Connect with us

ჯანმრთელობა

3 მარტივი შინაურული რეცეპტი ფრჩხილის სოკოს მოსაშორებლად

ფრჩხილზე სოკო ბევრ პრობლემას იწვევს. ესთეტიკური პრობლემის გარდა მთელ ორგანიზმს სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, სოკო რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოიშოროთ.

ფარმაცევტული კომპანიები სოკოს სამკურნალოდ უამრავ პრეპარატს გვთავაზობს. სანამ აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებას საკუთარ თავზე გამოცდით, პრობლემის მოსაგვარებლად ნატურალური საშუალებები გამოიყენეთ. სოკოს საწინააღმდეგოდ თქვენთვის 3 ყველაზე მარტივად მოსამზადებელი და გამოსაყენებელი შინაურული რეცეპტი შევარჩიეთ.

რა არის ფრჩხილის სოკო

ეს არის დაავადება ონიხომიკოზი, რომლის დროსაც ფრჩხილის ფირფიტა მტკივნეული სოკოთი ზიანდება. თავიდან სოკო პატარა თეთრი წერტილის სახით ჩნდება, დროთა განმავლობაში კი ზომაში იზრდება. შემდეგ ფრჩხილი მტვრევადი ხდება და ფენებად იშლება, მის ირგვლივ კანზე კი ანთება ვრცელდება.

მიშვებულ სტადიაზე შეიმჩნევა:

  • ფრჩხილის ფირფიტის დეფორმაცია ან გასქელება;
  • ფრჩხილის ტკივილი ან ქავილი;
  • ყავისფერი, თეთრი ან მუქი ყვითელი ფერის ფრჩხილი;
  • ფეხის თითების უსიამოვნო სუნი;
  • ინფექციის განვითარების მიხედვით ფრჩხილი შეიძლება ფენებად დაიშალოს ან საერთოდ მოგძვრეთ.

დაავადებების უგულებელყოფამ შეიძლება ორგანიზმისთვის უფრო დამანგრეველი შედეგები გამოიწვიოს. გარდა ამისა, სოკო სხვა თითზეც ვრცელდება და შეიძლება მთელი ორგანიზმი დააინფიციროს. სწორედ ამიტომ, დროულად იმკურნალეთ და არ ელოდოთ, რომ ყველაფერი თავისით გაქრება.

როგორ ჩნდება ფრჩხილის სოკო

ძირითადად, ონიხომიკოზი სოკო დერმატოფიტით დაინფიცირების ფონზე ჩნდება. ასევე მისი გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს საფუარი, ობი ან სხვა სოკოვანი ორგანიზმი, რომლებიც სველ და თბილ გარემოში მრავლდებიან. სწორედ ამიტომ, სოკო ფრჩხილზე ხშირად ჩნდება: ხელოვნური მასალის ვიწრო ფეხსაცმელში ფეხები ძლიერ ოფლიანდება, ეს კი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

სოკოთი დაინფიცირება საზოგადოებრივ ადგილებში შეიძლება: აბანოებში, აუზებში, სპორტული დარბაზის საშხაპეებში ან დაინფიცირებული ადამიანის ფეხსაცმლის ჩაცმით. თუმცა ამ ინფექციასთან შეხება დაინფიცირებას არ ნიშნავს. მაღალი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმს სოკოსთან შებრძოლება შეუძლია. სწორედ ამიტომ, რისკის ზონაში რჩება: შაქრიანი დიაბეტის მქონე ხალხი, ხანდაზმულები და სისხლძარღვების პრობლემების მქონე ხალხი.

რით ვუმკურნალოთ ფრჩხილის სოკოს

მთავარი წესი სოკო სამკურნალოდ – ფეხის ყოველდღე დაბანა. ამის შემდეგ აუცილებლად გაიმშრალეთ და სველი წინდები არასდროს არ ჩაიცვათ. ასევე ვიწრო ცხვირის ფეხსაცმლის შეძენისგან თავი შეიკავეთ – ის გაზრდილ ოფლიანობას ხელს უწყობს.

ეს ყველაფერი პროფილაქტიკის ზომებია და სოკოვანი ინფექციების ზრდას მხოლოდ აფერხებს. სრულად განკურნებისთვის ეს საკმარისი არაა. უამრავი ნატურალური საშუალება არსებობს, რომლებიც დაავადებებს სამედიცინო პრეპარატებზე არა ნაკლები ეფექტურობით უმკლავდებიან.

მთავარი წესი: პროცედურის დროს ინფიცირებულ ნაწილთან ყოველი შეხებისას ხელი საპნით დაიბანეთ.

ქოქოსის ზეთი

ამ ზეთის შემადგენლობაში შედის კაპრილის და ლაურინის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც სოკოვან უჯრედებს ანადგურებენ. ინფექციებისთვის დამღუპველი ზეთი, ადამიანისთვის უსაფრთხოა.

გამოყენების მეთოდი:

  1. ფეხები საპნით დაიბანეთ და კარგად გაიმშრალეთ.
  2. სოკოვან ფრჩხილებზე ქოქოსის ზეთი წაიისვით.
  3. თუ სოკო პროგრესირებულია, ქოქოსის ზეთი თითზე წაისვით და ბამბის ქსოვილით ან ბინტით შეიხვიეთ. პლასტირით დააფიქსირეთ, რომ საშუალებას დაინფიცირებულ კანთან მუდმივად კონტაქტი ჰქონდეს.
  4. ამ მეთოდით სოკოვანი ფრჩხილი დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ.

ჩაის ხის ზეთი და ფორთოხალი

ჩაის ხის ზეთი სხვადასხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ უკვე მრავალი საუკუნე გამოიყენება. ის ბუნებრივი ფუნგიციდია და ანტიბაქტერიულ მოქმედებას ფლობს. ფორთოხლის ზეთი ჩაის ხის ზეთის მოქმედებას აძლიერებს, ასევე ფუნგიციდურ თვისებებს ფლობს.

ზეთი ძლიერ მოქმედია, ამიტომ გირჩევთ ნეიტრალურ ზეთებში გააზავოთ. მაგალითად, ზეითუნის ან ნუშის ზეთი.

გამოყენების მეთოდი:

  1. 1 ჩ/კ ჩაის ხის ზეთი და ½ ჩ/კ ფორთოხალი და ½ ჩ/კ საბაზისო ზეთი აურიეთ.
  2. ბამბის დისკი მიღებულ სითხეში დაასველეთ და თითზე დაიდეთ.
  3. მტკივნეული ფრჩხილი და მის ირგვლივ კანი კარგად ჩაალბეთ. დაე, ბუნებრივი გზით გაშრეს.
  4. პროცედურა დღეში 2-ჯერ, სოკოს სრულ გაქრობამდე ჩაიტარეთ.

ვაშლის ძმარი და სოდა

ამ რეცეპტის სოკოს საწინააღმდეგო ორი პროდუქტის დუეტი გვხვდება. ძმარი მჟავე გარემოს ქმნის, ის ტუტე გარემოს თრგუნავს, რომელშიც სოკო მრავლდება. სოდა სუნს აქრობს და სოკოვანი ინფექციის ზრდას აფერხებს.

გამოყენების მეთოდი:

  1. ტაშტში თბილი წყალი კოჭამდე გაავსეთ.
  2. წყალს 1 ჭიქა ძმარი დაუმატეთ და აქ ფეხი 15 წუთით გააჩერეთ.
  3. ფეხები ნაზად გაიმშრალეთ.
  4. ძმრიანი წყალი გადაასხით და ტაშტი ახალი წყლით გაავსეთ.
  5. სუფთა წყალს 5 ს/კ საკვები სოდა დაუმატეთ.
  6. ფეხები ამ სითხეში 15 წუთით გააჩერეთ.
  7. ამის შემდეგ ფრთხილად გაიმშრალეთ. ბოლომდე არ შეიშროთ.
  8. ფეხებს ბუნებრივი გზით გაშრობა აცადეთ.
  9. პროცედურა დილა-საღამოს სოკოს სრულ გაქრობამდე გაიმეორეთ.