Connect with us

ჯანმრთელობა

რომელი მწერები იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. პირველი დახმარება

ზაფხული მშვენიერი დროა, რომელიც არა მხოლოდ თბილ ამინდს და უხვ ხილ-ბოსტნეულს, არამედ მწერებს უკავშირდება. მზესთან ერთად გარდაუვალად ჩნდება კოღოები, ბუზები, ონავრები, ბზიკები და სხვა მომაბეზრებელი არსებები, რომლებიც ცხოვრებას გვირთულებენ. თუ ქალაქში მათი არსებობა ნაკლებად შესამჩნევია, აგარაკზე მწერების ჯარის ძალის გამოცდას შეძლებთ.

რა თქმა უნდა, კბენა უსიამოვნოა, მაგრამ მწერებთან კონტაქტი ალერგიული რეაქციითაც სახიფათოა. ამასთან, სახიფათოა არა მხოლოდ ფუტკარი და კრაზანა, არამედ სხვა მწერებიც.

რომელი მწერები იწვევენ ალერგიულ რეაქციებს

პრაქტიკულად, ნებისმიერ მწერს ორგანიზმში უარყოფითი რეაქციების განვითარება შეუძლია. ხშირად ალერგიას იწვევენ:

კოღო

ჩვეულებრივ, ამ სისხლის მწოველთან კონტაქტი სხეულზე ლაქის და ქავილის გაჩენით სრულდება. თუ ადამიანის ორგანიზმი მგრძნობიარეა კოაგულაციური შხამის მიმართ, რომელიც მწერის ნერწყვში მდებარეობს, უფრო სერიოზული რეაქციებია მოსალოდნელი.

ფუტკარი

ფუტკრის შხამი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალერგენია. ნესტარი, რომელსაც ფუტკარი ადამიანის სხეულში ტოვებს, სხვადასხვა შხამიან ნივთიერებას გამოყოფს, რაც უსიამოვნო შედეგებს იწვევს. მასთან გამკლავებას მხოლოდ ექიმის დახმარებით შეძლებთ.

რწყილი

ითვლება, რომ თანამედროვე სამყაროში რწყილი ადამიანს საერთოდ არ კბენს, მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. ცხოველური პარაზიტები ადამიანებზე არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი სისხლი შეიძლება შეცდომით დალიონ და ადამიანის ორგანიზმში ალერგენი გამოყონ.

ბაღლინჯო

საბედნიეროდ, ჩვენს დროში საკმაოდ იშვიათად გვხვდება მწერები, რომელთაც ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლიათ. ჩვეულებრივ, მათი ნაკბენი მრავლობით ხასიათს ატარებს, რის გამოც სიმპტომები საკმაოდ მკაფიოდ გამოხატულია.

კრაზანა

ცნობილია როგორც მწერი, რომელსაც ფუტკრის მსგავსად ნაკბენზე ალერგიული რეაქციის დაუყონებლივ გამოვლენა შეუძლია. თუმცა როგორც სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, კრაზანასთან კონტაქტის შემდეგ ალერგიული რეაქცია გაცილებით მოგვიანებით ჩნდება.

ჭიანჭველა

ჭიანჭველის ნაკრები, განსაკუთრებით მრავალჯერადი, შეიძლება სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს – სიწითლით და ქავილით დაწყებული და შეშუპებით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, სია შეიძლება გავაგრძელოთ. მწერების ნაკრები ჩვენს თავდაცვის სისტემაში არაადეკვატურ პასუხს იწვევენ, ყველაფერი ორგანიზმის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული.

ალერგიის სიმპტომები მწერის ნაკბენზე

მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია ადგილობრივად, კანის ზედაპირის ცვლილებით გამოიხატება. ის სახიფათოდ არ განიხილება და როგორც ექიმები აღნიშნავენ, მასთან გამკლავება სახლის პირობებში შეიძლება. ასეთ რეაქციას მიეკუთვნება:

  • ტკივილი ნაკბენის ადგილას, რომელიც შეიძლება მერყეობდეს გაღიზიანების, ხანგრძლივობის და აღწერის (ქავილი, მწვავე და ა.შ.) მიხედვით;
  • კანის ზედაპირის სიწითლე ან ჰიპერემია, რომელიც ერთ-ერთი ალერგიული სიმპტომია;
  • სუსტად გამოხატული შეშუპება ნაკბენის ირგვლივ;
  • ნაკბენის ირგვლივ ძლიერი ქავილის გაჩენა, რაც ადამიანს პრობლემური ადგილის სისხლის წამოსვლამდე მოქავებას აიძულებს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თუ ადამიანის ორგანიზმი მწერის შხამის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, შეიძლება არა ადგილობრივი, არამედ სისტემური რეაქცია განუვითარდეს. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციური სამედიცინო დახმარება დაგჭირდებათ, რადგან ორგანიზმის ზოგადი რეაქცია ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

  • სისტემური ალერგიული რეაქციის სიმპტომები:
  • სუნთქვის პრობლემის ჩივილი, რომელიც საკმაოდ ძლიერ გამოხატული შეიძლება იყოს – ზოგჯერ სუნთქვის უუნარობა;
  • სხეულის დიდ ნაწილზე გამონაყარის, სიწითლის გაჩენა, იმ ადგილებზეც კი, სადაც მწერის ნაკბენი არაა;
  • ფართო შეშუპება – არა მხოლოდ ნაკბენის ადგილი, არამედ სახე, საყლაპავი, ყელი სივდება, რაც თვალშისაცემია;
  • პაციენტი სახეზე სისხლის ძლიერ ნაკადს, მის სიწითლეს და სიცხის შეგრძნებას უჩივის;
  • გულისცემა ხშირდება ან საერთოდ არარეგულარული ხდება, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამ სიმპტომების გამოვლენის დროს ექიმთან კონსულტანციის გავლა რეკომენდებულია. მხოლოდ ექიმი შეძლებს პაციენტის დახმარებას, კვინკეს შეშუპების ან ანაფილაქსიური შოკის (ორივე სიცოცხლისთვის სახიფათოა) განვითარების თავიდან აცილებას.

მწერის ნაკბენზე ალერგია ბავშვებში

მწერის ნაკბენზე ყველა ბავშვი თითქმის ერთნაირად რეაგირებს და ამ რეაქციამ ნებისმიერი უფროსი შეიძლება შეაშინოს. განსაკუთრებით ბევრი შიშის გადატანა მშობლებს უწევთ, თუ ნაკბენი არა ქალაქის პირობებში ხდება, სადაც საავადმყოფოში მოხვედრას მარტივად შეძლებთ, არამედ აგარაკზე, საიდანაც უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე შეიძლება საკმაოდ შორი იყოს.

უნდა გახსოვდეთ, რომ მწერების ნაკბენზე ბავშვები ძლიერ რეაგირებენ. ეს მარტივად აიხსნება. ბავშვის ორგანიზმში იმავე რაოდენობის შხამი ხვდება, რამდენიც ზრდასრულის. შედეგად, ნივთიერების კონცენტრაცია უფრო მაღალია და უფრო ძლიერი რეაქცია ვითარდება. ბავშვები ანაფილაქსიური შოკის განვითარების ძირითად რისკ ჯგუფში შედიან. სწორედ მათში ნაკბენი იწვევს ბრონქულ სპამზს, არტერიული წნევის მკვეთრ შემცირებას და სავალალო შედეგსაც კი, თუ სამედიცინო დახმარებას დროულად არ მიმართავთ.

პირველი დახმარების წესი

რა უნდა გააკეთოთ, თუ მწერის ნაკბენის თავიდან აცილება ვერ შეძელით და პირდაპირ თქვენს თვალწინ ადამიანს ძლიერი ალერგია უვითარდება? რეკომენდებულია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაუყონებლივ გამოიძახოთ. ექიმის მოსვლამდე

  • ნესტრის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალური სიფრთხილით ამოიღეთ, ეცადეთ შხამის ტომარა არ დააზიანოთ.
  • ნაკბენზე ყინული ან სხვა ცივი ნივთი დაიდეთ.
  • პაციენტს მყარ ზედაპირზე დაწოლაში დაეხმარეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი და გულმკერდი ცოტა აწეულ მდგომარეობაში ჰქონდეს (ასე დახრჩობის თავიდან აცილებას შეძლებთ).
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ვიწრო ტანსაცმელმა დაზარალებულს სუნთქვაში ხელი არ შეუშალოს (თუ ჰალსტუხი უკეთია, კვანძი შეასუსტეთ, პერანგის საყელო გაუხსენით).
  • შეგიძლიათ ანტიჰისტამინური აბი მისცეთ, თუ ხელთ გაქვთ (გამოგადგებათ ტავეგილი, ზოდაკი, დიმედროლი და ა.შ.). თუ სახლის აფთიაქში ალერგიის საწინააღმდეგო ინექცია გაქვთ, დაზარალებულს ნემსი გაუკეთეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ კლემასტინი, სუპრასტინი, დიმედროლი და ა.შ.).
  • თუ სახის და ყელის შეშუპების ნიშნები აღინიშნება, აბის ან წყლის მიწოდება მკაცრად აკრძალულია (თუ ლორწოვანის შეშუპების დროს პაციენტს სითხეს ან საკვებს მისცემთ, ეს დახრჩობის სიმპტომებს უფრო გააძლიერებს)
  • შენობაში ყველა ფანჯარა გახსენით ან კონდიციონერი ჩართეთ, რომ პაციენტს სუფთა ჰაერთან წვდომის საშუალება მისცეთ.

თუ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებულისთვის ანტიჰისტამინური აბის მიცემა შეძელით, ექიმებს ამის შესახებ უნდა უთხრათ. რეკომენდებულია ექიმს ნაკბენის მდგომარეობა აუხსნათ და თუ ცნობილია, მწერის სახეობა უთხრათ.

მწერის ნაკბენი მებაღეობით გატაცებული ადამიანის ჩვეული, ყოველდღიური პრობლემა გვგონია. თუ ოჯახის წევრი ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილია, საჭიროა მკაცრად იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ მწერის ნაკბენზე ალერგიის განვითარების დროს. პირველი დახმარების სწორად აღმოჩენა უნდა იცოდეთ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ამაზე ვიღაცის ცხოვრებაა დამოკიდებული.