Connect with us

ჯანმრთელობა

5 სახიფათო შემთხვევა, როცა ლევომეკოლი დაგეხმარებათ

ჩვენთან, ოჯახში ლევომეკოლი უბრალოდ არ ჩერდება. ეს მარტივი და იაფი მალამო თითქმის ყველა ოჯახის აფთიაქში საპატიო ადგილს იკავებს. საშუალება ზოგჯერ არაპირდაპირი დანიშნულებითაც გამოგადგებათ. მის მიმართ ჩემი პატივისცემა გაიზარდა, როცა ნაცნობმა ექიმმა მითხრა, რომ ლევომეკოლის გამოყენება ჭრილობების და ნაკაწრების მკურნალობით არ სრულდება.

მალამოს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი გავრცელებულია ყველა უბანზე, რომლის განკურნებაც გსურთ. უფრო მეტიც, ახლა მას კბილის ტკივილის და სურდოს დროსაც ვიყენებთ. ჩემმა დამ ასაკობრივი გამონაყარიც განიკურნა!

ლევომეკოლის სარგებელი

დამწვრობა

მალამო სხვადასხვა ეტაპის დამწვრობის დროს შეუცვლელია. ის ჭრილობას შესანიშნავად წმენდს. პირველ რიგში, დამწვრობა გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ ცოტა მალამო სუფთა მარლას წაუსვით და ჭრილობაზე დაიდეთ. ყოველდღე სახვევი გაიკეთეთ.

ჩირქოვანი ჭრილობები და წყლულები

კანის დაზიანებული უბნები სპირტით და წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ, თუ ჭრილობა ჯერ კიდევ არ დაჩირქდა. თუ მკურნალობა უფრო გვიან ეტაპზე დაიწყეთ, ანტისეპტიკში დასველებული ბამბის ტამპონებით ჭრილობიდან მოიშორეთ ყველაფერი, რასაც ამოიღებთ. ცოტა მალამო პირდაპირ ჭრილობაზე წაისვით, მარლის სახვევი დაიდეთ და ბინტით შეიხვიეთ. თუ ჩირქი არ გაქვთ, სახვევი დღეში ერთხელ გამოცვალეთ, სხვა შემთხვევაში – დღეში რამდენჯერმე.

ჰაიმორიტი და ყურის დაავადება

ქრონიკული სურდოს დროს ლევომეკოლი დაგეხმარებათ. 1–2–ჯერ ბამბის ჩხირით მალამო ცხვირის ნესტოებთან წაისვით. პროცედურა საერთო მკურნალობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

თუ სიტუაცია უფრო მკვეთ ზომებს მოითხოვს, მარლა დაახვიეთ, ლევომეკოლით გაჟღინთეთ და ცხვირში ჩაიდეთ. დაწექით და თავი უკან გადაწიეთ. ამ პოზაში ნახევარი საათით გაჩერდით. კვირის განმავლობაში პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ასეთი დახვეული მილები შეგიძლიათ ყურის ინფექციის დროს გამოიყენოთ.

გამონაყარი

ლევომეკოლი კანზე გამონაყარის დროს შესანიშნავად დაგეხმარებათ. მალამო წერტილოვნად და მცირე რაოდენობით გამოიყენეთ. სამწუხაროდ, ორგანიზმი საშუალებას ადვილად ეჩვევა და დროთა განმავლობაში ეფექტურობას კარგავს. სწორედ ამიტომ, ლევომეკოლი სხვა პრეპარატებთან მონაცვლეობით გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ მალამო გამონაყარის გაჩენის მიზეზებს ვერ გააქრობს.

ღრძილები

სტომატოლოგიაში ყველაზე გავრცელებული დაავადების, პაროდონტოზის დროს ღრძილები მყიფე და რბილი ხდება. ბაქტერიების შემოტევას ლევომეკოლით გაუმკლავდებით. თავდაპირველად სალბის ნახარშით ან ანთების საწინააღმდეგო სითხით პირის ღრუ გამოივლეთ. შემდეგ ბამბა დაახვიეთ, მალამოთი გაჟღინთეთ და გაწითლებულ ღრძილებზე დაიდეთ. რამდენიმე საათით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 2–ჯერ გაიმეორეთ.

თუ სახლში ლევომეკოლის ტუბი არ გაქვთ, გირჩევთ, დროულად შეიძინოთ. ახლა ასეთი მალამო სახლში, ჩანთაში და სამსახურშიც მაქვს. წარმოუდგენლად მარტივი და იაფი საშუალება, რომელსაც ნებისმიერ აფთიაქში იპოვით, გიშველით მაშინ, როცა სხვა არაფერი გშველით.