ყვავილები
რატომ უნდა დარგოთ ცირცელი სახლთან ახლოს
ახლა ძალიან ბევრი ადამიანი საცხოვრებლად სოფელში ან აგარაკზე გადადის. ზაფხულში ხომ სხეული ბუნებისკენ მიიწევს. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ მსურს სასარგებლო რჩევა მოგცეთ. გირჩევთ, სახლთან ახლოს ცირცელი დარგოთ. დღეს გიამბობთ, რატომ არის ცირცელი ჩვენი აგარაკის ნაკვეთის აუცილებელი სტუმარი.
ცირცელი – აგარაკის აუცილებელი სტუმარი
ცირცელის წყალობით ბევრ პრობლემას თავიდან აიცილებთ. ის თქვენს ბაღში სიხარულს მოიტანს და ნეგატიური ენერგიისგან დაგიცავთ. ჩვენმა წინაპრებმა ამის შესახებ იცოდნენ და ცირცელს სახლთან ახლოს რგავდნენ. მის ნაყოფს სახლის დამცავ თილისმად იყენებდნენ. მათ რაღაც იცოდნენ და მათი სიბრძნის მოსმენა ხელს არ შეგვიშლის.
ნეგატიური ენერგიისგან დაცვა
ქალები ნეგატიური ენერგიის მიმართ უფრო დაუცველია. ცირცელის ღეროს და გვირგვინს ქალური საწყისების გაძლიერება და დაცვა შეუძლია. ეს ხე დარტყმას საკუთარ თავზე იღებს და სახლს ცუდი ენერგიისგან იცავს.
ცირცელის მიხედვით ამინდის პროგნოზირება შეიძლება. თუ ტოტებზე უხვი კენკრაა, გამოდის ხანგრძლივი, ცივი ზამთარი იქნება. ბევრი დაცვენილი მტევანი – წვიმიანი ზაფხულის და უხვი მოსავლის ნიშანია. ამაში არაერთხელ თავად დავრწმუნდი. ყოველთვის 100 %–ით ამართლებს.
კენკრის ნაყენი
წითელი ცირცელის ალკოჰოლურ ნაყენსაც თავისი დანიშნულება აქვს. ის იმუნიტეტს აძლიერებს და სურდოს დაავადებების განკურნება შეუძლია. რა თქმა უნდა, ნაყენი სჯობს ზედმეტი არ მოგივიდეთ და ზომიერად მიიღოთ. მხოლოდ ასე გამოავლენს თავის სასარგებლო თვისებებს.
ცირცელის მურაბა
კენკრის მურაბა ზედმეტი არ იქნება. ის ძალიან გემრიელი, პიკანტური და მჟავეა. მურაბა არ შაქრდება, შეგიძლიათ დიდხანს შეინახოთ. გარდა ამისა, ცირცელის მურაბა დიეტური ტკბილეულია. 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 50 კალორიას შეიცავს. ასევე, ცირცელი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ჯანმრთელობის გაძლიერებას ხელს უწყობს.
ცირცელი კანისთვის სასარგებლოა
ცირცელის კენკრა კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. მისი რბილობიდან შესაძლებელია კოსმეტიკური ნიღბის გაკეთება: ცირცელი სახის კანის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს. ნიღბის მოსამზადებლად გახეხილი ნიგოზი, მრავალძარღვა და კრაზანა შეგიძლიათ დაუმატოთ. ყველაზე კარგ კოსმეტიკას თავად ბუნება იძლევა.
კენკრის ჩირი
ცირცელის ჩირიც შეუცვლელია. მისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ჩაი, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. ის ტოქსინებს გამოდევნის და საჭმლის მონელებას აწესრიგებს. ცირცელი შეგიძლიათ ღია ღუმელში მაქსიმუმ 75 გრადუს ტემპერატურაზე გამოაშროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
ცირცელის ნახარში
ჩაის გარდა, შეგიძლიათ კენკრიდან ნახარში ან კომპოტი მოამზადოთ. ასეთი ნახარში ათეროსკლეროზის და თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ. ასევე რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს. ზოგიერთმა ახლობელმა ცირცელის ნახარშით მოიშორა რევმატიზმი, სისხლძარღვების დაბლოკვა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.
უდავოდ, ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ხალხურს უკუჩვენებები აქვს. ცირცელი ძალიან სასარგებლოა არაა გაზრდილი მჟავიანობის და კუჭის წყლულის დროს. მისი დიდი რაოდენობით მიღება არ ღირს. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც ცირცელის ნაყენით არის დაინტერესებული. ცირცელი ნაკვეთზე დარგეთ და დაუყონებლივ იგრძნობთ, თუ რამდენი სასარგებლო რამის მოცემა შეუძლია ხეს. თქვენ რომელ მცენარეს იყენებთ ჯანმრთელობის გასაძლიერებლად?