Connect with us

ჯანმრთელობა

ფისი: სასარგებლო თვისებები

ფისი ძალიან არომატული, წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც წიწვოვანი ხეების ქერქის დაზიანებისას ბუნებრივად გამოიყოფა. გამაგრების შემდეგ ფისი საიმედო დამცავ ბარიერს ქმნის, რომელიც დაზიანებულ ხეს მავნებლების და პათოგენების მოხვედრისგან იცავს.

ფისის სასარგებლო თვისებები არა მხოლოდ ხეებისთვის, არამედ ადამიანისთვისაც აქტუალურია. უნიკალური შემადგენლობის და სამკურნალო თვისებების ფართო სპექტრის გამო ნატურალური საშუალება მთელ მსოფლიოში უძველესი დროიდან არატრადიციულ მედიცინაში უამრავი დაავადების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ გამოიყენება.

ფისის სახეობები

ფისის სახეობა პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე, თუ რომელ ხეზე წარმოიშვა ფისოვანი ნივთიერება. ასე ასხვავებენ ფიჭვის, ნაძვის, კედრის, სოჭის ფისს, ასევე ფოთლებიდან მიღებულ ფისს. ყველა ეს სახეობა ბიოქიმიური შემადგენლობით და სამკურნალო თვისებებით განსხვავდება.

ფისის შემადგენლობა

ნებისმიერი სახეობის ფისის შემადგენლობაში აუცილებლად გვხვდება აქროლვადი ნივთიერება (მონოტერპენი), რომლის საფუძველზე სკიპიდარს, ასევე დიტერპენს და სესკვიტერპენს აწარმოებენ. გარდა ამისა, ფისის შემადგენლობაში შედის მჟავები, მათ შორისაა აბიეტინის მჟავა, დეჰიდროაბისტინის მჟავა, დექსტროპიმარიკის მჟავა, ლამბერტიანიკის მჟავა, ლევოპიმარიკის მჟავა, პიმარის მჟავა და სხვა. ისინი ფისის წვის დროს კანიფოლს ქმნიან.

დამატებით, ფისის შემადგელობაში აღმოაჩინეს რეზინოლის უფერო სპირტი (ანუ შეღებილი სპირტი, რომელიც ტანინების რეაქციაზე წარმოიქმნება), ფისოვანი რეზინის ეთერები, D და C ვიტამინები, ქარვის მჟავა, ცხიმოვანი მჟავები, ასევე ზოგიერთი მცენარეული წარმოშობის მინარევები.

ფისის სარგებელი

ადამიანის ჯანმრთელობისთვის ფისის სარგებლის შესახებ ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მაცხოვრებლებმა იცოდნენ, რომლებიც ფისს სხვადასხვა საჭმლის მომნელებელი პროცესის დარღვევის დროს იყენებდნენ. გარდა ამისა, ეს სასარგებლო ნივთიერება ფილტვების და თირკმლების დაავადების, სხვადასხვა დაზიანების, რევმატიზმის და კანის ზედაპირის დაავადებების დროს ხშირად გამოიყენებოდა.

ჩინური ხალხური მედიცინა ირწმუნება, რომ ფისი არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული დაავადებების დროს არის სასარგებლო, არამედ კბილის და თავის ტკივილის დროს ეფექტურ მცენარეულ საშუალებად ითვლება.

ფისის ზიანი

უნდა ითქვას, რომ ამ ღირებულ ფისს უკუჩვენებებიც აქვს. კერძოდ, ფისის მიმართ ინდივიდუალურმა აუტანლობამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. როგორც ფისი, ასევე მასზე მომზადებული სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებები რეკომენდებული არაა ორსულებისთვის და 12 წლამდე ბავშვებისთვის.