ყვავილები
ჭარხლის მარილით განოყიერება
ჭარხალი ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოყვანა ყველაზე რთულ გარემო პირობებში კი ადვილი გახლავთ, თუმცა მისი უხვად მორწყვა და მარილის ხსნარით განოყიერება დაგეხმარებათ კიდევ უფრო დიდი, ხარისხიანი და წვნიანი მოსავალი მიიღოთ. დიახ, აქ საუბარია ჩვეულებრივ არა იოდიზირებულ მარილზე!
მართალია სხვა მცენარისთვის მარილწყალი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ ჭარხლის შემთხვევაში საქმე პირიქით გახლავთ. მარილწყალი ნიადაგს ნატრიუმით გაამდიდრებს და შედეგად ჩვენს ჭარხალს გამოშრობისა და მავნებლებისგან დავიცავთ.
როგორ მოვამზადოთ მარილწყალი
აუცილებლად გამოიყენეთ არა იოდიზირებული არამედ ჩვეულებრივი ქვა მარილი. გააცხელეთ 1 ჭიქა წყალი და ცაყარეთ 1 ჩაის კოვზი მარილი. დაუმატეთ 10 ლიტრი ნადგამი წყალის კონცენტრატი. მორწყეთ ჭარხალი მაგრამ მოერიდეთ ხსნარის პირდაპირ ფესვზე შეხებას – წყალი უბრალოდ ჭარხლის გარშემო მოასხით ნიადაგს.
მცენარის მავნებლებისგან და ფოთლების ჭკნობისგან დასაცავად 10 ლიტრ წყალში – 1 სუფრის კოვზი მარილი გააზავეთ. მიაშხურეთ ფოთლებს, ყურადღება მიაქციეთ ფოთლის ორივე მხარეს. ეს პროცედურა მაშინ უნდა ჩაატაროთ როდესაც ფოთლები გაწითლებას იწყებენ.
დაიცავით ჭარხალი ბუგრისა და მუხლუხოებისგან – გააზავეთ 1 ჭიქა მარილი 10 ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში და მცენარეს შეასხურეთ. ყურადღებით იყავით რათა მარილიანი წყალი სხვა კულტურებს არ მოხვდეს.
როდის გავანოყიეროთ
ჭარხლის განოყიერება სეზონზე სამჯერ უნდა მოხდეს. პირველად 6-7 ფოთლის გაჩენის შემდეგ, მეორედ ბოლქვის ჩამოყალიბების პერიოდში, ხოლო მესამედ კი მოსავლის აღებამდე არა უგვიანეს 2 კვირისა.
რეგულარული მორწყვა და მარილით გამოკვება ჭარხლის მდიდარ და ჯანმრთელ მოსავალს მოგიტანთ.