Connect with us

საკითხავი

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

ქიმიური საშუალებები, როგორიცაა ნაფტალინი ან დიქსლოფოსი, და სხვა მსგავსი ანალოგი, რომელთაც სასიამოვნო სუნი აქვთ, ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვების, ორსულებისა და მეძუძურე დედებისთვის სახიფათოა. ასეთი საშუალებები ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთა პირდაპირი დანიშნულება მომაბეზრებელი მწერების, მათთან ერთად კი ბინის მფლობელების მოწამვლაა. როგორ უმკლავდებოდნენ ამ მწერებს ჩვენი ბებიები?

უფრო მარტივია სახლში ჩრჩილის გაჩენა არ დაუშვათ, ვიდრე მას ებრძოლოთ. თუ გეცოდინებათ რა არ უყვარს ამ პარაზიტს და რა აფრთხობს და ასეთი საშუალებები ყოველთვის კარადაში გექნებათ, ჩრჩილი თქვენს სახლს გვერდს აუვლის.

კარადის რევიზია ჩაატარეთ

ნებისმიერი არსება თავს კომფორტულად გრძნობს იქ, სადაც მას არ აწუხებენ. სახლში ჩრჩილი არასდროს რომ არ გაჩნდეს, 3-4 თვეში ერთხელ რევიზია ჩაატარეთ და კარადები დაალაგეთ.

თითოეული ბამბის, ბეწვის ან ტყავის ნივთი ამოიღეთ, მატყლის არსებობაზე ფრთხილად შეამოწმეთ. თუ ასეთი კვალი შენიშნეთ, ნივთი შენახვამდე კარგად დაამუშავეთ: ის, რისი გაუთოებაც შეიძლება კარგად გააუთოვეთ, ბეწვი კი ცხელი ორთქლით დაამუშავეთ. ზამთარში ნივთები რამდენიმე საათით სიცივეში, ხოლო ზაფხულში მზის პირდაპირ სხივების ქვეშ გააჩერეთ.

კარადის შიდა კედლები და უჯრები გაწმინდეთ საპნიანი წყლით, რომელსაც რამდენიმე წვეთი ლავანდის, ციტრუსის, ევკალიპტის ან ნაძვის ხის ზეთი ექნება დამატებული – ჩრჩილს მათი სუნი არ უყვარს. ჩრჩილის კვალის აღმოჩენისას ყველაფერი მინიმუმ 60 გრადუსზე გარეცხეთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ მწერებს ოფლის და შმორის სუნი იზიდავთ, ამიტომ კარადაში ჭუჭყიანი ტანსაცმელი არასდროს გააჩეროთ.

ბეწვიანი გადასაფარებლების შესანახად სპეციალური ჰერმენტული ქეისები შეიძინეთ.

ჩრჩილს ზოგიერთი მცენარის სუნი არ უყვარს, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი ლავანდა.

მცენარე ჩრჩილის საწინააღმდეგოდ

ძალიან ბევრი მცენარე არსებობს, რომლის სუნიც ჩვენთვის სასიამოვნოა, მაგრამ მათ ჩრჩილი ვერ იტანს. ესაა ლავანდა, წაბლი, ასფურცელა, მარწყვი, ევკალიპტი, სვია და ციტრუსი. თუ მცენარეს, მაგალითად, ასფურცელას კვირტებს გაახმობთ, ნაჭრის ტომარაში ჩადებთ და კარადაში შეინახავთ, ჩრჩილი არ გაჩნდება.

ასე გამოიყენება ლავანდაც. ხმელი ბალახების გარდა ტომარა შეგიძლიათ ფორთოხლის და მანდარინის ქერქით, ნაძვის და ფიჭვის ტოტებით გაავსოთ. წაბლის კაკალი უბრალოდ ტანსაცმლის ჯიბეში ჩადეთ.

რაც შეეხება მარწყვს, თავად მცენარე ჩრჩილს არ აფრთხობს, მას კენკრის სუნი აფრთხობს, ამიტომ მავნებლების მოსაშორებლად თაროებზე დალაგებული მარწყვის საპონი ან მშრალი სუნამო დაგეხმარებათ. ხმელი ბალახი ჩრჩილის საწინააღმდეგო თვისებებს რამდენიმე თვე ინარჩუნებს, ციტრუსის ქერქი და წიწვოვანი ტოტები – 1-1,5 თვე, წაბლი – რაც შეიძლება დიდხანს, საპონი და სუნამო სუნის გაქრობის მიხედვით.

ჩრჩილი 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე და მზის სხივების ზემოქმედებით იღუპება.

ტაშტში საპნიანი წყალი ჩაასხით, რამდენიმე წვეთი ლავანდა ან წიწვის ეთერზეთი დაუმატეთ. არომატული წყლით თითოეული თარო და კარადის კედლები კარგად გაწმინდეთ.

ყველა თაროზე, ტანსაცმლის ქეისებში, ჯიბეებსა და სახელოებში, პალტოებსა და ქურთუკებში, ასევე ფეხსაცმელში ჩრჩილის საწინააღმდეგო ეკოლოგიური ხალხური საშუალებები ჩადეთ: წაბლის ნაყოფი, სოჭის ტოტები, ასფურცელა (ბამბის ქაღალდში გახვეული), ხმელი ლავანდა ბამბის ტომარაში, ციტრუსის ქერქი, მარწყვის საპონი.

მნიშვნელოვანია! ციტრუსის ქერქი თვეში ერთხელ შეცვალეთ. დანარჩენი საშუალებების მოქმედება ნახევარი წელი გრძელდება.

ყველა ამ საშუალებას ჩრჩილი ვერ იტანს, ხოლო თუ რამდენიმე საშუალებას კომბინირებულად გამოიყენებთ, ჩრჩილს თქვენს კარადაში გაჩენა და საყვარელი ჯემპრით და გამოსასვლელი პალტოთი სიამოვნები მიღება არასდროს მოუნდება

დიასახლისის საპონი კარადასა და ტანსაცმელში

დიასახლისის საპონი უნივერსალური ხალხური საშუალებაა ჩრჩილის საწინააღმდეგოდ. ის სამზარეულოს და კარადის ჩრჩილის საწინააღმდეგოდ საკმაოდ ეფექტურია. მისი მთავარი ნაკლი უსიამოვნო სუნია: საპნის არომატის მქონე ძვირადღირებული სამოსის ტარება ვის მოუნდება. საშუალება უკვე ზრდასრულ პეპლებს აფრთხობს და მატყლების გადაადგილებას ძლიერ ზღუდავს.

გამოყენების წესი: საპნის ნაჭრები ტანსაცმლის ჯიბეში ან სამზარეულოს კარადაში ჩადეთ.

დასკვნა: დიასახლისის საპონი ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი საშუალებაა. საწყობის ჩრჩილის დასაცავად შესანიშნავად გამოგადგებათ.

ლავანდა

ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებებიდან ყველაზე მეტად ცნობილია ლავანდა. მას ძლიერი და სასიამოვნო არომატი აქვს, რომელიც დიდხანს ძლებს და ზრდასრული პეპლებისა და მატყლებისგან საიმედოდ გვიცავს. გამოიყენეთ, როგორც ლავანდას ხმელი ბალახი, ასევე ეთერზეთი. ეს უკანასკნელი, ჩრჩილის საწინააღმდეგო ბევრ სამრეწველო აბებში შედის.

ლავანდას ყვავილები ჩრჩილის საწინააღმდეგოდ უკვე დიდი ხანია გამოიყენება.

გამოყენების წესი: ლავანდას ფოთლები სპეციალურ ფოროვან პაკეტებში მოათავსეთ და კარადებში, ტანსაცმლებს შორის ჩადეთ. ღია ჭურჭელში ჩასხმული ეთერზეთი კარადებსა და საწოლის ტუმბოზე დადეთ.

მნიშვნელოვანია!

თავად ტანსაცმელზე ლავანდის ეთერზეთის შესხმა არ შეიძლება. ამ პროდუქტის ხარისხში დარწმუნებული ვერასდროს იქნებით და მასში მცირე რაოდენობით მზესუმზირას ან პალმის ზეთის არსებობა საკმარისია, რომ ტანსაცმელზე ლაქები გაჩნდეს. ტანსაცმელი შეგიძლიათ ლავანდის ნახარშით დაამუშავოთ, მაგრამ ეს მეთოდი ხშირად და რეგულარულად უნდა გამოიყენოთ.

ნემსიწვერა

ხალხური საშუალებებით ჩრჩილებთან ბრძოლა აუცილებელი არაა აქტიური იყოს. ის ჩრჩილების დამფრთხობი საშუალების მომზადებას ან შეძენასაც გულისხმობს. ზოგჯერ ამისთვის სპეციალური მცენარის ქონა საკმარისია. მაგალითად, ნემსიწვერა.

ჩრჩილს ნემსიწვერას ძლიერი სუნი არ უყვარს. მის სუნს ბევრი მწერი და ჩრჩილი ვერ იტანს. ამასთან დიდ ბინაში რამდენიმე ნემსიწვერას ქოთანი უნდა გქონდეთ – თითო ოთახში თითო. ნემსიწვერა ბინას კარგად იცავს.

გამოყენების წესი: შენობაში ცოცხალი ნემსიწვერას ქოთნები მუდმივად იქონიეთ. კარადა და კომოდები დღეში 1-2-ჯერ გააღეთ და გაანიავეთ.

სურნელოვანი თამბაქო და უბრალო თამბაქო

ორივე მცენარე ერთნაირად ეფექტურია, ოღონდ სურნელოვანი თამბაქო ცოცხალი ოთახის მცენარის სახით, ხოლო უბრალო თამბაქო ხმელი სახით. ჩვეულებრივი თამბაქოს ტანსაცმლის დასაცავად გამოყენება არ ღირს: მის სუნში გაჟღენთილი ნივთები მიმზიდველობას კარგავენ.

ხალხში ხმელი თამბაქო ჩრჩილის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მაგრამ ტანსაცმლის ჯიბეებში მისი ჩადება სპეციფიკური სუნის გამო არ ღირს.

გამოყენების წესი: უბრალო თამბაქო ლავანდის ყვავილების მსგავსად გამოიყენება – ფოროვან პაკეტში ჩადეთ და შემდეგ ავეჯში შეინახეთ. სურნელოვანი თამბაქო უბრალოდ ოთახის მცენარის სახით იქონიეთ, ხოლო კარადები ხშირად გაანიავეთ.

ლავანდას მსგავსად გამოიყენება ასფურცელა, ცხენის წაბლის თესლი, პიტნა, მიხაკი, როზმარინი და ჯენშენი. მათი გამოყენების დროს დროდადრო შეამოწმეთ, საშუალებას გამოცვლა ხომ არ სჭირდება.

ლავანდის ზეთის მსგავსად ჩრჩილის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის, ევკალიპტის, ფორთოხლის და მიხაკის ეთერზეთები. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება უკვე არსებულ ჩრჩილს ვერ გაანადგურებს – ის უბრალოდ ზრდასრულ პეპლებს დააფრთხობს.

ევკალიპტის ზეთი სუნის წყალობით ჩრჩილის საწინააღმდეგო პოპულარულ საშუალებად ითვლება.

ნიორი და ძმარი სამზარეულოს ჩრჩილის საწინააღმდეგოდ

ჩრჩილის საწინააღმდეგო ამ საშუალებებს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი აქვთ, მაგრამ მათი წყალობით ჩრჩილების დაფრთხობას შეძლებთ. ნიორს უბრალოდ საკვებ პროდუქტებთან ერთად კარადებსა და უჯრებში ინახავენ, ხოლო ძმარს წყალს უმატებენ და ამ ნარევით ბინას ალაგებენ.

ბრძენმა ხალხმა ჩრჩილის მოსაშორებლად რამდენიმე ტრადიციული მეთოდის შესახებ იციან. მაგალითად, ცნობილია, რომ ჩრჩილს ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ტემპერატურა აფრთხობს. 50 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა ან მინუს 10 გრადუსზე ნივთების განიავება ყველა მწერს ანადგურებს.

მზის პირდაპირ სხივების ქვეშ და მცხუნვარე ამინდში ნივთების განიავება საკმაოდ ეფექტური იქნება: ჩრჩილის მატყლები და კვერცხები 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას ვერ იტანენ და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით იღუპებიან.

და ბოლოს: ჩრჩილის მატყლი და კვერცხი ტანსაცმელს ძნელად ეკვრის. მისი კარგად დაფერთხვა საკმარისი იქნება, რომ ჩრჩილის მატყლი იატაკზე დავარდეს. სწორედ ამიტომ, ტანსაცმელი, რომელთაც ხშირად იცვამთ, ჩრჩილით იშვიათად ზიანდება. ასე რომ ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით, გაანიავეთ და ჩრჩილს გადარჩენის შანსი არ ექნება.