Connect with us

ჯანმრთელობა

პოდაგრა: სახსრების დაავადება, რომელმაც შეიძლება თირკმლის უკმარისობა გამოიწვიოს

პოდაგრა – ალბათ, ერთ–ერთი ყველაზე „წიგნიერი“ დაავადებაა. რომელი კლასიკური რომანიც არ უნდა აიღოთ, აუცილებლად იპოვით მოხუც ბიძას, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს და ნესტიან ამინდში პოდაგრით ძლიერ იტანჯება. სამწუხაროდ, დაავადება მხოლოდ წიგნებში არ გვხვდება: სტატისტიკის თანახმად, ის ანთებითი ართრიტის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

არისტოკრატების დაავადება

პოდაგრა უძველესი დროიდან ცნობილია. მის სიმპტომებს ჯერ კიდევ ჩვ.წ.ღ.–მდე 400 წელში ჰიპოკრატე წერდა, ხოლო დაავადების ზუსტი აღწერა მე-17 საუკუნეში გამოჩნდა. ამ დროს პოდაგრას მეფეების ან არისტოკრატების დაავადებას უწოდებდნენ: ითვლებოდა, რომ პოდაგრა აწუხებს მას, ვინც ბევრ ღვინოს სვამს, ბევრ ხორცს ჭამს და ჭარბწონიანია. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გარკვეულწილად შუა საუკუნეების ექიმები მართლები იყვნენ: პოდაგრა განვითარებულ ქვეყნებში უფრო მეტად აწუხებთ, რომელთა რაციონშიც ბევრი ხორცი და ალკოჰოლი შედიოდა – რისკის ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი.

რატომ ჩნდება პოდაგრა?

პოდაგრის დროს ურატის კრისტალები, შარდმჟავის მარილები, სახსრების შიგნით გროვდება. ამის გამო სახსრები მოქნილობას კარგავს, ანთება ვითარდება, დეფორმირდება, შეიძლება განვითარდეს ე.წ. ტოფუსი, კანქვეშა უჯრედების არაჯანსაღი გასქელება. თუ დაავადებას მიუშვებთ, ტოფუსები სხვა ორგანოებში შეაღწევენ: მაგალითად, თირკმლებში, კენჭების წარმოქმნას გამოიწვევს, ან გულის სარქველებში.

პოდაგრის გაჩენის მთავარი მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა. გენეტიკური მიდრეკილება, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, გადატანილი დაავადებები პოდაგრის განვითარების რისკს ზრდის, თუმცა ყველაზე მთავარი მიზეზი – ბევრი ჭამა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებაა. რაც უფრო მაღალია შარდმჟავას კონცენტრაცია, მით უფრო სწრაფად ვითარდება პოდაგრა. თევზი, ხორცი და ზღვის პროდუქტები, პროდუქტები ბევრი ფრუქტოზას შემცველობით, ალკოჰოლი – ეს ყველაფერი შარდმჟავის დონეს ზრდის. ამ პროდუქტებს რაც უფრო ხშირად მივითმევთ, მით უფრო ვზრდით პოდაგრის რისკს.

რომელი პროდუქტები ზრდის რისკს?

როგორც უკვე ითქვა, ზოგიერთ დაავადებას შარდმჟავის დონის გაზრდა და შესაბამისად პოდაგრის განვითარება შეუძლია. თუ ეს დაავადებები გაწუხებდათ ან ახლა გაწუხებთ, რაციონს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და შარდმჟავის დონე რეგულარულად შეამოწმეთ:

  • დიაბეტი
  • ჰიპერტონია
  • გულის დაავადება
  • სიმსუქნე
  • პლასტიკური ოპერაციის გადატანა (ლიპოსაქცია და მკერდის კორექცია)
  • შარდმდენი პრეპარატების სამედიცინო კონტროლის გარეშე მიღება

როგორ გამოვიცნოთ პოდაგრა?

პოდაგრის ყველაზე ნაადრევი სიმპტომია – ფეხის ცერა თითის ძლიერი ტკივილი. როგორც წესი, თითი მოქნილობას კარგავს, სივდება და ძლიერ წითლდება. შეტევები ღამით ძლიერდება, 3-7 დღე გრძელდება, ამასთან სხეულის ტემპერატურა იზრდება, დაავადებულებს ჟრჟოლა აწუხებთ. თუ მკურნალობას ამ ეტაპზე არ დაიწყებთ, პოდაგრა ხელის თითებზე, მუხლებზე, მაჯებსა და იდაყვებზე განვითარდება.

როგორ ვიმკურნალოთ პოდაგრა?

სამწუხაროდ, პოდაგრის სრულად განკურნება შეუძლებელია. თუმცა თანამედროვე მედიცინას განვითარებას შეფერხება და ტკივილის შემსუბუქება შეუძლია. როგორც წესი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები გამოიყენება. ფიზიოთერაპია ინიშნება. პოდაგრის მკურნალობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა: რაციონიდან გამორიცხეთ წითელი ხორცი, ალკოჰოლი, სუბპროდუქტები, სოკო და პარკოსნები. თუ ტოფუსი განვითარდა (კანქვეშა „ბორცვები“), ოპერაციით მოიშორეთ.

როგორ შევამციროთ პოდაგრის რისკი?

პოდაგრის პროფილაქტიკა განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვის ოჯახშიც ამ დაავადების შემთხვევები იყო, ასევე მათთვის, ვისაც რისკის გამზრდელი დაავადებების დიაგნოზი დაუსვეს. თუ რისკ ჯგუფში არ ხართ, შემდეგი წესები დაიცავით: პოდაგრა ხშირად არა მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში, არამედ ახალგაზრდა და ჯანსაღ ადამიანებშიც ვითარდება.

  • ბევრი წყალი დალიეთ

წყალი შარდმჟავას შლის და ორგანიზმიდან გამოდევნის, კრისტალების წარმოქმნას აფერხებს.

  • წონა აკონტროლეთ

რამდენიმე წლის წინ მეიოს ამერიკული კლინიკის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჭარბი წონა პოდაგრის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც უფრო წონიანია ადამიანი, მის ორგანიზმში შარდმჟავა უფრო აქტიურად ვითარდება და თირკმლები მას უფრო ნელა გამოდევნის.

  • სწორად იკვებეთ

რაციონში შარდმჟავის გამზრდელი პროდუქტების წილი შეამცირეთ: ზღვის პროდუქტები, წითელი ხორცი, სოიო, პარკოსნები, ასევე ბარდა, ოსპი.

  • ნაკლები ალკოჰოლი დალიეთ

იდეალური იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვით, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, კვირაში 1–2 ჭიქით შემოიფარგლეთ.