ჯანმრთელობა
დიეტოლოგისა და ოჯახის ექიმის რჩევით, რეგულარულად ქათმის კუჭებს ვიღებ. ჩემი ორგანიზმი მადლიერია
საკმაოდ ხშირად ადამიანების უმრავლესობა სუბპროდუქტებს ვაიგნორებთ. ერთ-ერთი ასეთი ძალიან სასარგებლო პროდუქტი ქათმის კუჭებია. თუ მათ სწორი ტექნოლოგიით მოვამზადებთ, მივიღებთ არა უბრალოდ ძალიან წვნიან და არომატულ, არამედ სასარგებლო კერძს, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.
ქათმის კუჭის სასარგებლო გავლენისა და მისი სწორი მომზადების შესახებ დეტალურად მოგიყვებით დღევანდელ სტატიაში. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული პროდუქტი გამოირჩევა დაბალკალორიულობით (100 გრამი პროდუქტი შეიცავს დაახ. 130-170 კკალ-ს), რის გამოც ის არაჩვეულებრივია დიეტის დროს და აქვს დადებითი გავლენა ჩვენს ფიგურაზე.
ქათმის გემრიელი კუჭები
ქათმის კუჭების ქიმიური შემადგენლობა მრავალფეროვანია. მოცემული პროდუქტი მდიდარია შემდეგი მიკრო და მაკროელემენტებით: კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა და სპილენძი. ქათმის კუჭები ძალიან მდიდარია ვიტამინური შემადგენლობითაც: ნიაცინი, პანთენოლის, ფოლიუმისა და ასკორბონის მჟავები, რიბოფლავინი და ა.შ.
ქათმის კუჭის სასარგებლო თვისებები
- სტიმულირებს კუჭის წვენის გამომუშავებას და აღადგენს მსხვილი ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას.
- არეგულირებს თირკმელების, ტვინის, გულისა და ნერვული სისტემის მუშაობას.
- შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და თავიდან გვარიდებს ანემიის განვითარებას.
- არეგულირებს მეტაბოლიზმს.
- ქათმის კუჭები შეიცავს რეკორდული რაოდენობით გოგირდს, რის ხარჯზეც მოცემული პროდუქტის რეგულარული მიღება გვიხანგრძლივებს ახალგაზრდობას. სწორედ ეს მიკროელემენტია პასუხსიმგებელი ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პრევენციაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
- აჯერებს ჩვენს ორგანიზმს თუთიით, რომელიც აუცილებელია ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფორმირებისთვის.
- აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების საერთო მდგომარეობას, რაც დიდი რაოდენობით საჭირო და აუცილებელი ვიტამინების შემცველობით არის განპირობებული.
როგორც ხედავთ, ქათმის კუჭები მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ამარაგებს ჩვენს ორგანიზმს მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. თუ თქვენს პატარას 1 წელზე მეტი შეუსრულდა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ მის კვების რაციონში ეს სუბპროდუქტი. მიზანშეწონილია კვირაში 1-ხელ პატარების რაციონის გამრავალფეროვნება ამ კერძით.
როგორ გავასუფთავოთ და მოვამზადოთ ქათმის კუჭები სწორად
1. კარგად გაასუფთავეთ ქათმის კუჭები. თხელი აპკი, რომელიც მას გარედან აკრავს, სასარგებლოა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ცალკე, ფხვნილის სახით მოვამზადებთ.
2. თუ ქათამი, რომლის კუჭებსაც ამზადებთ, ახალგაზრდაა, აუცილებელია მისი კუჭების ხარშვა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ფრინველი “ასაკოვანია”, მისი ხორცი უნდა ვხარშოთ არანაკლებ 2 საათის განმავლობაში.
3. ქათმის კუჭები არაჩვეულებრივად იწოვს და შთანთქავს სანელებლების გემოსა და არომატს. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტის მომზადებისას თამამად გამოიყენეთ სხვადასხვა გემრიელი და არომატული სანელებლები.
ქათმის კუჭებისგან საკმაოდ დიდი რაოდენობით გემრიელი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ეს პროდუქტი შეგიძლიათ მოხარშოთ, შეწვათ, გამოაცხოთ ღუმელში, ჩაამატოთ სალათებში და ა.შ.
აუცილებლად დააკვირდით პროდუქტის შენახვის ვადას. თუ შენახვის პირობები დარღვეულია, გაფუჭებულმა პროდუქტმა შეიძლება ზიანი მოუტანოს ჩვენს ორგანიზმზს. ქათმის კუჭებისგან მომზადებული კერზი, რომელიც 2 დღეზე დიდხანს ინახება, ტოქსიკური ნივთიერებების წყაროდ იქცევა.
ქათმის კუჭებს მართლაც რომ ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე, თუმცა ყოველთვის და ყველაფერში ზომიერების გამოჩენაა აუცილებელი. გაინებივრეთ თავი პერიოდულად ქათმის კუჭებისგან მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძებით, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა მრავალი წლით. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!