სახლი და დიზაინი
როგორ მოვაშოროთ ჟანგი თუნდაც ძველ თუჯის ტაფებს საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების გარეშე
სამზარეულოში ტორტის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი საშუალების პოვნა შეიძლება. სწორედ ასე შეგიძლიათ იპოვოთ უნივერსალური საწმენდი საშუალების ინგრედიენტები, საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტები ან პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოვიშოროთ ჟანგი სახლის პირობებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამზარეულო სრულყოფილი ლაბორატორიაა. გირჩევთ, მისი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოთ.
დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოაშოროთ ჟანგი ნიჩაბს, თოხს, ნაჯახს, გასაღებს, მონეტას და თუჯის ჭურჭელს. საქმე არ ეხება ძვირადღირებულ საშუალებებს, რომელთა შეძენას ნებისმიერ ავტომაღაზიაში შეძლებთ. უფრო მეტიც, ამ ინგრედიენტების პოვნას თქვენს მაცივარში შეძლებთ.
როგორ მოვაშოროთ ჟანგი ლითონის ნივთებს სახლის პირობებში
ინტერნეტ სივრცეში უამრავი რჩევა არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ მოვიშოროთ ჟანგი ბიუჯეტის დახარჯვის გარეშე. ამ საშუალებების უმეტესობა ნატურალურია, ამიტომ ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხოა. შინაურული ექსპერიმენტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ხელმისაწვდომი ინგრედიენტები: გაზიანი სასმელი, ძმარი, ლიმონის წვენი, სოდა და კარტოფილი.
ეს საშუალებები პროფესიონალურ საშუალებებზე ნაკლებად აგრესიულია, ამიტომ შედეგს მინიმუმ 1 დღე უნდა დაელოდოთ. მოთმინება მოიკრიბეთ და დააკვირდით! საწმენდი საშუალების ეფექტურობა ქანჩებზე შემოწმდა.
ექსპერიმენტის ჟანგის მოსაშორებლად
ზემოთ მითითებული საშუალება პლასტმასის ჭიქებში ჩავასხით, ხოლო შიგნით ლითონის ნივთები მოვათავსეთ. ყველაზე საინტერესო მოქმედება კარტოფილის პიურეს და კოლას ჰქონდა. პირველი დამჟავდა და მადის აღუძვრელ ფერამდე გამუქდა. მეორე პირველივე წუთებში აქაფდა, თითქოსდა უკვე ბრწყინვალე შედეგს გვპირდებოდა.
წყლის და სოდის ნარევი დაიშალა და შედეგი არ გამოიღო. ამასთან ვაშლის ძმარი სწრაფად აორთქლდა, ლიმონის წვენმა კი თავისი საქმე ჩუმად გააკეთა. უკვე ერთ დღეში შეგიძლიათ დასკვნა გააკეთოთ, რომ ჟანგის საწინააღმდეგოდ ყველაზე ეფექტური „კოკა-კოლა“, ლიმონის წვენი და ძმარია. თუმცა ეს ყველაფერი არაა!
როგორ მოვაშოროთ ჟანგი: დასკვნა
ქიმიურმა რეაქციამ უდაოდ შედეგი გამოიღო. თუმცა ეს საკმარისი არაა, რომ თქვენს ნივთებს ძველებური იერი დაუბრუნოთ, თუ ათეული წელი უსაქმოდ გაჩერებული გქონდათ. ფიზიკურ ზემოქმედებას გვერდს ვერ აუვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზუმფარას ქაღალდი ან ლითონის ჯაგრისი დაგჭირდებათ. თუ ჟანგის დელიკატურად მოშორება სურთ, მაშინ თქვენს მიერ არჩეულ ნატურალურ საშუალებაში დასველებული ფოლგა გამოიყენეთ.
ცოტა რამ გაზიანი სასმელის შესახებ. საქმე იმაშია, რომ „კოკა-კოლა“, როგორც „სპრაიტი“ ან „პეპსი“ ორტოფოსფორულ მჟავას შეიცავს. ჟანგის ლაქებს სწორედ ეს მჟავა უმკლავდება. ის სამზარეულოს ონკანის და სააბაზანო ოთახის გასაწმენდად გამოგადგებათ.
რაც შეეხება ლიმონის წვენს, ექსპერიმენტში ლიმონის ახალ დაწურული წვენი გამოვიყენეთ. სწორედ ამიტომ, რეაქცია ნელა მიმდინარეობდა. თუ პროცესის დაჩქარება გსურთ, ლიმონის მჟავა 10 გრ 1 ლ წყალზე პროპორციით გამოიყენეთ. ლითონი მჟავების ზეგავლენით რომ არ გამუქდეს, პროცედურის შემდეგ სოდიან წყალში გარეცხეთ. როგორც ხედავთ, სოდაც გამოგადგებათ!
ნებისმიერ სახლში შეგიძლიათ აგრესიული საწმენდი საშუალებების ალტერნატივა იპოვოთ. ასეთი აგრესიული საწმენდი საშუალებების უმეტესობა მარილმჟავას შეიცავს. ასეთი საშუალებები უფრო ავტოფარეხის გასაწმენდად გამოდგება და არა თუჯის ტაფების გასაწმენდად. გვეთანხმებით? ჟანგის მოსაშორებლად მოცემული ნატურალური საშუალებებიდან ერთ-ერთი სცადეთ.