ყვავილები
ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს
მებაღეები არც კი ორჭოფობენ, აყვავილებული ორქიდეები იყიდონ თუ არა. რა თქმა უნდა, უნდა შეიძინონ! მაგრამ სახლის პირობებშიც ასე კარგად იყვავილებს?
ყველამ იცის, რომ ორქიდეა საკმაოდ პრეტენზიული მცენარეა და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. განმეორებითი ყვავილობის მიღწევას შეძლებთ, თუ ყველა ხელისშემწყობი ფაქტორის შესახებ გეცოდინებათ და მოვლის გარკვეულ რეჟიმს დაიცავთ. ასე ორქიდეას ყვავილობა 2-6 თვე გაგრძელდება. ზოგიერთი სახეობა, ფალენოპსისი ან ვანდა, შეიძლება მთელი წელი ყვავილობდეს.
ორქიდეა რომ აყვავილდეს
ორქიდეას ყვავილობის სიხშირე მოვლის წესების დაცვაზეა დამოკიდებული. მცენარე რომ აყვავილდეს, 9 მნიშვნელოვანი პირობის შესახებ უნდა გახსოვდეთ.
1. ორქიდეას ასაკი გაიგეთ
თუ აუყვავებელი ორქიდეა იყიდეთ, რომელიც ყვავილებით თქვენს გახარებას არ ჩქარობს, შეიძლება ის ძალიან ახალგაზრდა იყოს. ორქიდეას სხვადასხვა სახეობა 1,5-დან 3 წლამდე ასაკში ყვავის.
იმის განსასაზღვრად, რომ ორქიდეა საკმაოდ ასაკოვანია, ყლორტების რაოდენობა დათვალეთ. ზრდასრულ მცენარეს, რომელიც ყვავილობისთვის მზადაა, 5-8 ყლორტი უნდა ჰქონდეს. თუ ყვავილები უფრო ადრე გაჩნდა, ეს არც თუ ისე კარგია. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა მცენარეს ყვავილობის შემდეგ შეიძლება აღსადგენად ძალები არ ეყოს და დაიღუპოს.
2. ქოთანი არ გადაადგილოთ
ბევრისთვის ცნობილია, რომ ორქიდეასთვის მოგზაურობა ნამდვილი სტრესია, მაგრამ ამ ყვავილს მცირე გადაადგილებაც არ უყვარს. ორქიდეა სინათლის მიმართებაში მის მდგომარეობაზე რეაგირებს. სწორედ ამიტომ, თუ ქოთნის გადაადგილების აუცილებლობა არსებობს, სინათლის იმავე წყაროს მხარეს დადეთ, როგორც ადრე იყო. მორწყვის დროს ორქიდეას მოძრაობა არ ღირს. გადაადგილება ყვავილის ზრდაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ყვავილების გამოჩენის მომენტში.
3. ფესვებს ყურადღება მიაქციეთ
როგორც ცნობილია, ორქიდეას ფესვები ფოტოსინთეზის პროცესში აქტიურ გავლენას ახდენენ, ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მათ საკმარისი სინათლე მიიღონ. იმის გამო, რომ ორქიდეას ზედმეტად გადაადგილება არ შეიძლება, მის ფესვებზე წინასწარ იზრუნეთ. მაგალითად, კერამიკის ქოთნის ნაცვლად პლასტმასის გამჭვირვალე ჭურჭელი გამოიყენეთ, რომელსაც დიდი სადრენაჟე ხვრელი ექნება.
ამ ყვავილის ჩასარგავად გოფრირებული კედლების მქონე ქოთნის გამოყენება არ ღირს, რადგან მის ფესვებს არათანაბარ ზედაპირზე ზრდის თავისებურება ახასიათებს. გარდა ამისა, ბასრი კუთხეები და ელემენტები ფესვების სისტემას აზიანებს, რაც თავად მცენარეს აზიანებს.
4. განათებაზე იზრუნეთ
მზის სინათლე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ორქიდეას ყვავილობაზე გავლენას ახდენს. სრულყოფილი დღის სინათლის გარეშე (10-12 საათი დღეში) მცენარე არ აყვავილდება. სწორედ ამიტომ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ბუნებრივი სინათლე ნაკლებია, ყვავილებისთვის ხელოვნური ნათურები გამოიყენეთ.
ფიტონათურა სპეციალური ნათურაა, რომელიც მცენარის გასანათებლად არის შექმნილი: ის ბევრ კაშკაშა სინათლეს იძლევა, ამასთან ჰაერს არ აშრობს.
თუ ორქიდეამ ყვავილის კვირტი შემოდგომაზე ან ზამთარში გამოიღო, იზრუნეთ იმაზე, რომ დღის მოკლე სინათლის პირობებში არ დაიღუპოს. წლის ბნელ პერიოდში დამატებითი განათების გარეშე კვირტმა შეიძლება განვითარება შეწყვიტოს და გახმეს. თუ მცენარის ბოლომდე განათების შესაძლებლობა არ გაქვთ, მხოლოდ ყვავილის კვირტები მაინც გაანათეთ. მთავარია, მცენარე არ გადახურდეს.
5. დასაშვები ტემპერატურის ცვლილება უზრუნველყავით
ორქიდეას ძალიან ბევრი სახეობისთვის ყვავილობის კატალიზატორი დღის და ღამის ტემპერატურებს შორის მცირე განსხვავებაა. სწორედ ამიტომ, ორქიდეა რომ აყვავილდეს, ღამით ტემპერატურა 4-6 გრადუსით უფრო დაბალი უნდა იყოს, ვიდრე დღისით. რა თქმა უნდა, მთელი წლით ასეთი პირობის შექმნა რთულია. გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე შეგიძლიათ მცენარე სუფთა ჰაერზე გააჩეროთ, სადაც ტემპერატურის განსხვავება ბუნებრივად მიიღწევა.
უფრო გრილ დროში, როცა ყვავილი ოთახში უნდა გქონდეთ, შენობა ხშირად გაანიავეთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად იყავით. მცენარეს ორპირი ქარი არ უყვარს.
6. ორქიდეა სწორად მორწყეთ
ორქიდეა მიწის გაფხვიერების შემდეგ მორწყეთ. ასე ფესვების ლპობას თავიდან აიცილებთ. ეს მოთხოვნა წლის ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ასაკის მცენარეზე მოქმედებს. თუმცა აქაც ერთი გამონაკლისი არსებობს. მას შემდეგ, რაც ორქიდეა ყვავილობას დაასრულებს, მორწყვა 1 თვით შეწყვიტეთ.
ყვავილობის დასრულების შემდეგ ორქიდეა თესლის გაღვივებას იწყებს, რომელიც სხვადასხვა მხარეს რამდენიმე კილომეტრზე უნდა გაიფანტოს. ასეთი რამ მხოლოდ მშრალ ამინდშია შესაძლებელი და არა წვიმიან პირობებში. სწორედ ამიტომ, ორქიდეას ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს მყოფი პირობა შეუქმენით – ასე ყვავილი ჯანსაღი გაიზრდება და უფრო ხშირად აყვავილდება.
ყვავილობის წინ და ყვავილობის დროს ორქიდეას ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიური მორწყვა სჭირდება. წყნარ ფაზაში, უხეში ფოთლების და ფსევდობულბის მქონე ნიმუშები შემდეგი პრინციპით უნდა მორწყათ: 10-12 დღის შემდეგ.
7. მცენარის ირგვლივ ჰაერი დაატენიანეთ
ყვავილობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობა – ჰაერის ტენიანობა. თუ ჰაერი საკმარისად დატენიანებული არ იქნება, ორქიდეამ შეიძლება ზრდა შეწყვიტოს ან ნაადრევად გახმეს.
შენობაში ჰაერის დასატენიანებლად ყვავილის გვერდით შეგიძლიათ წყლით სავსე ჭიქა დადოთ. ძალიან მშრალ პირობებში (როცა ოთახში გათბობა ირთვება) მცენარე სჯობს დანამოთ. ორქიდეასთვის ოპტიმალური ტენიანობაა – 60% და მეტი.
8. სასუქი სწორად შეარჩიეთ
ორქიდეას გამოსაკვებად სჯობს ფოსფორზე ან კალიუმზე დაფუძნებული სასუქი გამოიყენოთ, რადგან ისინი ყვავილის ყლორტების გაჩენას სტიმულირებენ. გარდა ამისა, ასეთი სასუქი მცენარეში ჯანსაღი და ძლიერი ყვავილების გაჩენას უზრუნველყოფს. აზოტზე დაფუძნებულმა სასუქმა სჯობს არ გაგიტაცოთ: ეს ელემენტი განვითარებას აფერხებს.
9. მცენარის „შეშინების“ არ შეგეშინდეთ
ზოგჯერ, ორქიდეას ყვავილობა რომ აიძულოთ, მცირე სტრესული პირობა უნდა შეუქმნათ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ყველა პირობა დაცული გაქვთ, მაგრამ მცენარე აყვავებას მაინც არ ჩქარობს. ეს ზოგჯერ იმიტომ ხდება, რომ ორქიდეა ძალიან კარგია. ამ შემთხვევაში მთელი ძალა მწვანე მასის ზრდას ხმარდება. ყვავილობის სტიმულირების ერთ-ერთი მეთოდია – ცოტა შოკირება: მორწყვა შეამცირეთ ან ქოთანი უფრო გრილ ადგილას გადადეთ.
ორქიდეას დასვენების ფაზა
ყვავილობის შემდეგ ორქიდეას მშვიდი ფაზა აქვს, როცა ახალი ყვავილობისთვის ძალების მოკრებას იწყებს. ამ დროს მისი მოვლა სხვა პერიოდისგან არ განსხვავება. მას კარგი მორწყვა, მაღალი ტენიანობა, საკმარისი განათება და დაავადებების და მავნებლების საწინააღმდეგოდ რეგულარული პროფილაქტიკა ძველებურად სჭირდება.
რაც შეეხება გამოკვებას, მისი სიხშირე და მოცულობა დასვენების ფაზაში სჯობს შეამციროთ. თუ გადარგვის აუცილებლობა არსებობს, ახლა სწორედ ამის დროა.
გადარგვა აუცილებელია, თუ სადრენაჟო ხვრელში ფესვი ჩანს, ან მიწა მორწყვის შემდეგ სწრაფად ხმება. როგორც წესი, ამ პროცედურის აუცილებლობა 2-3 წლის შემდეგ დგება.
ღირს თუ არა ორქიდეას ყვავილის მოჭრა?
რა შეიძლება იყოს ორქიდეას ყვავილზე ლამაზი? თუმცა ასეთი ყვავილი დიდხანს არ ცოცხლობს და ყოველი სახეობა მოსაჭრელად არ გამოგადგებათ. ნახეთ, როგორ გაახანგრძლივოთ მოჭრილი ყვავილის სიცოცხლე და რომელი ორქიდეა შეარჩიოთ.
ლარნაკში ყვავილების სიახლეს და არომატს რამდენიმე კვირა ინარჩუნებს ფალენოპსისი, ციმბიდიუმი და პაფიოპედილიუმი. სხვა ორქიდეა მხოლოდ რამდენიმე საათით ძლებს და თვალწინ ჭკნება.
თუ მოჭრილი ორქიდეას შეძენას აპირებთ, ფურცლებს და ფოთლებს ყურადღება მიაქციეთ. ის ბზინვარე, თითქოს ცვილით დაფარული და უხეში უნდა იყოს – ასე ორქიდეა დიდხანს გაძლებს.
როგორ გავახანგრძლივოთ მოჭრილი ორქიდეას ყვავილის სიცოცხლე
თუ ყვავილები მაღაზიიდან მოიტანეთ, გადანაჭერი განაახლეთ. ღეროები ირიბად გაჭერით. პროცედურა გამდინარე წყლის ქვეშ შეასრულეთ. ამასთან ყოველ 2-3 დღეში მცირედით გადაჭერით.
წყალი რბილი და სუფთა უნდა იყოს: შეგიძლიათ ანადუღარი ან გაფილტრული წყალი გამოიყენოთ. პერიოდულად განაახლეთ და ახალი წყალი დაუმატეთ.
მოჭრილი ორქიდეა, როგორც ქოთნის ორქიდეა ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ ტემპერატურას ვერ იტანს. ყვავილი ორპირი ქარისა და კაშკაშა მზისგან დაიცავით.