სახლი და დიზაინი
შენახვა არ შეიძლება, გადაყარეთ! 15 ნივთი, რომელთაც ვადა აქვთ და ამის შესახებ არ ვიცოდით
თითქმის ყველა ნივთს გამოყენების ვადა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ამის შესახებ წარმოდგენა არ გვაქვს და მათ მოხმარებას ვაგრძელებთ. თუმცა, ეს შეიძლება სახიფათო იყოს!
ქსელის ფილტრი, სტაბილიზატორი და დამაგრძელებელი – 2 წელი
ისინი გარკვეული რაოდენობის ჯოულზე არის გათვლილი, რომლის გატარებაც შეუძლია. ამის შემდეგ დამაგრძელებელი და ქსელის ფილტრი უბრალოდ წყობიდან გამოდის. ამასთან იაფი დამაგრძელებლის ძლიერ დატვირთვა რეკომენდებული საერთოდ არაა, რადგან შეიძლება გადახურდეს, გამუქდეს და დაიწვას.
წყალბადის ზეჟანგი – 2 თვე
დახურულ შეფუთვაში მაქსიმუმ 1 წელი, ხოლო გახსნილი დაახლოებით 2 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. წყალბადის ზეჟანგის მოლეკულა H2O2 ძალიან არასტაბილურია, ამიტომ მხოლოდ დახურული სახით და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ. სინათლის ზემოქმედებით წყლად და ჟანგბადად იშლება და უსარგებლო ხდება.
სპორტული ფეხსაცმელი – 6 თვე
სარბენი ბოტასი ამორტიზაციის თვისებას 500 კმ-ს შემდეგ კარგავს, ანუ მთავარ ფუნქციას, სახსრებზე დატვირთვის შემცირებას აღარ ასრულებს. სხვა სპორტულ ფეხსაცმელს ძირი და ქეჩა სწრაფად უცვდება, ტენს ცუდად შთანთქავს და უბრალოდ არაჰიგიენური ხდება. მათ, ვინც სპორტით პროფესიონალურად არიან დაკავებულნი და ყოველდღე ვარჯიშობენ, წელიწადში შეიძლება 10 წყვილი ფეხსაცმელი გაუცვდეთ.
ჩაის პაკეტი – 6 თვე
დახურულ, ჰერმენტულ შეფუთვაშიც კი ჩაის პაკეტები 6 თვის შემდეგ უსარგებლო ხდება, რადგან ჩაის ფოთლები მჟავდება. შავი ჩაი შეგიძლიათ 9 თვემდე შეინახოთ, მაგრამ ჩაის პაკეტში უფრო იაფი ჩაის მასალაა გამოყენებული, რომელშიც ჩაის მტვერი გვხვდება, ამიტომ შენახვის ვადა 6 თვემდე მცირდება.
საჭრელი დაფა – 3 წელი
წყლის და ლითონის (დანის) მუდმივი ზემოქმედებით საჭრელი დაფა ცვდება. დროთა განმავლობაში ზედაპირზე ბზარები და ნაკაწრები ჩნდება, რომლებიც ბაქტერიების გასამრავლებელი ადგილი ხდება.
მზისგან დამცავი სათვალე – 2 წელი
როგორც ცნობილია, კარგი მზისგან დამცავი სათვალე ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს. თუმცა ულტრაიისფერი სხივების მუდმივი ზემოქმედებით თანდათანობით იწვება და თვალს მზისგან აღარ იცავს. ზუსტი ვარგისიანობის ვადა მწარმოებლის მიერ განისაზღვრება, მაგრამ ზოგადი წესი არსებობს: რეკომენდებულია მზისგან დამცავი სათვალე 2 წელში ერთხელ გამოცვალოთ.
კბილის პასტა და კბილის ჯაგრისი – 1 წელი და 3 თვე
კბილის ჯაგრისი ყოველ 3 თვეში უნდა გამოცვალოთ, რომ ბაქტერიების გასამრავლებელ ადგილად არ იქცეს. კბილის პასტა კი მაქსიმუმ 1 წელი შეინახეთ. თუ პატარა სამგზავრო ნაკრები გაქვთ, ვადაზე შეამოწმეთ.
პირსახოცი – 3 წელი
ბაქტერიების გამრავლება თავიდან რომ აიცილოთ, პირსახოცი ხშირად, 3-4 გამოყენების შემდეგ გარეცხეთ. ხშირი რეცხვა ქსოვილის ცვეთას იწვევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მაღალ ტემპერატურაზე რეცხავთ.
სავარცხელი – 1 წელი
მაშინაც კი, თუ სავარცხელს რეგულარულად წმენდთ და რეცხავთ, მასზე მიკრობები და ბაქტერიები გროვდება. დროთა განმავლობაში ძველი სავარცხელი შეიძლება ქერტლის და თმის პრობლემების გაჩენის მიზეზი გახდეს.
მაკიაჟის ფუნჟები და სპონჟები – 5 წელი და 6 თვე
ისინი არა მხოლოდ რეგულარულად უნდა გარეცხოთ, არამედ ყოველ 5 წელში გამოცვალოთ. ფუნჯები იმ შემთხვევაში გამოცვალეთ, თუ კანზე გამონაყარი გაგიჩნდათ. ცნობილია, რომ 30% შემთხვევაში კანზე სხვადასხვა ანთებას ჭუჭყიანი ფუნჯები და სპონჟები იწვევენ.
ბიუსჰალტერი – 2 წელი
1,5-2 წლის შემდეგ ბიუსჰალტერი ფორმას კარგავს, იწელება და მკერდის დაჭერას წყვეტს. თუ დიდი მკერდი გაქვთ, ეს უფრო ადრე ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ბიუსჰალტერი უნდა გამოცვალოთ, როგორც კი წელში გაიწელება და მას უკანასკნელ კავზე კრავთ, მაგრამ ფორმას მაინც ვერ ინარჩუნებს.
ჩუსტი – 6 თვე
სახლის ჩუსტი მაქსიმუმ ნახევარი წელი გემსახურებათ, შემდეგ ბაქტერიების და სოკოების გასამრავლებელი ადგილი ხდება.
ბალიშები – 2,3 წელი
იმის მიუხედავად, თუ რით არის გავსებული ბალიში 2-3 წლის შემდეგ ფორმას კარგავს. გარდა ამისა, მასში მტვრის ტკიპა ჩნდება და ბაქტერიები მრავლდება. ჯანსაღი ძილი ხომ მნიშვნელოვანია.
გადასაფარებელი – 7 წელი
გადასაფარებელთან მსგავსი სიტუაციაა, მაგრამ სარგებლობის ვადა უფრო მეტია – 7-10 წელი, რაც მის სწორ გამოყენებაზეა დამოკიდებული.
მატრასი – 8-10 წელი
გადასაფარებელთან ერთად შეგიძლიათ ახალი მატრასი შეიძინოთ, რადგან მისი სარგებლობის ვადაც დაახლოებით იგივეა. უფრო დიდხანს რომ გამოიყენოთ, მატრასი 6 თვეში ერთხელ გადააბრუნეთ და რეგულარულად მტვერსასრუტით გაწმინდეთ.