Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება ფეხის სუნი და როგორ მოვიშოროთ

უსიამოვნო ფეხის სუნი დისკომფორტს იწვევს. ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არაა. უსიამოვნო ფეხის სუნი შეიძლება ჩვევების გადახედვის ან ექიმთან მისვლის საბაბი გახდეს.

თავად ფეხს სუნი არ აქვს. ოფლსაც კი (ტერფის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე 600 საოფლე ჯირკვალი მდებარეობს) სუნი არ აქვს. უსიამოვნო სუნი ჩნდება მაშინ, როცა სველ გარემოში მიკროორგანიზმები აქტიურად მრავლდება. ბაქტერიები სპეციფიკური სუნის ცხიმოვან მჟავებს გამოყოფენ. ბუნებრივია, რაც უფრო მეტად ოფლიანდება ფეხი, მით უფრო მეტი საკვები აქვს ბაქტერიებს და მით უფრო აქტიურია სუნი.

გაზრდილი ოფლდენის მიზეზები:

უხარისხო ფეხსაცმელი

ნაჭრის და ტყავის მსგავსი მასალის ფეხსაცმელი ჰაერის ცვლას ხელს უშლის, ანუ ფეხებს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ოფლიანობისას ფეხსაცმელი სუნს იწოვს და შედეგად უსიამოვნო სუნი მხოლოდ ძლიერდება. მხოლოდ ნატურალური ტყავისგან დამზადებული ფეხსაცმელი შეარჩიეთ, ერთი და იმავე ფეხსაცმელი ზედიზედ რამდენიმე დღე არ ჩაიცვათ, ფეხსაცმელი ყოველთვის გააშრეთ და ღაბაში გამოცვალეთ – ასევე ტყავის ან აქტივირებული ნახშირით, ცვეთა არ დაუშვათ. შესაძლებლობის მიხედვით, სათადარიგო წინდები თან გქონდეთ.

სინთეტიკური წინდები და კოლგოტები

ასევე ბაქტერიების გამრავლებას ხელს უწყობს. ბამბის წინდები და ხარისხიანი კოლგოტები შეიძინეთ. ყოველდღე გამოცვალეთ.

ჯანმრთელობის პრობლემები

უსიამოვნო ფეხის სუნი ექიმთან მისვლის საბაბია. ყველაზე გავრცელებული დიაგნოზი: ტერფის სოკო, მიკოზი. გარდა ამისა, საოფლე ჯირკვლების მუშაობის დარღვევების მიზეზი შეიძლება გახდეს ჰორმონალური ცვლილებები, შაქრიანი დიაბეტი, C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი, გულ–სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების პრობლემები.

არასწორი კვება და მავნე ჩვევები

კონსერვანტებით, არომატიზატორებით და სხვა უსარგებლო ნივთიერებებით მდიდარი არაჯანსაღი საკვები საოფლე ჯირკვლების მუშაობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. რაციონში მეტი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ, რომლებიც ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით მდიდარია. უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება ალკოჰოლური სასმელები და მედიკამენტები იყოს.

სტრესი და ფიზიკური ვარჯიში

სტრესულ სიტუაციაში ან ვარჯიშის დროს ადრენალინის წარმოება ძლიერდება. ის საოფლე ჯირკვლების მუშაობას აჩქარებს და უსიამოვნო სუნს აძლიერებს.

რა გავაკეთოთ:

პროფილაქტიკის მიზნით დღის განმავლობაში დეზოდორანტი, ანტიბაქტერიული სააფთიაქო საშუალებები ან ტალკი გამოიყენეთ. ფეხები საპნით და წყლით მინიმუმ დღეში ერთხელ დაიბანეთ.

  • რეგულარული ფეხის აბაზანა კანს ტოქსინებისგან გაწმენდს და ოფლდენას შეამცირებს.
  • თბილ წყალს 3-4 წვეთი ევკალიპტის, ციტრუსის ან ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ და 10-20 წუთით ფეხის აბაზანა მიიღეთ. თუ დაღლილობის და შეშუპების მოშორება გსურთ, ზღვის მარილიც დაუმატეთ.
  • ჩაის ნახარშის მოსამზადებლად, 3 პატარა ჩაის კოვზი ჩაი 1 ლ წყალში აადუღეთ.
  • მუხის ქერქის ნაყენი: 50 გრ ხმელ ქერქს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 15-20 წუთით ფეხის აბაზანა მიიღეთ.
  • კიდევ ვარიანტები: მარილიანი ხსნარი (ნახევარი ფინჯანი მარილი 1 ლ წყალზე), სოდის (1 ს/კ სოდა 1 ლ წყალზე) და ძმრის (ნახევარი ჭიქა ძმარი 1 ლ წყალზე).


ფეხის დეზოდორანტ–სპრეი, Avon Footworks (ფასი 8 ლარი); ფეხის კრემ–დეზოდორანტი, Yves Rocher (ფასი 27 ლარი); ფეხის კრემ–დეზოდორანტი ორგანული პიტნის ზეთით და სალბის ექსტრაქტით, Dr.Konopka’s (ფასი 20 ლარი).