საკითხავი
როგორ შეირცხვინა თავი საბჭოურმა ლალიმ: ქიმიური ინდუსტრიის სასწაული
თითქმის ყველა ბებიის სამკაულების ზარდახშა სიურპრიზებით სავსეა. რას არ იპოვით: დაწყებული საოჯახო სიძველეებით, რომელთა ღირებულების შეფასება რთულია, და დამთავრებული ძველი ოქროს გვირგვინით. თავის დროს საბჭოური ლალი თითოეულ მოდის მიმდევარს ამშვენებდა.
საბჭოური ლალი
ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა ბებიასთან მტოვებდნენ, მის ლალისთვლიან საყურეზე ყურება მიყვარდა. დიდი, წითელი ქვები მზეზე ბრწყინავდა. მაშინ რაღაც ძალიან ძველ და საინტერესო ქვად მიმაჩნდა. წლების შემდეგ გავიგე, რომ ამ სამკაულთან ყველაფერი მარტივად არაა.
ალბათ, ყველას აქვს ბებიასგან დატოვებული ლალის სამკაულები. ძველად ყველას ჰქონდა ლალის საყურეები, ბეჭდები და გულსაკიდები. ზოგი ასეთი სამკაული ათასობით ლარი ღირს, ზოგს ოქრომჭედელი ზედაც არ დახედავს. რა არის მიზეზი?
საქმე იმაშია, რომ ბუნებრივი წითელი ფერის ლალი ძალიან ძვირია. მისმა ფასმა შეიძლება ერთეულ კარატზე 50 ერთეულს მიაღწიოს. სწორედ ამიტომ, 100 წელზე მეტი ხნის წინ ქვების ლაბორატორიაში გამოყვანა ისწავლეს. და აი, ასეთი ქვები თეთრები ღირს. სწორედ ასეთი ქვებით არის დამზადებული უმეტესობა საბჭოური სამკაული.
რა თქმა უნდა, შესაძლოა თქვენი ბებიის ზარდახშაში ინახებოდეს ძვირფასი ქვები მინარევების და ბზარების გარეშე. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ქვები ლაბორატორიაში შექმნილია. ასეთი სამაულების წარმოება მთელ საბჭოთა კავშირში იყო გავრცელებული და ფასი მწარმოებელი ქარხნის მიხედვით ძლიერ იცვლებოდა.
და მაინც, ბებიას ნაქონ ბეჭდებსა და საყურეებს ერთ რამეს ვერ წაართმევთ. მათ ნამდვილად ხარისხიანად აკეთებდნენ. ზოგიერთი უშნო დიზაინის მიღმა ოქრომჭედლის სურვილი იმალება, რომ მაქსიმალურად გამძლე შესაკრავები გაეკეთებინა და ქვები ისე ჩაესვა, რომ შეუფერებელ მომენტში არ ამოვარდნილიყო.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ საოჯახო ზარდახშა გაყიდოთ, მაგრამ ღირსეულად ვერავინ შეაფასებს იმ მოგონებებს და ისტორიებს, რაც ამ ნივთების მიღმა იმალება.
თქვენს ოჯახშიც ინახება საბჭოური ლალი?