Connect with us

ჯანმრთელობა

ენდომეტრიოზი: აუცილებელია თუ არა მკურნალობა

არის საკითხები რომელთა შესახებ უმეტესობას გაუგია მაგრამ, საკმარისი ინფორმაცია მაინც არ აქვთ, ასეთ საკითხებს შორის არის ენდომეტრიოზი. ეს დაავადება სტატისტკისი მიხედვით ყოველ მეათე ქალბატონს აქვს, თუმცა მის შესწავლას მედიცინა რატომრაც არც ისე ბევრ დროს უთმობს.

2017 წელს ამერიკაში დიდი გამოკითხვა ჩატარდა: “რა იცით ენდომეტრიოზის შესახებ?!” – ექიემებსა და 18 წელზე უფროს ქალბატონებს შორის შედეგები შთამბეჭდავი აღმოჩნდა:

  • ქალების 81%-ს სმენია ენდომეტრიოზის შესახებ
  • მხოლოდ 29%-მა შეძლო განესაზღვრა ამ დაავადების სწორი სიმპტომები
  • ექიმების 20%-ის თქმით არასდროს უკითხავთ პაციენტისთვის ამ დიაგნოზისთვის დამახასიათებელი ტკივილების შესახებ
  • ქალბატონების 45%-მა არ იცოდა არსებობს თუ არა ენდომეტრიოზის სამკურნალო მედიკამენტი (არ არსებობს).
  • ქალების მხოლოდ 36%-მა იცოდა, რომ ლაპაროსკოპიას შეუძლია დიაგნოზის დადასტურება ბიოფსიის შემდეგ.

პრობლემა მხოლოდ იმაში არ გახლავთ, რომ ქალებმა ენდომეტრიოზის შესახებ ცოტა იციან. პრობლემაა გინეკოლოგთან კომუნიკაციაშიც!

  • 850 რეპოდენტიდან მხოლოდ 37%-მა აღნიშნა, რომ მათ ენდომეტრიოზი ქონდათ
  • 219 ქალბატონმა დაატებით კითხვებსაც გასცა პასუხი ენდომეტრიოზის სიმპტომატისკის შესახებ და მათგან 42%-მა თქვა, რომ ექიმების თქმით ტკივილი ქალების ყოფის განუყოფელი ნაწილია.
  • 47%-ს კი ექიმებმა უთხრეს, რომ ეს ნორმას წარმაოდგენს.
  • აღმოჩნდა, რომ პაციენტებს მხოლოდ 11%-მა მიაქცია ყურადღება თავის სიპტომებს.
  • ექიმების 43%-მა მხოლოდ მაშინ დაიწყო ენდომეტრიოზის მტკივნეულ სიმპტომებზე ყურადღების მიქცევა როდესაც ტკივილები ქრონიკული გახდა.

ქალბატონები რომლებიც ენდომეტრიოზთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდნენ, სიმპტომებს შორის მენსტრუალური ციკლის დროს ჭარბ სისხლდენას და სქესობრივი კავშირის დროს ტკივილებს აღნიშნავდნენ.

კვლევებმა აჩვენეს, რომ ექიმებსა და პაციენტებს შორის სერიოზული კომუნიკაციური პრობლემა ჩნდება მაშინ როცა საქმე ენდომეტრიოზს ეხება. პრობლემა დიაგნოზის დასმის სიჩქარეშიც არის, პაციენტების თითქმის ნახევარს, დიაგნოზის დასმისთვის 4 ან მეტი წელი დაჭირდა, მათ მესამედს 7 წელზე მეტი. საშუალოდ ქალბატონები 6-დან 10 წლამდე იტანჯებიან და რამდენიმე ექიმს იცვლიან სანამ მათ სწორ დიაგნოზს დაუსვამენ.

სიატუაცია დიაგნოზის დასმის შემდეგაც არ უმჯობესდება. არ არსებობს ერთიანი, უნივერსალური მკურნალობის სქემა და ქალბატონებს სრულიად სხვადასხვანაირად კურნავენ. იყენებენ თერაპევტულ ან ქირურგიულ მეთოდებს.

თუ კი მსგავსი ტკივილები გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, იყავით თამამი და ნუ დაკმაყოფილდებით არაპროფესიონალი ექიმებისთვის დამახასიათებელ პასუხებს: “რა გეგონათ, თქვენ ხომ იმშობიარეთ” ან “რა გეგონათ, თქვენ ხომ არ გიმშობიარიათ”. შეცვალეთ ექიმი და ისეთ გინეკოლოგთან მიდით რომელიც ენდომეტრიოზის განხრით მუშაობს და ამ დაავადების მკურნალობის გამოცდილება აქვს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.