაგრამ ყველაზე პოპულარულია მზა ნერგების შეძენა.
დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი თეთრი კომბოსტოს ჯიში შეარჩიოთ, რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
თეთრი კომბოსტოს ჯიშები და განმასხვავებელი თვისებები
სანამ კომბოსტოს ჯიშს შეარჩევთ, აუცილებლად გადაწყვიტეთ, თუ რისთვის გჭირდებათ: ნაადრევად ახალი კომბოსტოს გამოსაყენებლად თუ მწნილებისა და კონსერვების მოსამზადებლად.
ნაადრევი ჯიშები
ნაადრევი ჯიშები მოსავლიანობით არ გამოირჩევა და მხოლოდ უმად საკვებად გამოგადგებათ. თავები პატარა და საკმაოდ ფხვიერი იზრდება, ხოლო გადამწიფებისას ჩვეულებრივ სკდება. ასეთი კომბოსტო შესანახად და გადასამუშავებლად არ გამოგადგებათ, მაგრამ მისი ჩანაცვლება შეუძლებელია – ნერგის მიწაში დარგვიდან 60-80 დღეში მწიფდება.
ყველაზე პოპულარული ნაადრევი ჯიშები: „ოქროს ჰექტარი“, „ზორა“, „როსავა“, „იაროსლავა“, „განძი“ და ჰიბრიდები: „ალადინ F1”, „ვესტრი F1”, „დელფი F1”, “ტრანსფერი F1”, „ფარაო F1”, „ექსპრესს F1”.
საშუალო ჯიშები
პირობად იყოფა საშუალო ნაადრევ, საშუალო სიმწიფის და საშუალო გვიანდელ ჯიშებად. ასეთი ჯიშები ნაადრევსა და გვიანდელ ჯიშებს შორის რაღაც შუალედურია. პირველთან შედარებით უფრო მოსავლიანია, უფრო მკვრივი თავი აქვს, მაგრამ საკმაოდ ნაზი გემო არ აქვს და უფრო დიდხანს მწიფდება: ნერგის მიწაში დარგვიდან მოსავლის აღებამდე 85-120 დღე გადის. საშუალოდ, გვიანდელ ჯიშებს მოსავლიანობით და შენახვის ხანგრძლივობით ჩამოუვარდება.
საშუალო ჯიშების უდავო უპირატესობა – გადასამუშავებლად ვარგისიანობა: დამწნილება, დაკონსერვება და ა.შ. ყველაზე პოპულარული საშუალო ჯიშის კომბოსტოს რიგს მიეკუთვნება: „საჩუქარი“, „დიდება 1305“, „სტოლიჩნაია“, „ბელორუსია 455“. ჰიბრიდებს შორის გამოიყოფა: „მეგატონი F1”, „მენზა F1”, რინდა F1”, „ჰანიბალი F1”, „ჰერმესი F1” და სხვა.
გვიანდელი ჯიშები
გვიანდელი ჯიშები ყველაზე მოსავლიანია. ამასთან კარგი გემოს თვისებები გააჩნია და სხვებთან შედარებით უფრო ნაკლებ ნიტრატს იგროვებს. გამოდის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მეტნაკლებად უსაფრთხოა. გამოგადგებათ როგორც ახალი სახით მისაღებად, ასევე გადასამუშავებლად.
მაღალი ხარისხის მქონე გვიანდელი ჯიშები სწორი მოვლის პირობებში მომავალ სეზონზეც ახალივით იქნება. მართალია, საკმაოდ დიდხანს მწიფდება: ნერგების მიწაში დარგვიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი 130 დღეზე მეტია. ყველაზე პოპულარული თეთრი კომბოსტოს გვიანდელი ჯიშებია: „ბარტოლო“, „კენჭი“, „ფირუზი პლუსი“, „შაქრის თავი“, „ფიფქია“. ჰიბრიდებს შორის: „აროსი F1”, „ატრია F1”, „ექსტრა F1”, „ლენოქსი F1” და „ჰალიფი F1”.
რომელი კომბოსტოს ჯიშიც არ უნდა შეარჩიოთ, უპირატესობა რეგიონალურს მიანიჭეთ.
რეგიონალური ჯიშები ყოველთვის უკეთესია
საქმე იმაშია, რომ თითოეულ რეგიონში ამინდის პირობები განსხვავდება და სახეობები, რომლებიც ვთქვათ ერთ რეგიონში კარგად იზრდება, სხვაგან, ნაკლებ მოსავალს იძლევა. რეგიონალური ჯიშების დარგვით გარანტია გაქვთ, რომ თეთრი კომბოსტოს მაქსიმალურად ხარისხიან მოსავალს მიიღებთ, ეს ხომ კონკრეტული ტერიტორიისთვის გამოყვანილი ჯიშებია.