ჯანმრთელობა
ყურის გოგირდი თქვენს ჯანმრთელობაზე ყველაფერს გეტყვით
საკუთარი ყურის გამონადენის ფერს ყურადღებას ცოტა თუ აქცევს. როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად! ზოგჯერ ყურის გოგირდის ფერის ცვლილება შეიძლება დაავადების დაწყების სიმპტომი იყოს!
ჯანსაღი ადამიანის ყურის გოგირდს თაფლისფერი შეფერილობა აქვს და ორი ტიპის არსებობს: მშრალი და სველი. გოგირდის ტიპი მხოლოდ გენეტიკაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, თუ გაქვთ გენი ABCC11, მაშინ თქვენი გოგირდი მშრალია. თუ გენი იწყება ასოთი G (GBCC11), თქვენი გოგირდი სველია.
ყურის გოგირდს 200 000 ცხიმოვანი ჯირკვალი აწარმოებს, უშუალოდ სასმენი აპარატის გარე ნაწილში (სხვათა შორის, თავზე ასეთი ჯირკვლები თმის ბუნებრივ ცხიმს უზრუნველყოფენ).
მიღებულ გამონადენს ემატება ბუსუსები, კანის მკვდარი უჯრედები და სხვა ნარჩენები. ესეც ასე – ყურის გოგირდი მზადაა!
ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ეს გამონადენი არა მხოლოდ საპოხ მასალად, არამედ პათოგენებისგან ორგანიზმის დასაცავად გამოიყენება. დღეს გაგარკვევთ, როგორ არ უნდა გამოიყურებოდეს ჯანსაღი ადამიანის გოგირდი.
ყურის გოგირდი
1. გამუქებული გოგირდი
მხოლოდ გამუქებული გოგირდი საფრთხეს არ შეიცავს და კონკრეტულ დაავადებაზე არ მიუთითებს. თუ ამ სიმპტომს ემატება ცხვირიდან სისხლდენა, დიდი ალბათობით ოსლერ–რანდიუს სინდრომის განვითარების საწყისი სტადია იწყება. ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც რკინის შემცველი პრეპარატების მიღებით იკურნება.
2. თხევადი მოყვითალო–რძისფერი გოგირდი
ყურის არხში ჩირქოვანი პროცესის დაწყებაზე მიგითითებთ. ამასთან ხშირად ახლავს შემდეგი სიმპტომები: ტემპერატურის მატება, ლიმფური კვანძების გაზრდა, ორგანიზმის დასუსტება.
ამ შემთხვევაში პირველი, რაც ექიმმა უნდა გააკეთოს, – ინფექციის გამომწვევის დადგენა, შემდეგ ანტიბიოტიკების ან ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნა.
3. შავი გოგირდი
უნდა გახსოვდეთ, რომ გოგირდის ერთჯერად გაშავება შფოთვის საფუძველი არაა. შესაძლოა, ამის მიზეზი ჩვეულებრივი დაბინძურება გახდა. თუ მსგავსი ანომალია არაერთხელ დააფიქსირეთ, დაუყონებლივ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ.
გოგირდის ფერის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი დაავადების გამომწვევი სოკოს სპორები. სწორედ ისინი გოგირდს შავად ღებავენ. ამ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება ყურის ძლიერი ქავილი აწუხებდეს. ამ დროს ექიმები სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს ნიშნავენ.
4. ნაცრისფერი გამონადენი
ასეთი შეფერილობის მიზეზი ხშირად ჩვეულებრივი მტვერია. ნაცრისფერი გოგირდი დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებში ხშირად აღინიშნება. თუ რაიმე თანმხლები სიმპტომი არ ახლავს, ნერვიულობა არ ღირს!
5. თეთრი გოგირდი
ასეთი ცვლილება ორგანიზმში გარკვეული მიკროელემენტების დეფიციტზე საუბრობს: რკინა ან სპილენძი. ხშირად ექიმები ნიშნავენ კომპლექსურ ვიტამინების მიღებას ყველა თანმხლები სიმპტომის გათვალისწინებით.
თქვენს ყურის გოგირდს როგორი ფერი აქვს? დახმარებისთვის ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ თქვენი ყურის გოგირდის ფერი ნორმისგან ძალიან შორსაა.
ეს სტატია მხოლოდ გაფრთხილებაა, რომ საკუთარი ორგანიზმის სიგნალებს ყურადღებით მოვუსმინოთ, რადგან ბევრი დაავადების აცილებას საჭირო ზომების დროულად მიღებით შეძლებთ!