Connect with us

ყვავილები

როგორ გავზარდოთ მიწისთხილი აგარაკზე

რა თქმა უნდა, მიწისთხილი ბევრ ჩვენგანს უყვარს. თქვენ შეგიძლიათ ის უბრალოდ შეჭამოთ, შეწვათ, დესერტები, კექსები, ტორტები გააფორმოთ ან მისი გამოყენებით მრავალფეროვანი ტკბილი წასახემსებელი კაკლის პასტის ან ჩირების და თაფლთან ნარევის სახით მოამზადოთ.

მიწისთხილი აგარაკზე?

ახლა სუპერმარკეტებში სხვადასხვა გემოს და სახეობის კაკლის შეძენა შეიძლება, მაგალითად, ნუში, ნიგოზი, კეშიუ, კედარი, ბრაზილიური კაკალი, წაბლი, თხილი და სხვა. თუმცა ტრადიციულად ყველაზე ხელმისაწვდომი მიწისთხილი ან არაქისია. უპრეტენზიობის გამო დამოუკიდებლად გასაზრდელადაც ხელმისაწვდომია.

ცოტას თუ უცდია, მაგრამ მიწისთხილის აგარაკის ნაკვეთზე გაზრდა საკმაოდ მარტივია, თუ გაზაფხულზე ნიადაგში მის თესლს დარგავთ. კარგი მოსავლის მისაღებად მთავარი პირობა თბილი, მზიანი ზაფხული და სექტემბერში გახანგრძლივებული წვიმების არ არსებობაა.

მიწის მომზადება და თესლის დარგვა

თესლი შემოდგომაზე მოამზადეთ. ის ბაზარში ნაყიდი გაუსუფთავებული არაქისის ნაჭუჭიდან ამოიღეთ.

გაზაფხულზე, ზუსტად აპრილის ბოლო კვირას (ან მაისის დღესასწაულებზე) არაქისის დასარგავად მიწის თავისუფალი ნაკვეთი გამოყავით. სასურველია, რომ ნაკვეთი ხეებისგან და დაჩრდილული ადგილიდან მოშორებით იყოს.

შესანიშნავად გამოდგება ნაკვეთი, რომელზეც გასულ წელს ბოსტნეული გქონდათ დარგული. მოთოხნეთ და ფრთხილად დაბარეთ, დარჩენილი სარეველები მოაშორეთ.

მიწაში ერთმანეთისგან 50 სმ-ს დაშორებით 5 სმ სიღრმის თხრილი გააკეთეთ. მათში არაქისის თესლი 20 სმ ინტერვალით ჩაყარეთ.

თხრილს ზემოდან მიწა მოაყარეთ და მომავალი პლანტაცია უხვად მორწყეთ.

გაზრდის განსაკუთრებულობა

პირველი აღმონაცენი 2-2,5 კვირაში, მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება, რაც ბარდასთან შედარებით 1 კვირით დაგვიანებულია.

როგორც წესი, ყოველთვის თანაბრად აღმოცენდება და ძალიან მალე ნაკვეთი ახალგაზრდა მწვანე მცენარეებით დაიფარება.

ზრდის დროს 2-3-ჯერ (ივნისი, ივლისი, აგვისტო) მინერალური სასუქი დაუმატოთ. ასე მცენარის განვითარება უფრო მეგობრული და ინტენსიური იქნება.

მოღრუბლურ, ცივ და წვიმიან ამინდში, რომელიც ამ წელში მთელი 2 თვე (მაისი და ივნისი) გაგრძელდება, სჯობს ფესვებს სითბო დაუმატოთ, ხოლო მიწისზედა ნაწილს – მზე. მიწისთხილისთვის ეს კარგი მოსავლის მთავარი მაჩვენებელია.

ჩვეულებრივ წლებში მცენარის მორწყვა თვეში 2-ჯერ საკმარისია, ხოლო გვალვაში და ყვავილობის დროს – ყოველ კვირას. მცენარეების ჭარბად დატენიანება არ შეიძლება, განსაკუთრებით ნაყოფის მომწიფების დროს. მცენარის ირგვლივ ნიადაგი ყოველი მორწყვის შემდეგ გააფხვიერეთ.

ყვავილობა და ნაყოფის განვითარება

დაახლოებით ივნისის შუა პერიოდში მიწისთხილი აყვავილდება.

ძალიან ღრმად ჩარგვის შემთხვევაში ყვავილები შეიძლება მიწისქვეშიდანაც გამოჩნდეს.

მიწისთხილის ყვავილობა 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. ამ დროში მცენარეების უმეტესობა რამდენიმე (4 და მეტი) ღეროს შექმნის, ფოთლები უფრო ღია მწვანე გახდება. შუა ივლისში აყვავილებული მცენარე მაქსიმალურ სიმაღლეს – 25-30 სმ-ს მიაღწევს. ამის შემდეგ კარტოფილის პრინციპით შეგიძლიათ მიწა მოაყაროთ.

არაქისის კულტურა საინტერესოა იმით, რომ ნასკვის წარმოსაქმნელად მცენარე ტოტებიდან ისრებს ისვრის, რომლებიც შემდეგ მიწაში ხვდება და მიწაში სწორედ მათ წვეროებზე მომავალი ნაყოფი ყალიბდება.

ნაყოფი ნელა ვითარდება, თანდათანობით ზომაში იზრდება. სწორედ ამიტომ, სრულყოფილი მომწიფებისთვის თბილი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია.

მოსავლის აღება

არაქისი ჩვეულებრივ სექტემბერში უკვე მწიფდება, რის გამოც ხანგრძლივი წვიმების გამო შეიძლება მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დალპეს, ისე, რომ ბოლომდე მომწიფება ვერ მოასწროს.

იმის გამო, ნაყოფი მიწაში იზრდება და მწიფდება, მომწიფებული ნაყოფის აღმოჩენას საკონტროლო მცენარით შეძლებთ (სჯობს რამდენიმე – ნაკვეთის პერიმეტრით).

მომწიფებაზე მცენარის გარეგნული მხარეც საუბრობს, როცა ბუჩქი „ჭკნება“, ფოთლები ცვივა.

მცენარის სრულ გახმობამდე მიყვანა (როგორც კარტოფილის შემთხვევაში) არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლის აღების დროს შეიძლება მოსავალი მიწაში ჩაიყაროს ან ჭარბი ტენიანობის გამო დალპეს.

გვიანი გაზაფხულის და ცივი ზაფხულის პირობებში ნაყოფი მხოლოდ ოქტომბერში მწიფდება, შედეგად მცენარეს ყინვები უწევს. თავად ნაყოფი არ ზიანდება, ამიტომ ასეთ პირობებში (თუ შემოდგომაზე ხანგრძლივი წვიმები არაა) ბუჩქის ამოთხრა სჯობს გადადოთ.

რა თქმა უნდა, პირველი ყინვების დაწყებამდე.

ბუჩქების ამოღების შემდეგ შეიძლება უკვე მომწიფებული ან განვითარების ფაზაში მყოფი ნაყოფი დაინახოთ.

ყველაზე პატარა ბუჩქსაც კარგად განვითარებული ფესვების სისტემა და მოსავალი აქვს.

ფესვები წყლით გარეცხეთ. მიწა ადვილად მოშორდება. ახლა თქვენი შრომის შედეგის ნაწილის დანახვას შეძლებთ.

1-2-3 მარცვლიან ნაყოფებს შორის ყველაზე პატარა ბურთებიც გვხვდება: ცივ ზაფხულში ყველას არ გაუმართლა. მოსავლის აღების დროს შეგიძლიათ ისინი თამამად გადაყაროთ, რადგან შიგნით ჩვეულებრივ მოუმწიფებელი ნაყოფია.

მაშინ როცა დანარჩენ ნაჭუჭებს ყველაზე „საეჭვოსაც“ შიგნით ფორმირებული კაკალი აქვს. კანის ფერი ჩვეულებრივ ღია ვარდისფერი ან ოდნავ მოვარდისფეროა.

შემდეგ ნაყოფი მცენარეს მოაშორეთ და კიდევ ერთხელ გარეცხეთ.

ნაყოფის გაშრობა

მოსავლის აღების შემდეგ ნაყოფს თბილ ადგილას ხანგრძლივი გაშრობა (დაახლოებით 1 კვირა) სჭირდება. ეს შეიძლება მზეზე ან სახლში იატაკზე გააკეთოთ. უკეთესი იქნება, თუ ვენტილიატორთან დადებთ. ხმელი ნაყოფი რყევის დროს ხმებს გამოსცემს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება არაქისის კაკლის ნაჭუჭიდან ამოღება. გახმობის შემდეგ, ჩვეულებრივ მუქი ვარდისფერი ან ღია ვარდისფერი ხდება.

საკუთარი მოსავლიდან შეგიძლიათ თესლი გადაარჩიოთ და მომავალ წელს დასარგავად გამოიყენოთ. ახლა მეტნაკლებად ძლიერ და ამტან მცენარეს გაზრდით, რომელიც ზაფხულში ნამდვილ მწვანე, მიწისთხილის ხალიჩად გარდაიქმნება.

შემოდგომაზე კი უჩვეულო გემოთი და სასარგებლო კაკლით გაგახარებთ.

წარმატება ექსპერიმენტში და კაკლის განწყობა!