ჯანმრთელობა
კლიმაქსი კაცებში: ტესტოსტერონის დეფიციტის სიმპტომები
როდესაც კლიმაქსის შესახებ ვსაუბრობთ, ძირითადად, ქალებს ვგულისხმობთ. თუ ამ სიტყვას საძიებო სისტემაში ჩაწერთ, შედეგების ნაწილი ამა თუ იმ გზით ამ პერიოდთან და პაციენტების მდგომარეობასთან იქნება დაკავშირებული. სხვათა შორის, სექსუალური ფუნქციების დაქვეითებას და ჰორმონალური ბალანსის შეცვლას მამაკაცებიც განიცდიან.
მამაკაცის კლიმაქსი: რა არის და რომელ ასაკში დგება?
ამ მდგომარეობის სამედიცინო სახელია – ასაკობრივი ანდროგენული დეფიციტი (ანდროპაუზა, ასაკობრივი ჰიპოჰონადიზმი). ამ დროს ტესტოსტერონის წარმოება მცირდება, რასაც თან ახლავს ლიბიდოს შემცირება და/ან სქესობრივი დისფუნქცია. კლიმაქსის დროს მამაკაცებს შეიძლება აწუხებდეთ განწყობის ცვლილება, გაზრდილი გაღიზიანება, დაღლილობა, დეპრესია და კუნთების სუსტი ტონუსი.
ანდროპაუზის დადგომის ზუსტი საერთო ასაკი არ არსებობს: ყველას ეს სხვადასხვა დროს ეწყება. ხშირად ტესტოსტერონის შემცირება უკვე 40 წლისას იწყება და შემდეგ კონცენტრაცია ყოველდღე 1-2%–ით მცირდება. შესაბამისად, თუ მამაკაცს თავიდანვე ამ ჰორმონის ძალიან მაღალი დონე ჰქონდა, ანდროპაუზა შეიძლება დაიწყოს 50 წლამდე, ხოლო თუ ტესტოსტერონის კონცენტრაცია მაღალი იყო, შეიძლება 70 წლამდე შეინარჩუნოთ.
რა აჩქარებს მამაკაცის კლიმაქსს?
როგორც ქალებში, ზოგიერთი ჩვევა ან გადატანილი დაავადება ანდროპაუზის დადგომას აჩქარებს. პირველ რიგში, ესაა დიაბეტი, ციროზი, თირკმლის უკმარისობა. ასევე ტესტოსტერონის დონეს ამცირებს აქტიური მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.
რა სიმპტომები აქვს ანდროპაუზას?
ტესტოსტერონის დეფიციტის შესახებ დასკვნის გამოტანა მხოლოდ ექიმს შეუძლია, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელიც ანდროპაუზაზე საუბრობს. აი, რამდენიმე გავრცელებული ნიშანი.
- ლიბიდოს შემცირება
ტესტოსტერონი მამაკაცებში სქესობრივი ლტოლვის ერთ–ერთი წამყვანი ჰორმონია და მისი შემცირება ინტიმურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. დასუსტებული ლიბიდო, ასევე სქესობრივი სისუსტის ხშირი შემთხვევა – საბაბია, რომ ექიმს მიმართოთ და ჰორმონის დონე შეამოწმოთ.
- წონის მატება
პირველ რიგში, ცხიმოვანი ქსოვილების ზრდა და კუნთოვანი მასის შემცირება. ტესტოსტერონი ორგანიზმში ცხიმის განაწილებას არეგულირებს. მისი შემცირებისას წონა მატულობს, ხოლო ზედმეტი ცხიმი, ძირითადად, წელის არეში გროვდება.
- სისუსტე და ძილიანობა
ჩვენ, ყველა დრო და დრო ვიღლებით, მაგრამ თუ უკვე სუსტი ენერგიით იღვიძებთ (და თუ დამატებით ძილის პრობლემები გაქვთ), თუ მუდმივად დაღლილობას გრძნობთ, დიდი ალბათობით ტესტოსტერონი გაკლიათ.
- სახსრების და წელის ტკივილი
ტესტოსტერონი ძვლების და სახსრების სიმკვრივეში აქტიურად მონაწილეობს და ჰორმონის შემცირება მათზე გავლენას ახდენს. თუ ამ დროს წონა იზრდება, ჩონჩხზე, ხერხემალსა და ასევე სახსრებზე დატვირთვა იზრდება, ტკივილს და მტვრევა იწყება.
- შარდვის დარღვევა
ერთ–ერთ ყველაზე სერიოზული სიმპტომი. თუ შეამჩნიეთ, რომ შარდვა გიჭირთ (სუსტი ნაკადი, გახშირებული შარდვა, შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა), ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. ხშირად ეს არა მხოლოდ ტესტოსტერონის დეფიციტზე, არამედ პროსტატის მუშაობის დარღვევაზე, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაზე საუბრობს.
- სარძევე ჯირკვლების გაზრდა, თმის ცვენა
თუ მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე მცირდება, ესტროგენის (ქალის ჰორმონი) დონე იზრდება. ამის გამო სარძევე ჯირკვლები იზრდება, ხოლო გამელოტების ტიპი ქალური ხდება.
- გაღიზიანება, ნერვოზი
ასევე მეხსიერების დაქვეითება და ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება. დიახ, ტესტოსტერონი გვეხმარება, რომ ერთ ამოცანზე უფრო დიდხანს კონცენტრირებულნი ვიყოთ, უკეთ დავიმახსოვროთ და ახალი ინფორმაცია გადავამუშაოთ. ამ ჰორმონის მკვეთრი შემცირება ადამიანს გაფანტულს, გულმავიწყს და ძალიან უკმაყოფილოს ხდის.