ჯანმრთელობა
7 მითი ჯანმრთელობის შესახებ
ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნებისმიერი ადამიანისთვის, სწორედ ამიტომ, მის გარშემო უამრავი მითი ტრიალებს. ამ სტატიაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ 7 მითს განვიხილავთ.
მითი 1: შავი პური თეთრ პურზე სასარგებლოა, ძველი კი ახალ პურს ჯობია
შავი პური ყველასთვის სასარგებლო არ არის! ის ძნელად მოსანელებელ ოლიგოსაქარიდებს შეიცავს – რაფინოზს და სტაქიოზს. ოლიგოსაქარიდები იგივე რთული ნახშირწყლები გახლავთ. ადამიანების დაახლოებით 10%-ს არ გააჩნია ფერმენტი რომელიც რაფინოზს და სტაქიოზს გადაამუშავებს.
რაც შეეხება ძველ პურს: 2-3 დღეზე ძველ პურში უკვე ობი ჩნდება, რომელსაც ჯერ ვერ ხედავთ მაგრამ, გარწმუნებთ, რომ პური მას უკვე შეიცავს! მითი ძველი პურის სარგებლიანობის შესახებ დიეტოლოგებისგან წამოვიდა, რადგან ისინი არ გვირჩევენ ახალი პურის ჭამას. თუმცა ამ შემთხვევაში არა პურის დაძველებას არამედ მის ოდნავ გამოშრობას გულისხმობენ! შეგიძლიათ ის 1-2 საათი ჰაერზე დატოვოთ ან უბრალოდ ღუმელში გამოაშროთ.
მითი 2: ბოსტნეული აჯობებს უმად ჭამოთ
ბავშვობიდან გვინერგავდნენ, რომ ხილისა და ბოსტნეულისგან სარგებლის მისაღებად ისინი უმი სახით უნდა მივირთვათ.
სტაფილოს ბებიები გვიხეხავდნენ და არაჟანტან ერთად გვაჭმევდნენ კაროტინის ათვისებისთვის (პროვიტამინი А). ითვლებოდა, რომ სალათიც კარაქ წასმულ შავ პურთან ერთად უნდა მიირთვა.
კარაქი და არაჯანი დამდვილად გვეხმარებიან კაროტინის ათვისებაში რადგან ეს უკანასკნელი ცხიმში ხსნადი ვიტამინია. თუმცა არც ეს გიშველიტ სტაფილოდან ამ ვიტამინის მიღებაში რადგან ორგანიზმს არ შეუძლია ასეთი მყარი პროდუქტის ასეთ დონეზე გადამუშავება. თუ სტაფილოს მოხარშავთ, ის დარბილდება და ვიტამინი უფრო იოლად ათვისებადი გახდებს, განსაკუთრებიტ თუ არაჯანტან და მცენარეულ ზეთებთან ერთად მიიღებთ.
მითი 3. საფუარი აუციოლებლად უნდა მიიღოთ, რადგან ის ბევრი ვიტამინს შეიცავს
ძველ დროში მართლაც გამოიყენებოდა საფუარი В ჯგუფის ვიტამინების მისაღებად, თუმცა ამაზე ექიმებმა უარი თქვეს, რადგან ვიტამინების გარდა ის ბევრ ნუკლეინის მჟავას, ცხიმოვან კომპონენტებს და მძიმე მეტალების მარილებსაც შეიცავს!
სინამდვილეში საფუარის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგვიყვანოს. თირკმლის, ღვიძლისა და გულის დაავადების მქონე ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით მავნე შეიძლება აღმოჩნდეს. ბევრ ადამიანში საფუარი სერიოზულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს. თერმული დამუშავების შედეგად მისი ალერგიული კომპონენტები ნადგურდება ამიტომ გამომცხვარ კერძს ორგანიზმი უპრობლემოდ ითვისებს.
მითი 4. დილა ვაშლის ძმრიანი წყლით უნდა დაიწყოთ
ვაშლის ძმარი ნამდვილად ძვირფასი პროდუქტია, რომელსაც ბევრი დადებითი თვისება გააჩნია მაგრამ, კანქვეშა ცხიმს ის ნამდვილად არ აქრობს. გარდა ამისა მისი გამოყენების წესების დარღვევამ შეიძლება გასტრიტი, ენტეროკოლიტი, კუჭის წყლული გაამწვავოს, კბილის ემალი დააზიანოს ან სხვა პრობლემამდე მიგვიყვანოს. გახდომა გინდათ?! მაშინ რაციონი შეცვალეთ და სპორტით დაკავდით!
მითი 5. მარცხენა მხარეს წოლა საზიანოა გულისთვის
ეს მცდარი ინფირმაციაა! გულისთვის მარჟვენა მხარეს წოლა უფრო საზიანოა, რადგან ამ დროს ის დაკიდებულ მდგომარეობაშია. ტიბეტელ ბერებს მარჯვენა მხარეს ძინავთ, მათ სპეციალური დამკვირვებელიც კი ყავთ, რომელიც აკონტროლებს მათ სწორ მხარეს წოლას.
მითი 6. კბილები კრაჭუნი – პარაზიტების ყოლის მანიშნებელია
ასეთი კრაჭუნის მიზეზი ბრუქსიზმია და მის გამომწვევ მიზეზებში ჭიების ყოლა სიის დასაწყისში ნამდვილად არ დგას! კბილების კრაჭუნის მიზეზი შეიძლება პაროდონტიტი იყოს ან ნერვული სისტემის გაღიზიანება, რის გამოც ადამიანი ძილშიც ვერ ახერხებს კარგად მოდუნებას. თუ ბრუქსიზმი აღგეღნიშნებათ სწრაფად მიმართეთ სტომატოლოგს რაგდან მან შეიძლება კბილების მორყევა, ცვეთა და ბის დაზიანებაც გამოიწვიოს.
თუ უძილობა ან მოუსვენარი ძილი გაწუხებთ, შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი დაამზადოთ და მისი აბაზანები გაიკეთოთ:
აიღეთ პიტნა, გვირილა, შავბალახა და ვალერიანის ფესვები. 200 გრამ ნარევს 2 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთი ნელ ცეცხლზე ხარშეთ. გაწურეთ და 36–38° C ტემპერატურის მქონე აბაზანაში ჩაასხით. ჩაწექით 15-20 წუთით
მითი 7. ავად გახდომის ტავიდან ასაცილებლად ორპირ ქარს უნდა ერიდოთ
რაც უფრო ჩახუთულია შენობაში ჰაერი, მით უფრო იოლია ადამიანის ავად გახდომა. ხშირად გაანიავეთ სახლი ორპირი ქარით, ეს უბრალოდ აუცილებელია!