საკითხავი
თუჯის ტაფების და ქვაბების საწმენდი საშუალებები „ბოლო იმედი“
თუჯის ტაფა საგანძურია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან მივიღეთ. ეს ერთადერთი ჭურჭელია, რომელიც შეიძლება თაობიდან თაობას გადაეცეს, მაგრამ კარგი გარეგნობით ვერ დაიკვეხნის. რა თქმა უნდა, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმწვარი ცხიმისგან მისი გაწმენდა არავის უცდია. ცდის შემთხვევაში ამ უაზრო წამოწყებაზე მალევე უარს ამბობდნენ.
ტაფაზე მრავალწლიანი ცხიმის მოშორება წარმოუდგენელ ამოცანად გვეჩვენება. ოღონდ ეს ღირებული ტაფა არ მოიშოროთ. დღეს გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ტაფას მიმწვარი სახლის პირობებში ლიმონის მჟავის დახმარებით.
როგორ გავწმინდოთ ტაფა
თქვენ დაგჭირდებათ:
- 80 გრ ლიმონის მჟავა
- 110 მლ სილიკატური წებო
- 500 გრ სოდა
- ლითონის ტაშტი
1. ლითონის ტაშტში წყალი აადუღეთ. შემდეგ მდუღარე წყალს 1 შეფუთვა საკვები სოდა დაუმატეთ. რეზინის ხელთათმანების და დამცავი ნიღბის გაკეთება ზედმეტი არ იქნება. თუ ტაფას ხის სახელური აქვს, ის უნდა მოხსნათ.
2. წყალს სილიკატური წებო დაუმატეთ. მის შეძენას საკანცელარიო ან ტექნიკის მაღაზიებში შეძლებთ. მდუღარე ნარევს ფრთხილად აურიეთ და მასში ჭუჭყიანი ტაფა ჩადეთ. დააკვირდით, რომ წყალი ტაფას ბოლომდე ფარავდეს.
3. ტაშტში ბოლოს ლიმონის მჟავა დაამატეთ. ტაფა ამ ხსნარში სუსტ ცეცხლზე 2 საათით ხარშეთ. დრო და დრო წყალი დაუმატეთ.
4. მდუღარე წყლის მანიპულაციით მიმწვარის და ცხიმის საუკუნოვანი ფენა კარგად დარბილდება. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ და მიმწვარი ფენა დანით მოაშორეთ.
5. თუ თქვენც ასეთი მიშვებული შემთხვევა გაქვთ, ტაფის გაწმენდა ლითონის ღრუბლით და სოდით მოგიწევთ.
ხის სახელური დაამაგრეთ და გაიხარეთ, ახლა ხომ იდეალურად სუფთა თუჯის ტაფა გაქვთ.
ძველი თუჯის ნივთის ლიმონის მჟავით გაწმენდა ერთადერთი მეთოდი არაა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიშადურის სპირტი, ასე ტაფის მოხარშვა საერთოდ არ მოგიწევთ. თქვენ რა მეთოდებს იყენებთ, რომ ძველ ტაფას ახალი სიცოცხლე მიანიჭოთ?