Connect with us

ყვავილები

12 სასუქი ბაღისთვის, რომლის სპეციალურად შეძენა საჭირო არაა

სასუქზე ფულის დახარჯვა საჭირო არაა, რადგან ისინი ხომ სახლში გაქვთ.

მაგნიუმის სულფატი + პომიდორი, წიწაკა, ვარდი

ასეთი შეფუთვა აფთიაქში იყიდება და საფაღარათე ან ნაღვლმდენ საშუალებად გამოიყენება. მცენარეების გამოსაკვებად სარწყავს 2-3 ს/კ სულფატი დაუმატეთ და მორწყეთ. ასეთი გამოკვება პომიდვრის, წიწაკის და ვარდისთვის კარგია, მაგრამ მთელი ბოსტანი ფრთხილად მორწყეთ. მაგნიუმი ოთახის მცენარეებსაც უყვართ.

ლუდი და გაზიანი სასმელი + გაზონის ბალახი

იდეალური გაზონი რომ გქონდეთ, შემდეგი ხსნარი მოამზადეთ: 1 ბოთლი ლუდი, 1 ქილა გაზიანი წყალი (მაგალითად, Sprite), ½ ჭიქა პირის ღრუს სავლები სითხე, ნახევარი ჭიქა ჭურჭლის სარეცხი სითხე, ½ ჭიქა ნიშადურის სპირტი. ყველაფერი აურიეთ და გამოიყენეთ სპრეი ბოთლი, რომლითაც ჩვეულებრივ მცენარეებს ნამავთ. ეს სჯობს დილით, ადრე გააკეთოთ.

ბანანის ქერქი + ვარდი

ვარდს კალიუმი ძალიან უყვარს, ამიტომ ბუჩქის ქვეშ ბანანის ქერქი ან ბანანი მთლიანად დარგეთ. ბუჩქი უფრო გაძლიერდება და ყვავილები უფრო ფუმფულა გახდება.

კვერცხის ნაჭუჭი + პომიდორი, გოგრა, კარტოფილი

თუ თხევად სასუქს უპირატესობას ანიჭებთ, შეგიძლიათ კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენოთ. 20 კვერცხის ნაჭუჭი 5 ლ წყალში 5 წუთით მოხარშეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და ნახარში 8 საათით გააგრილეთ. შემდეგ ნაჭუჭი საწურში ჩაყარეთ და მიღებული ნახარშით მცენარე მორწყეთ. დარჩენილი სასუქი შეგიძლიათ პლასტმასის ბოთლში შეინახოთ.

კალციუმის დეფიციტს ხშირად მჟავე ნიადაგი იწვევს.

ყავის ნალექი + ჰორტენზია

თუ ყავის მოყვარული ხართ, ყავის ნალექი არ გადაყაროთ. ის არა მხოლოდ პილინგისთვის, არამედ ბოსტანში მცენარეების გამოსაკვებად გამოგადგებათ. ყავის ნალექი ყველაზე მეტად ჰორტენზიას, ასევე მაგნოლიას და აზალიას უყვარს. ყავა ბუჩქის ირგვლივ მიწას მოაყარეთ. ყავის ნალექში აზოტის შემცველობა 20%-ს შეადგენს, მასში ბევრი მაგნიუმი და კალიუმი, ასევე კალციუმი და რკინაა.

პური ან საფუარი + იორდასალამი

პურის ნაყენით შეგიძლიათ იორდასალამი გაზაფხულზე ერთხელ და ზაფხულში ერთხელ გამოკვებოთ. შავი პურის და ორცხობილას ნარჩენები შეაგროვეთ, კუბებად დააქუცმაცეთ და ვედროში ჩაალბეთ. ორცხობილა თავსახური დაწნეხეთ. ამ ნარევს შეგიძლიათ დაჭრილი ჭინჭარი ან ბაბუაწვერა დაუმატოთ და 1 კვირა გააჩეროთ, რომ დუღილის პროცესი დაიწყოს. ასეთი სასუქი თითქმის ყველა მცენარეს უყვარს, მაგრამ პურის სასუქი განსაკუთრებით იორდასალამს უყვარს. ხახვის, ნივრის და კარტოფილის გამოსაკვებად არ გამოდგება.

ჟელატინი

ჟელატინი აზოტის წყაროა, ამიტომ აზოტის სასუქის ჩანაცვლება შეუძლია. 1 პაკეტი ჟელატინი 1 ჭიქა ცხელ წყალში გახსენით, შემდეგ 3 ჭიქა ცივი წყალი დაუმატეთ. მიღებული ხსნარით მცენარე მორწყეთ. ჟელატინი ოთახის მცენარეებს განსაკუთრებით უხდება.

პირველ რიგში, აზოტის დეფიციტით მცენარის ქვედა ფოთლები, შემდეგ თანდათანობით მთელი მცენარე ყვითლდება.

მწვანე ჩაი

მწვანე ჩაის სუსტი ხსნარი შეგიძლიათ მცენარის მოსარწყავად ყოველ 4 კვირაში გამოიყენოთ. 10 ლ წყალზე 2-3 პაკეტი ჩაი საკმარისი იქნება.

მშრალი რძე

ყველასთვის ცნობილი კალციუმის წყარო, რომელიც მცენარეებს ძალიან სჭირდება. ამასთან, ძალიან მარტივად გამოიყენება. შეგიძლიათ მოსარწყავად წყალს აურიოთ ან უბრალოდ მცენარის ირგვლივ მიწას მოაყაროთ.