ჯანმრთელობა
D ვიტამინის მიღების 5 „გვერდითი ეფექტი“
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ყოველ 6 თვეში ორგანიზმი განახლებას ახდენს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მთავარ როლს დღის ხანგრძლივობა ახდენს. მზის სხივების ზემოქმედებით სხეულში D ვიტამინის აქტიურად წარმოება ხდება. ცივ სეზონზე ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სააფთიაქო პროდუქტია.
მარკეტოლოგებს და ნაცნობების პოზიტიურ გამოცდილებას არ ენდოთ. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რატომ არ არის ვიტამინები ყოველთვის კარგი. ასევე გიამბობთ D ვიტამინის ზიანის შესახებ, რაზეც გამყიდველები არ გეტყვიან.
D ვიტამინის ზიანი
ვიტამინები ორპირი ხანჯალია. განსაკუთრებით ახლა, პანდემიის პერიოდში, როცა ხალხი ვირუსისგან თავდასაცავად მარტივ და სწრაფ მეთოდებს ეძებენ. ბევრს ავიწყდება, რომ ორგანიზმში გარკვეული ნივთიერების დეფიციტი ისეთივე საშიშია, როგორც სიჭარბე.
და ნამდვილად! D ვიტამინის დეფიციტის დროს საშუალო სტატისტიკური ადამიანის უნარი შეეწინააღმდეგოს ვირუსებს მცირდება და სეზონური დეპრესიაც იწყება. ის პასუხისმგებელია რეპროდუქციულ სისტემებსა და ინსულინის მიმართ მგრძნობელობაზე (ზამთარში ზედმეტ კილოგრამებს ტყუილად არ ვიმატებთ).
D ვიტამინსაც უკუჩვენებები აქვს. თუ ქვემოთ მოცემული ჯგუფებიდან ერთ–ერთს მიეკუთვნებით, ექიმთან კონსულტანციას გვერდს ვერ აუვლით. როდის არ ღირს D ვიტამინის მიღება:
- ჰიპერმგრძნობელობა
- ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატება)
- ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის კონცენტრაციის მომატება)
- ტუბერკულოზი
სამწუხაროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვები გვერდითი ეფექტებისგან დაცულნი არიან. ნორმა ყველასთვის განსხვავებულია, ხოლო ზამთარში ვიტამინების დალევით გადაჭარბების დიდი რისკი არსებობს. ორგანიზმზე ეს შემდეგნაირად აისახება.
1. პირველ რიგში, სისხლში კალციუმის დონე იზრდება. ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია წყურვილი, ხშირი შარდვა და კენჭების წარმოქმნა.
2. საჭმლის მონელების გაუარესება, რაც შეიძლება მუცლის ტკივილი, დიარეით ან ყაბზობით გამოვლინდეს.
3. თირკმლის პრობლემები იწყება ან მწვავდება.
4. საყრდენ–მამოძრავებელი აპარატი შეიძლება დაზიანდეს. ძირითადად, D ვიტამინის მაღალი კონცენტრაცია ძვლის დაკარგვას იწვევს.
5. სისხლში კალციუმის დონის მატება იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და მადის დაკარგვას.
ჩვენ ვთვლით, რომ ვიტამინები რაღაც უვნებელი და სასარგებლოა, როგორც ხილი. უნდა გახსოვდეთ, რომ სასარგებლო ნივთიერებების დოზა მათში 10-ჯერ მეტია, ვიდრე ბუნებრივ წყაროში. არასწორი გამოყენებით კი ორგანიზმისთვის შეიძლება ტოქსიკური იყოს. ყურადღებით იყავით და თვითმკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ.