კულინარია
ამ ზეთს ჩვენს ოჯახში აღარავინ ყიდულობს, დედამთილიც კი
სატელევიზიო რეკლამებს შორის რთულია იმის გაგება, თუ რომელი ზეთი შევარჩიოთ კერძების მოსამზადებლად. ბრენდების სიმრავლე, რომლებიც გვპირდებიან „მხოლოდ ნატურალურ გემოს“, „ქოლესტერინის არ არსებობას“ „ბევრი E ვიტამინის შემცველობას“ და სხვა „მნიშვნელოვან“ მომენტებს.
დღეს ვეცდებით ცხოვრება გაგიმარტივოთ და მოკლედ გიამბოთ, რომელი მზესუმზირას ზეთი გამოგადგებათ ამა თუ იმ კერძის მოსამზადებლად, რა განსხვავებაა სახეობებს შორის და როგორ ატყუებენ მიამიტ მყიდველებს მაღაზიები წლიდან წლამდე.
რომელი ზეთი ავირჩიოთ
რაფინირებული და არა რაფინირებული. რა განსხვავებაა?
თითოეულმა დიასახლისმა უნდა იცოდეს, რომ სამზარეულოში მინიმუმ 2 სახეობის ზეთი უნდა ჰქონდეს: რაფინირებული და არარაფინირებული. რაში მათი პრინციპული სხვაობა?
რაფინირებული, ანუ გაწმენდილი. ამ ზეთს სუნი და გემო არ აქვს. იგი ქიმიურად გაწმინდეს და წვის დროს მავნე მიკრონაწილაკებს, ქაფს, სუნს ან კვამლს არ გამოყოფს. საკვების თერმულად დასამუშავებლად სწორედ ეს ზეთი გამოგადგებათ.
არარაფინირებულ ზეთს მხოლოდ მექანიკურად წმენდენ, ამიტომ უამრავ ვიტამინს, გემოს და „თესლის სუნს“ ინარჩუნებს. თუ მასში რაიმეს შეწვას ეცდებით, შედეგი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი გამოვა. სამაგიეროდ, სალათების მოსართავად იდეალურია. გარდა ამისა, მასში ბევრი სასარგებლო ცხიმებია, რომლებიც ადამიანის სახსრებზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამდენიმე ორგანოზე დადებით გავლენას ახდენს.
მითები და ლეგენდები ზეთების გამყიდველების შესახებ
გამყიდველები ზეთის ბოთლებზე თავიანთ პროდუქტს ხშირად ხოტბას ასხამენ, რომ ასე უფრო სწრაფად და ძვირად გაყიდონ. ზოგჯერ მათი ნათქვამი საღ აზრს კარგავს და სრულ სისულელეს წარმოადგენს.
ცივი დაწურვა – მნიშვნელოვანი მომენტია, რომლის დროსაც ზეთი დაბალ ტემპერატურაზე გამოიყოფა. ასეთი პროცესის პლიუსები: ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნება. მინუსები: სუსტი გემო და არომატი.
პროდუქტი კონსერვანტების და საღებავების გარეშე: ზეთს კონსერვანტები არ სჭირდება, რადგან მასში წყალი არაა, გამოდის მასში მიკრობები ვერ დაგროვდება და დიდხანს ისედაც არ გაფუჭდება. ეს ხომ მცენარეული ცხიმია. საღებავები ზეთში უბრალოდ არ შეერევა, და საერთოდ რაში სჭირდება?
ქოლესტერინის გარეშე, E ვიტამინით. თავად E ვიტამინი ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში შედის. ასევე A, D, F ვიტამინები. ქოლესტერინი მხოლოდ ცხოველურ ცხიმში შეიძლება იყოს: ქონი ან გადამდნარი ქონი. მცენარეულ ცხიმში ქოლესტერინის არსებობა პრინციპულად შეუძლებელია.
პირველი დაწურვის ზეთი. არარაფინირებული ზეთი პირველი დაწურვის მეთოდით მიიღება. გაუგებარია, რა საშინელება შეიძლება მიიღონ თესლის მეორე ან მესამე დაწურვით. რაფინირებული ზეთი კი უბრალოდ გაწმენდის გზით მიიღება, ანუ ქიმიური მეთოდით. აქაც „დაწურვა“ პირველია.
როგორ ავარჩიოთ კარგი ხარისხის ზეთი
1. კარგი ზეთის ფერი შეიძლება გამჭვირვალე მსუბუქი ყვითელიდან პრაქტიკულად თაფლისფერი იყოს. არარაფინირებულ ზეთში მსუბუქი ნალექი შეიძლება მექანიკური დამუშავების გამო იყოს. რაფინირებულ ზეთში ნალექი კი მის გაფუჭებასა და ნულოვან ხარისხზე საუბრობს.
2. გემოსა და სუნზე ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მაგრამ არც ერთ სახეობის ზეთს მომწარო გემო არ უნდა ჰქონდეს. მწარეა – სამზარეულოში არ გამოიყენოთ.
3. ზეთი შენობის ბნელ ნაწილში უნდა შეინახოთ. თუ ხედავთ, რომ რომ მაღაზიის თაროზე ზეთზე მზის ან ნათურის პირდაპირი სხივები ხვდება, შეძენაზე დაფიქრდით.
4. ბოთლის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომ ეს სწორედ მზესუმზირას ზეთია. თუ მითითებულია მხოლოდ მცენარეული, მწარმოებლებმა შეიძლება შემოგასაღონ მზესუმზირას და, მაგალითად, პალმის ან რაიმე სხვა ზეთის ნარევი.
5. ზეთში E ვიტამინის ზუსტი ციფრი იმაზე მიგითითებთ, რომ ის დამატებით დაუმატეს. ზეთის პარტიაში ამ ვიტამინის ზუსტი რაოდენობის გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ზეთის შენახვა
არარაფინირებული და გახსნილი რაფინირებული მზესუმზირას ზეთი მხოლოდ მაცივარში შეინახეთ. დახურული რაფინირებული ზეთი მინის ბოთლში გადაიტანეთ, თავსახური კარგად დაახურეთ და ბნელ ადგილას შეინახეთ, რომ არ გაფუჭდეს. ტემპერატურა იდეალურ პირობებში 5-20 გრადუსი უნდა იყოს.
არარაფინირებული ზეთი 1,5 წელი ინახება, ხოლო რაფინირებული 10 თვე. რა თქმა უნდა, ეს ზეთი შეგიძლიათ დიდხანს შეინახოთ, მაგრამ ყველა სასარგებლო ნივთიერება გაქრება.
ახლა უკვე ზუსტად იცით, თუ რომელი ზეთი შეარჩიოთ კარტოფილის შესაწვავად და რომელი გამოიყენოთ ახალი მწვანილის მოსართავად. მარკეტინგული ხრიკები ვერ მოგატყუებთ. ასევე იცით, თუ როგორ შეინახოთ ზეთი. მოხარული ვართ, რომ ასეთ სერიოზულ საკითხში დაგეხმარეთ. იმედი გვაქვს, რომ ამ სასარგებლო ინფორმაციას მეგობრებს და ნაცნობებს გაუზიარებთ.