თავის მოვლა
7 ინგრედიენტი შინაურული ნიღბის გასაკეთებლად, რომლებიც არასდროს არ უნდა გამოიყენოთ
შინაურულმა ნიღბებმა და სახვევებმა შეიძლება თქვენი კანის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ან სერიოზული ზიანი მოგაყენოთ. სჯობს ეს ინგრედიენტები არ გამოიყენოთ!
1. საკვები სოდა
საკვებ სოდას შინაურულ სკრაბს ხშირად უმატებენ, როგორც ექსფოლიატორს – ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი კანის მოსავლელად. ასე არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეთ!
სოდა თითქმის სუფთა ტუტეა, რომლის ph 9, ხოლო ჩვენი კანის ph 4,5-დან 5-მდეა. სოდა კანის დამცავ ბარიერს ანადგურებს, მას ბაქტერიების მიმართ დაუცველს ტოვებს, კანს აუწყლოებს და სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს. სწორედ ამიტომ, სახის ნიღაბში მისი გამოყენება არ ღირს.
2. ლიმონი
მედლის მეორე მხარე – ძალიან მჟავე ინგრედიენტი. ლიმონის ph – 2, რაც იმას ნიშნავს, რომ კანზე მის მოქმედებას მხოლოდ „მჟავე“ შეიძლება ვუწოდოთ. სკოლაში ქიმიის გაკვეთილებიდან გვახსოვს, რომ ნებისმიერი მჟავე თავის არსით დამანგრეველია.
ლიმონის ნაჭრის მოწუწნამ შეიძლება კბილის ემალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, კანზე უკვე აღარაფერს ვამბობთ. გარდა ამისა, კოსმეტიკური ინგრედიენტის სახით ლიმონის გამოყენება კანის ფიტომგრძნობელობას და ჰიპერპიგმენტაციის რისკს ზრდის.
3. კბილის პასტა
საკმაოდ პოპულარულია რჩევა, რომ ღამით აკნეზე კბილის პასტა წაისვათ იმისთვის, რომ დილით მისი კვალიც გაქრეც. ის ნამდვილად მოქმედებს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ნიღაბში? კბილის პასტა წასმის ადგილას და მის ირგვლივ კანს აუწყლოებს და ლიპიდურ ბარიერს არღვევს. თუ პასტა მათეთრებელ კომპონენტებს შეიცავს, საერთოდ შეიძლება კანის დამწვრობა მიიღოთ. სჯობს აკნეზე ჩაის ხის ზეთი წაისვათ.
4. ვაზელინი
კიდევ რისი გამოყენება არ შეიძლება სახის ნიღაბში? ვაზელინის ერთჯერადი გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს: კანი ტენის დეფიციტს სწრაფად აღიდგენს და გლუვი გახდება. ვაზელინს კანში ღრმად შეღწევის და დაგროვების უსიამოვნო უნარი აქვს. ამასთან კანში ყოფნისას მოზიდვის უნარი არ ქრება, ამიტომ ის ჭუჭყს, კანის ცხიმს, ბაქტერიებს იზიდავს. გასაგებია არა?
5. წყალბადის ზეჟანგი
შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალება მცირე ჭრილობის, ნაკაწრის დასამუშავებლად კარგია, მაგრამ აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბში მისი დამატება არ შეიძლება. ძლიერმა მჟანგავმა საშუალებამ შეიძლება ე.წ. ჟანგვითი სტრესი გამოიწვიოს: თავისუფალი რადიკალების გამრავლება დააჩქაროს და კანის დაბერებას ხელი შეუწყოს.
6. შაქარი
სხეულის შესანიშნავი სკრაბი. შაქარი ძალიან უხეშია, რომ სახის გომაჟად გამოიყენოთ. თუ სხეულის შაქრის და ზეითუნის სკრაბის დამუშავების ეფექტი მოგწონთ, შეგიძლიათ მსგავსი კოქტეილი სახისთვისაც გააკეთოთ, ოღონდ შაქრის პუდრა გამოიყენეთ.
7. სპირტი
სპირტი არა მხოლოდ კანის დამცავ ბარიერს ანადგურებს, არამედ კანის უჯრედების გარსს შლის, მათ დროზე ადრე კვდომას აიძულებს. ამასთან არ იქერცლება, არამედ მკვრივ მკვდარ ფენას ქმნის. ეს კი ფორების დახშობას, კანის ცხიმის სიჭარბეს, სახის არაჯანსაღ ფერს და შავი წერტილების წარმოქმნას იწვევს.