ჯანმრთელობა
4 ხშირი დაავდება რომლებიც დემენციის რისკს თითქმის ორჯერ ზრდის
ადამიანების დაახლოებით 90% ატარებს ვირუსს, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების განვითარების რისკებს სერიოზულად ზრდის.
მეცნიერებმა დრემდე ვერ იპოვეს წამალი რომელიც ალცჰეიმერის დაავადებას განკურნავდა – ეს ასაკობრივი დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. სამწუხაროდ მედიცინას მისი გამომწვევი ყველა ფაქტორის დასახელებაც არ შეუძლია. თუმცა ერთ რამ დაზუსტებით იცინ: ის დაავადებები რომლებიც ადამიანთ უმეტესობას აწუხებთ, დიდი გავლენას ახდენენ დემენციის განვითარების რისკების ზრდაზე. ამიტომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე მათგანი მაინც გაწუხებთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას და ხშირად მიმარტეთ ნერვოლოგს, პრფოილაქტიკის მიზმით.
ანემია
სისხლის ეს დაავადება ერითროციტების დაბალ დონეს უკავშირდება, ეს უჯრედები სისხლის სხვადასხვა ორგანოებში ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელია. მისი მთავრო სიმპტომი – მუდმივი დაღლილობის ეგრძნებაა. გარდა ამისა ამ დაავადებას სისუსტე, ქოშინი და ცივი ხელები და ფეხებიც ახასიათებს. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა ანემიასა და ალცჰეიმერს განვითარების რისკს (40%-ზე მაღალი) შორის კავშირი. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს ტვინის ჟანგბადიტ არა საკმარისი ოდენობით მომარაგების გამო ხდება.
შაქრიანი დიაბეტი
ალცჰეიმერის განვიტარების რისკს, შაქრიანი დიამეტიც ზრდის. ეს დაავდება სერიოზულ ანთებით პროცესებს იწვევს რამდენიმე მნიშვნელოვან ორგანოში, მათ შორის ტვინშიც. გარდა ამისა დიაბეტი ისეთი დგომარეობის ფორმირებას იწვევს, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკებს, ეს კი ალცჰეიმერის დაავადების პროვოცირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ღრძილების დაავადებები
გინგივიტი და პაროდონტიტი – ღრძილების დაავადებებია, რომლებიც პირში ტკივილის გამომწვევი ბაქტერიების დაგროვებით ცნდება. პრობლემა იმაშია, რომ ეს ბაქტრიები საკმაოდ მოძრავები არიან და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში შეღწევაც შეუძლიათ, მათ შორის გულსა და ტვინშიც. საბედნიეროდ, ღრძილების დაავადებებთან ბრძოლა საკმაოდ ადვილია.
ჰერპესი და სხვა ინფექციები
ბევრი ექიმი ვარაუდობს, რომ ქრონიკულ ინფექციებსა (მაგალიტად ჰერპესი) და ალცჰეიმერის გავითარების მომატებულ რისკებს შორის პირდაპირი დამოკიდებულება არსებობს. ამასთანავე კვლევები გვახსენებენ, რომ ზრდასრულთა თითქმის 90%-ი, 50 წლის ასაკში უკვე არის ჰერპესის ვირუსის მატარებელი და გვირჩევენ არ ვინერვიულოთ თუ ის თავს დროდადრო გვახსენებს. ორგანიზმისთვის ნამდვილ ზიანს ხშირი გაციებები და ვირუსული დაავადებების სხვა გამოხატულებები იწვევენ.