Connect with us

ჯანმრთელობა

უფრთხილდით 6 ნიშანს, რომელიც ემოციურ გადაწვაზე მიგანიშნებთ

ფსიქოლოგიური გადაწვა სახიფათო მდგომარეობაა, რომელსაც ბევრი განიცდის, მაგრამ ვერ აცნობიერებს. ხანგრძლივი გამოფიტვა ადამიანზე დამანგრეველ ზიანს აყენებს.

ადამიანი ხანგრძლივი სტრესის დროს, მაგალითად, სამსახურის, ურთიერთობის ან ცხოვრებაში სერიოზული კრიზისის გამო, ე.წ. ემოციურ გადაღლას განიცდის.

როცა ადამიანი ემოციურ ფონზე იწვის, თავს უძლურად გრძნობს. ემოციური გამოფიტვა განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს არა მხოლოდ ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილის პრობლემები ან მადის შეცვლა, არამედ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ განცდებს, როგორიცაა დაბალი მოტივაცია, იმედგაცრუება, უიმედობა და უმწეობა.

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ემოციური დაღლილობის 6 ნიშანს, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

მუდმივად ცუდი განწყობა, გაღიზიანება ან პესიმიზმი

ემოციური დაღლილობა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირ შფოთვა ან დეპრესია, ან ირიბად დეპრესიამდე მიგიყვანოთ.

მაგალითად, ძილის დარღვევა ადამიანს უფრო უმწეოს ხდის, როცა საქმე შფოთვას და დეპრესიას ეხება. დეპრესიის, ქრონიკული გაღიზიანების და უიმედობის ზოგიერთი განცდა გაბატონდება.

თავს ემოციურად გაშეშებულად გრძნობთ

როცა გაბრუებას ან გაშეშებას გრძნობთ, ეს დამარწმუნებელი ნიშანია, რომ სტრესი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. გადაწვა ან ემოციური გამოფიტვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ საშინელ დღეს.

როცა გათიშვას ან ემოციურ გაშეშებას გრძნობთ, ეს ნიშანია, რომ სერიოზულად იტანჯებით.

მოტივაციის არ ქონა

სინამდვილეში, ემოციური გამოფიტვა მოტივაციაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. როცა სამსახური, ურთიერთობა ან პროექტი აღფრთოვანებას არ იწვევს (და რაც ადრე გვაღელვებდა), დიდი ალბათობით, გადაიტვირთეთ, თქვენი მარაგები ამოიწურა.

უიმედობის, უმწეობის გრძნობა

ჩიხში მოქცევის, უიმედობის და უსუსურობის განცდა ამ მდგომარეობის მთავარი ნიშნებია. გამოფიტულმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, რომ მეტი არაფერი აქვს გასაკეთებელი.

ემოციური გადაღლილობა გაიძულებთ იგრძნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა შექმნილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არაა, რაც თავს არაეფექტურად გაგრძნობინებთ და იმედს გიცრუებთ.

თავს დაცლილად გრძნობთ

ემოციური გადაღლილობა რამდენიმე დონედ იყოფა. ზოგჯერ ამან შეიძლება თავი ხაფანგში მომწყვდეულად გაგრძნობინოთ ან შეიძლება ფიზიკურ დონეზე თავი ძალიან სუსტად იგრძნოთ.

ემოციურმა გამოფიტვამ ჯანმრთელობის სხვადასხვა დონზე შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ყურადღება მიაქციეთ, თუ ძილის პრობლემები გაქვთ ან ენერგიის დრო დროთა განმავლობაში შემცირდა.

კონცენტრირება გიჭირთ

მათთვის, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ტვინის დაბინდვა ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. კვლევის თანახმად, ემოციურმა გადაღლილობამ შეიძლება კოგნიტურ შესაძლებლობებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ, შეიძლება ყურადღების კონცენტრაციის, გეგმების შედგენის და ნივთების დამახსოვრების პრობლემები გქონდეთ.

როდესაც ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ჩვენი პრიორიტეტი ჩვენივე კეთილდღეობა უნდა იყოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.