Connect with us

ყვავილები

როგორ მოვუაროთ შროშანს

სილამაზითა და პოპულარობით შროშანი ვარდსაც კი ეჯიბრება. ამ ყვავილს მდიდარი ტრადიცია აქვს. ოდითგანვე ისინი ღვთიურობის, კარგი გემოვნებისა და დახვეწილობის სიმბოლოს წარმოადგენდნენ.

ერთ-ერთი ქრისტიანული ლეგენდის თანახმად თეთრი შროშანი ევას ცრემლებიდან გაჩნდა, მაშინ როდესაც ევა სამოთხიდან გამოგდების გამო ატირდა.

მთავარანგელოზმა მიქაელმაც ღვთისმშობელს ხარების დღეს თეთრი შროშანი მიართვა.

შროშანის პოპულარობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა რაც ის ფრანგი მეფეების ოფიციალურ სიმბოლოდ იქცა.

ლამაზი და არომატული შროშანი მიუხედავად თავისი სამეფო სტატუსისა, არც ისეთი პრეტენზიული მცენარეა. თუმცა მისი მოვლისას გარკვეული წესები მაინც უნდა დაიცვათ რათა უხვად იყვავილოს და ბოლქვების წარმოქმნაც დააჩქაროს.

შროშანის ბოლქვები იაფი ნამდვილად არ ღირს, ამიტომ კარგი იქნება თუ მისი გამრავლების წესებს დაეუფლებით! საბედნიეროდ ეს ყვავილი რამდენიმე გზით მრავლდება: შვილობილი ბოლქვებით, გაყოფით, თესლით, საცეცებით, კალმებით და ფოთლებითაც კი!!!

1. ზაფხულის ბოლოს შეგიძლიათ შროშანს ზედა ნაწილი წააჭრათ თაიგულისთვის, ამის შემდეგ ყვავილი ახალი უჯრედების წარმოქმნაზე დაიწყებს ენერგიის ხარჯვას.

2. თუ ყვავილის მოჭრა გენანებათ, მაშინ ის თესლისგან გაათვისუფლეთ რადგან მათ წარმოქმნაზე ყვავილი ძალიან დიდი ენერგის ხარჯავს. ამისთვის უბრალოდ ბუტკოსა და მტვრიანას წაჭრაც საკმარისი იქნება. ეს მცენარეს ზიანს არ მოუტანს, პირიქით უფრო დიდხანს იყვავილებს და ბოლქვების წარმოსაქმნელად მეტ სასარგებლო ნივთიერებას გამოყოფს.

როგორ გადავრგოთ შროშანი

3. ზრდასრული შროშანის გადასარგველად, შეგიძლიათ დედა ბოლქვი მცენარისგან გააცალკევოთ, შედეგად ორ შროშანს მიიღებთ.

4. თუ შროშანის დარგვას აპირებთ ის წინასწარ ფუნგიციდის პრეპარატში დაამუშავეთ. ამისთვის ის ხსნარში 20 წუთით უნდა ჩაუშვათ. მაშინ მცენარის ფოთოლს ლაქები აღარ ექნება და არც მცენარე იავადმყოფებს.

შროშანის კალმით გამრავლება

შროშანის კალმით მოსამზადებლად აირჩიეთ წანაზარდები რომლებსაც ჯერ ყვავილის კვირტი არ აქვთ ჩამოყალიბებული.

ამის გაკეთება ყველაზე იოლი ზაფხულის დასაწყისშია. მოაჭერით ღერო ძირთან. შემდეგ დაყავით 4-5 ფოთლიან კალმებად. გადანაჭერი ყოველ კალამზე: ქვედა ნაწილი გვერდული უნდა იყოს, ზედა მხარე კი სწორი!

დატოვეთ მაქსიმუმ 2 ზედა ფოთოლი (მათი შემოკლებაც შეიძლება). ქვედა ფოთლები ფრთხილად მოაცალეთ – მათ ადგილას ფესვები გამოიზრდება და ბოლქვები ჩამოყალიბდება.

დაფესვიანების პროცესის დასაჩქარებლად კალამი ფესვის ზრდის სტიმულატორში დაალბეთ 6 საათის განმავლობაში.

კალამი ნაწილობრივ დამუქებულ ადგილას უნდა დარგოთ, ერთმანეთისგან 15-20 სანტიმეტრის დაშორებით. ნიადაგი კარგად განოყიერებული და ნოტიო უნდა იყოს, თუმცა შროშანს ჭარბი ნესტი ნამდვილად არ უყვარს!

კალამი მიწაში 45 გრადუსიანი დახრილობით დარგეთ, ირიბად წაჭრილი მხარით ქვემოთ, ისე რომ წაჭრილი ფოთლის ადგილები მიწაში აღმოჩნდეს.

შროშანის ფოთლით გამრავლება

მოაგროვეთ შროშანის მოჭრილი ფოთოლი და წაჭრილი ადგილით დაფესვიანების სტიმულატორში ჩადევით. ამის შემდეგ გაფხვიერებულ ნიადაგში პატარა ორმო გააკეტეთ და ფოთლები 5-5 ფოთლიან ჯგუფად დათესეთ. დახრილობა ამ შემთხევვაშიც 45 გრადუსი უნდა იყოს. ფოთლის 1/3 კარგად უნდა იყოს მიწით დაფარული.

შუა საუკუნეებში ყველა ბაღი ციური სამოთხის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბაღებს აშენებდნენ მონასტრებში შემდეგ კი სასახლეებშიც. ბაღების ცენტრალურ ნაწილებში კი ქრისტიანული სიმბოლიკით დატვირთულ მცენარეებს რგავდნენ, მათ შორის – პირველ რიგში შროშანს!

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მეთოდების გამოყენებით გამრავლებული შროშანი თქვენს ბაღებსაც დიდხანს დაამშვენებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.