Connect with us

სხვა

8 მითი დალაგების შესახებ, რომელიც დროა დავანგრიოთ

მითი #1: ყველაფერი ქლორით უნდა გავრეცხოთ

ბევრი დიასახლისისთვის ქლორის სუნი სისუფთავესთან ასოცირდება. სინამდვილეში ამ საშუალებას სისუფთავესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ლაქებს კარგად ათეთრებს და დეზინფექციისთვისაც შესანიშნავია, თუმცა მტვერს, ჭუჭყს და აბაზანაშია რსებულ ნადებს ის ვერაფერს აკლებს.

მითი #2: ფანჯრის გაპრიალება გაზეთი

ეს უძველესი ხრიკი ჩვენმა მშობლებმა კარგად იციან და მას ხშირადაც იყენებდნენ, თუმცა თანამედროვე ბეჭდური მედია გაზეთების დასამზადებლად სრულიად სხვა მასალას იყენებს და ის ფანჯრების გასაპრიალებლად აღარ გამოგადგებათ და ის არც გჭირდებათ რადგან დღეს არსებული ფანჯრის საწმენდი საშუალებები გაცილებით უკეთეს შედეგებს მოგცემთ.

მითი #3 სასიამოვნო არომატი = სისუფთავეს

ყნოსვა გატყუებთ! სისუფთავის სუნი, რომელსაც თეთრეულის კონდიციონერით გარეცხვის შემდეგ გრძნობთ – არ ნიშნავს რომ ის მართლაც სუფთაა! ამ სუნის ქონის შემთხვევაშიც, თეთრეულზე შეიძლება ჭუჭყი და პარაზიტები კვლავ რჩებოდეს. იგივე ეხება სახლის არომატიზატორებს.

არომატიზატორი უბრალოდ ნიღბავს სუნებს, მაგრამ ჰაერის სისუფთავეზე არ მოქმედებს.

თუნდაც მწარმოებელი გარწმუნებდეთ, რომ ამ საშუალებას ცუდი არომატების შესრუტვა შეუძლია – იცოდეთ, რომ ეს სიმართლე არ არის და სველი დალაგების გარეშე ფონს ვერ გახვალთ!

მითი #4: ძმარი უნივერსალური საშუალებაა

ძმარი საყოფაცხოვრებო ცხოვრებაშ ხშირად გამოიყენება. თუმცა მას უნივერსალურ საშუალებას ვერ ვუწოდებთ. შეგიძლიათ ის კედლების საწმენდად, აბაზანასა და ტუალეტში არსებული ლაქების მოსაშორებლად, მილების გასახსნელად, ჭურჭლის სარეცხად და რეცხვამდე ქსოვილების დასარბილებლად გამოიყენოთ მაგრამ, არასდროს გამოიყენოთ ძმარი ხის, ფაიფურის, ქვისა და ტყავის ზედაპირების დასამუშავებლად, ეს მათ დაალაქავებს!

მითი #5: თმის ლაქი ლაქების ამოსაყვანად

ეს ხერხი ჩვენი ბებიების დროიდან მოყოლებული ყველამ იცის და ძველ დროში ამ მეთოდს ნამდვილად ქონდა ეფექტი. თუმცა დღევანდელი მწარმოებლები თმის ლაქებს სპირტის შემცველობის გარეშე ამზადებენ რაც თმისთვის ნამდვილად სასარგებლოა, ხოლო ლაქების ამოსაყვანად კი უსარგებლო ხდება!

მითი #6: ნებისმიერი ტანსაცმლის რეცხვა ცივ წყალში შეიძლება

გარდერობის უმეტესი ნაწილი კარგად იტანს ცივ წყალში რეცხვას, უფრო მეტიც – მუქი ფერის ან დელიკატური სახეობის ქსოვილები ცხელ წყალს საერთოდ ვერ იტანს.

ზოგიერთ შემთხვევაში ცივ წყალშ რეცხვა შეიძლება სრულიად უსარგებლო იყოს.

40-ზე დაბალ ტემპერატურაზე მდგრადი სუნები და ცხიმოვანი ლაქები არ ქრებიან, ამიტომ სამზარეულოს პირსახოცები და თეთრი ქსოვილები მხოლოდ ცხელ წყალში უნდა რეცხოთ. ხელოვნურ ქსოვილებს , ხელით ნაქსოვ ნივთებსა და ჯინსებს თბილი წყალი ესაჭიროება, დაახლოებით 30-40 გრადუსი.

მითი #7: ძმარი და ზეითუნის ზეთი ტყავის ავეჯზე

ძმარს ისევ უარსე ვეუბნებით! მჟავები ტყავის ავეჯთან კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის მათ გამოაშორბს, ლაქებს და ბზარებს გაუჩენს.
ზეითუნის ზეთს ზოგიერთი დიასახლისი ტყავის ავეჯის დატენიანებისა და ელასტიურობის მისაცემად იყენებს – ესეც მითია რადგან ტყავი გარედან არ ტენიანდება და შედეგად მხოლოდ ცხიმოვან პრიალს და წებოვნებას ვიღებთ.

მითი #8: ნატურალური საშუალებები “ქიმიაზე” ეფექტურია

ძმარი, სოდა, ლიმონის წვენი და მდოგვი ნამდვილად ნატურალური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა ის ბაქტერიებზე, სოკოსა და ვირუსებზე გავლენას ვერ ახდენს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.