Connect with us

ჯანმრთელობა

8 ჩუმი სიმპტომი რომელიც შეიძლება ტვინის სიმსივნეზე მიგვითითებდეს

რა თქმა უნდა ზუსტი დიგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს და შესაბამის კვლევებს შეუძლიათ. აქ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმერი შეიძლება სხვა პრობლემითაც იყოს გამოწვეული ამიტომ ნუ დაპანიკდებით, უბრალოდ თუ რომელიმე სიმპტომი ხშირად გაწუხებთ აჯობებს ექიმთან ვიზიტი დანიშნო და ჯანმრთელობა გადაამოწმოთ.

კარგი ამბავი: თავის ტვინის სიმსივნე პლანეტის მოსახლეობის 1% აქვს. ცუდი ამბავი ის გახლავთ: როგორც წესი სიმსივნე ჩუმად ვითარდება და ხშირად ინიღბება სხვადასხვა “უწყინარ” სიმპტომებში.

თავის ტკივილები

სამწუხაროდ ექიმსაც არ ეუძლია თავის ტკივილის ზუსტი მიზეზის დადგენა, ისინი ხშირად ვერ არჩევენ შაკისკა და სიმსივნით გამოწვეულ ტკივილებს. თუ თავის ტკივილები ყოველდღიურად გაწუხებთ და ტიკივილი მუდმივად იზრდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და თხოვეთ კვლევაზე გაგიშვათ.

მხედველობის დარღვევები

კიდევ ერთი “დაფარული” სიმპტომი რომელსც თავად პაციენტები გარკვეულ მომენტამდე ვერ ხვდებიან – პერიფერიული მხედველობის დარღვევები. ყველაზე ხშირად ამ სიმპტომის აღმოჩენა მანქანის მართვისას ხდება – მოულოდნელად მხედველობის არეში “ბრმა ლაქები” ჩნდება და ქრება.

სისუსტე და ძილიანობა

თავის მოტორული ქერქი მთელი სხეულის კუნთოვან ქსოვილს მართავს, თუ უცბათ თავის ტვინში სიმსივნის წარმოქმნა დაიწყება, შედეგად კუნთებს თავის ტვინიდან სიგნალი რთულად ან საერთოდ აღარ მიეწოდება. ასეთი სიმსივნის სიპტომი შეიძ₾ება სისუსტე და ძილიანობა იყოს.

შესაბამისი სიტყვების პოვნის სირთულე

თავის ტვინის სიმსივნის კიდევ ერთი გავრცელებული სიმპტომი – საუბრის სირთულე. ის შეიძლება სიტყვის შერჩევის სირთულით ან საუბრის სირთულით გამოიხატოს, მაგალითად მოულოდნელად ენის დაბმა თუ დაგეწყოთ და თუ ეს მუდმივად ხდება – დროა ექიმთან ჩაეწეროთ და შესაბამისი გამოკვლევებიც ჩაიტაროთ.

ქცევის ცვლილება

ბრაზი, შფოთვა, დეპრესია – განვითარებადი სიმსივნის სიმპტომებია. შეიძლება ქცევის და უარესიც პიროვნების სრული და უაეცარი ცვლილებაც. თუ მსგავსი სიმპტომები თქვენს ახლობლებს შენიშNეთ აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

სმენის დაქვეითება

სმენის დაქვეითება, სირთულეები საუბრისა და ხმების გარჩევისას – კიდევ ერთი თავის ტვინის სიმსივნის სიმპტომია. გარდა ამისა, კიდევ ერთი დასაფიქრებელი სიმპტომია ყურში ხმაური (ორივეში ან ერთ-ერთში). თუ თქვენს თავს მსგავს სიმპტომებს შენიშნავთ, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს.

ჩასახვასა და ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები

ჰიპოფიზი – ტვინის ნაწილია, რომელიც ჰორმონების დონეს აკონტროლებს და მათ შორის რეპროდუქციასაც. ამ შემთხვევაში, თუ სიმსივნე ჰიპოფიზში ლოკალიზდება, მამაკაცები და ქალები შვილოსნობასთან დაკავშირებულ სირთულეებს ხვდებიან.

წონასწორობის დარღვევები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ტვინი ასრულებს და რომელიც შეიძლება სიმსივნის განვითარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს – ეს მოძრაობის დარღვევებსა და ბალანსის შენარჩუნებას ეხება. თუ რომელიმე ახლობელს მსგავსი პრობლემა შენიშნეთ, თუ ის წონასწორობას ხშირად კარგავს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.