ყვავილები
რა მოხდება, თუ იხალტურებთ და ზამთარისთვის ხეებს თეთრად არ შეღებავთ
ზოგი ფიქრობს, რომ შემოდგომაზე ხეების გათეთრება მხოლოდ სააგარაკო ნაკვეთის გაფორმების მიზნით ხორციელდება. ეს მებაღეობასთან დაკავშირებული ერთ–ერთი უხეში შეცდომაა.
სინამდვილეში, ამ პროცედურით ხეებს ვიცავთ სხვადასხვა დაზიანებისგან, რომლებიც მათ ზამთარში ემუქრებათ. დღეს გიამბობთ, თუ რა სახის დაზიანებებზეა საუბარი და როგორ შევღებოთ ხეები სწორად.
ბაღის ხეების გათეთრება
მათ, ვინც სინოპტიკოსებმა შემოდგომაზე ამინდის პროგნოზით უკვე დაამწუხრეს, ხილის ხეები დაამუშავეს და ახლა ზამთარს მშვიდად ელოდებიან. ნაკლებად ცნობისმოყვარე მებაღეებს კი ყოველდღე სიფრთხილის გამოჩენა უწევთ, რომ მზიანი ამინდი არ გამორჩეთ და ხილის სამეფოში ყველა საქმე დაასრულონ.
თუ ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორებას ვეღარ შეძლებთ, ხეების გათეთრების მხრივ ყველაფერი სხვაგვარადაა. მის ჩასატარებლად იდეალურ დროდ შემოდგომა ითვლება, როცა ჰაერის ტემპერატურა 5 გრ სითბოს აღწევს და ამ ნიშნულს სტაბილურად ინარჩუნებს.
გათეთრების მთავარი მიზეზი პარაზიტი მწერების გაჩენის რისკია, რომელიც ქერქს ანადგურებენ. პროცედურას წელიწადში 2–ჯერ ატარებენ. პირველად შემოდგომაზე, ხოლო განმეორებით გაზაფხულზე ათეთრებენ, როცა ყინვა საერთოდ აღარაა.
სიტყვაზე, ძლიერი ყინვა კიდევ ერთი მიზეზია, რომ ბაღის ხეები გათეთრებით დაიცვათ. საქმე იმაშია, რომ ტემპერატურის სწრაფი ცვლილებები ხის ქერქზე დამღუპველად მოქმედებს. უფრო ზუსტად – მის დაბზარვას იწვევს. ამით ხე სუსტდება, სასიცოცხლო ძალებს მალე კარგავს და უბრალოდ ხმება.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ნერგებს გათეთრება არ სჭირდებათ. კირით დაფარვა მხოლოდ იმ ხეებს სჭირდებათ, რომელთა ქერქმაც სიგლუვე დაკარგა და ბუნებრივი ასაკობრივი ფირფიტებით არის დაფარული.
რაც შეეხება გასათეთრებელ მოწყობილობას, ამ საკითხს მკაცრად ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ. თუ პატარა ბაღი გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფუნჯით გაუმკლავდეთ. სხვა შემთხვევაში სპეციალური საფრქვევი შეიძინეთ, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ და გათეთრების პროცესს დააჩქარებს.