ყვავილები
ბევრი, მაგრამ მწარე: რატომ არის კიტრი მწარე?
ყველაფერში დამნაშავეა ნაერთი „კუკურბიტაცინი“, რომელიც მზარდი პირობების მცირე გადახრის დროს მცენარის დასაცავად იწარმოება. კუკურბიტაცინი არა მხოლოდ ნაყოფში, არამედ ფოთლებსა და ღეროებში გროვდება. თუ ბოსტნეული ღია ნაკვეთზე იზრდება, სიმწარესთან ბრძოლა რთულია, რადგან ამინდი ხშირად პრეტენზიულია, ხოლო ზაფხულის ბოლოს დღის და ღამის ტემპერატურის ცვლილებები, წვიმა, ქარი და ა.შ. გარდაუვალია.
სიმწარის მიმართ უფრო მიდრეკილია მუქი ჯიშის კიტრი, რომელსაც დამცავი ეკლები არ აქვს.
2 მოქმედი მეთოდი კიტრის სიმწარის თავიდან ასაცილებლად
- მომავალში შეიძინეთ კიტრის ჰიბრიდული სახეობა, რომელსაც სიმწარე გენეტიკურად არ აქვს. ასეთი სახეობა საკმაოდ ბევრია, ჰიბრიდის მთავარი ნიშანია ” F1″, რომელიც თესლის შეფუთვაზე დაიტანება და კულტურის ჰიბრიდულობას მიუთითებს. მისი გაზრდა უფრო ადვილია. სტრესულ პირობებშიც კი არ მწარდება.
- კონტინენტურ კლიმატში კიტრი სჯობს სათბურში გაზარდოთ. ასე კიტრი ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან, მზის სხივებისგან და ამინდის სხვა პირობებისგან დაცული იქნება. ზოგჯერ მოვლის პირობების დაუცველობის და ადრე დარგვის შემთხვევაში მცენარე სათბურშიც მწარდება. სწორედ ამიტომ, კიტრის გაზაფხულზე დარგვა არ იჩქაროთ, სანამ ამინდი არ დათბება.
რა გავაკეთოთ, რომ სიმწარე არ დაგროვდეს?
- კიტრს ხელსაყრელი პირობები შეუქმენით – თბილი ამინდი, ჰაერის გაზრდილი ტენიანობა და სასუქით გამდიდრებული ნიადაგი.
- მცენარე ღამის და დღის ტემპერატურის ცვლილებისგან დაიცავით. როგორც უკვე ითქვა, სათბური ან შესაფუთი მასალა (ლუტრასილი ან ფირი) გამოიყენეთ.
- დროულად მორწყეთ, ნიადაგის გამოშრობა არ დაუშვათ, რადგან გვალვის დროს სიმწარე უფრო გროვდება. მხოლოდ თბილი წყლით მორწყეთ. ცივი წყალი დამატებით სტრესს ქმნის.
- თუ სიცხე და მშრალი ჰაერია, მცენარის ფოთლები წვრილი სარწყავით დანამეთ და სველი მიკროკლიმატი შექმენით.
- მცენარე გამოკვებეთ მინერალური სასუქით ან ნაცრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში უცებ აცივდა.
- მცენარე იმ ადგილში მოიყვანეთ, სადაც კაშკაშა მზის სხივები არაა. კვლების ადგილი ოდნავ დაჩრდილული უნდა იყოს.
სხვათა შორის, მოსავლის აღებამდე შეგიძლიათ გაიგოთ, რომ კიტრი მწარე გაიზარდა. თუ ლებანის ფოთლის გემოს გასინჯავთ და ის მწარე იქნება, გამოდის კიტრს მწარე გენი აქვს.
რა უნდა გააკეთოთ, თუ კიტრი უკვე მწარეა?
კვლებზე მდგომარეობის გამოსწორებას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მწარე კიტრს შეგიძლიათ ქერქი მოაშოროთ და დასამწნილებლად გადადოთ. თერმული დამუშავება კუკურბიტაცინს ადვილად ანადგურებს და თუ წყალი მარილიანია, მაშინ სიმწარე გაქრება.
თუ ასეთი კიტრის სასალათედ გამოყენება გსურთ, ის ცივ, ოდნავ დამარილებულ წყალში რამდენიმე საათით ჩაალბეთ. თუ სიმწარე ბევრია, წყალი რამდენჯერმე გამოცვალეთ.
ასევე შეგიძლიათ სცადოთ კიდევ ერთი მეთოდი: კიტრის ბოლოები მოჭერით და მათი დახმარებით გადანაჭერი წრიული მოძრაობით კარგად გახეხეთ. წრეზე თეთრი ქაფი წარმოიქმნება, რომელშიც კუკურბიტაცინი გროვდება. ის შეგიძლიათ მოაშოროთ და გარეცხოთ.
სახიფათოა თუ არა მწარე კიტრის ჭამა?
აღმოჩნდა, რომ მწარე კიტრს თავისი უპირატესობა აქვს. სიმწარე ნაღვლის ბუშტის მოქმედებას სტიმულირებს. დამტკიცებულია, რომ კუკურბიტაცინი პათოლოგიური უჯრედების და ქსოვილების ზრდას აფერხებს. ამრიგად, ეს ნივთიერება პოტენციურ ანტისიმსივნურ აგენტად განიხილება. გარდა ამისა, დადგენილია, რომ კუკურბიტაცინი ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.