ყვავილები
ჟოლოს რომელი სახეობა ავარჩიოთ აგარაკისთვის
ჟოლო – ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო მცენარეა. ჟოლოს სახეობის არჩევისას აუცილებელია მებაღეთა აზრი გავითვალისწინოთ და მათი მახასიათებლებიც კარგად უნდა შეისწავლოთ.ყველა ეგზემპლარს თავისი განსაკუთრებული კლიმატური პირობები და მოვლა ესაჭიროება. დღეს ჩვენი რედაქცია ამ არც თუ ისე მარტივი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და ჟოლოს საუკეთესო სახეობების არჩევანს შემოგთავაზებთ.
კარგი ჟოლო
მებაღეები ერთხმად თანხმდებიან, რომ რემონტატული ჟოლოს სახეობები – საუკეტესოები არიან. ასეთი ჟოლოს ნაყოფი ყოველთვის მსხვილია, ხოლო ბუჩქი კი უხვ ნაყოფს სეზონზე რამდენჯერმე იძლევა.
რემონტატული ჟოლოს ადრეული სახეობები
1. “ბრიანსკის დივა”
მოცემული სორტი მაღალმოსავლიან სახეობებს განეკუთვნება, მისი ერთი ბუჩქიდან დანაკრეფი კენკრის წონა შეიძლება 3,5კგ.-ს აჭარბებდეს. წითელი ნაყოფი წაგრძელებული, მოზრდილი და სასიამოვნო მომჟავო გემოთი გამოირჩევა. ეს ჯიში საკმაოდ ნაზია და ის მსუბუქ, ნაყოფიერ ნიადაგში იზრდება.
2. ჰერაკლე
ეს სახეობა მებაღეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთს მისი მაღალმოსავლიანობა (2,5კგ. ერთი ბუჩქიდან) და კენკრის ზომა მოსწონს. სხვებს კი მისი გემო არ სიამოვნებთ. “ჰერაკლეს” კენკრას სეზონზე ორჯერ კრეფენ. ზამთარში რეკომენდებულია მისი გასხვლა და შეფუთვა რადგან ის ძნელად იტანს ნაკლებთოვლიან ზამთარს.
3. “ზიუგანი”
ნაყოფიერებით და ნებისმიერი ამინდის მიმართ ამტანობით გამოირჩევა. “ზიუგანი” ცხელ მზესაც უძლებს და ყინვასაც. ერთი ბუჩქიდან 8 კილოგრამამდე კენკრის შეგროვება შეიძლება.
4. “კარამელი”
ეს სახელი ნაყოფის გემოზე უკვე ბევრს გვეუბნება. მისი ნაყოფი ძალიან ტკბილია, აქვს წვნიანი რბილობი და არომატით ტყის ჟოლოს მოგვაგონებს. შეგროვებისას ნაყოფი არ ზიანდება და სიმყარეს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ ასეთი ჟოლო დიდხანს ინახება, ტრანსპორტირების შემდეგაც კი.
5. ფორთოხლისფერი საოცრება
ასეთი უჩვეულო ფერის ჟოლო არასდროს მინახავს. ამ ფორთოხლისფერ გიგანტებს სეზონზე ორჯერ აგროვებენ. მისი გემოვნური თვისებები პირდაპირ არის დამოკიდებული ამინდზე: რაც უფრო სითბოსა და მზეშია ნაყოფი, მით უფრო მეტად ტკბება ის.
მებაღეები გვირჩევენ, რომ ამ სახეობას საყრდენი გაუკეთოთ, რადგან ნაყოფის სიმძიმე შეიძლება წვრილი ღერო დაამტვრიოს.
6. მონომახის ქუდი
ამ სახეობის მთავარი უპირატესობა დაავადებების, მავნებლებისა და ყინვის გამძლეობაა. ერთი ბუჩქიდან 4 კილოგრამი ჟოლოს დაკრეფა შეიძლება. მისი კრეფა საკმაოდ იოლია: ნაყოფი ყუნწს იოლად ეცლება, ეკლები კი ამ სახეობას ყეროს ქვედა ნაწილშ აქვთ. ნაყოფი ტკბილია ოდნავ მომჯავო გემოთი.
7. ბრილიანტი
ნამდვილი ბრილიანტი თქვენს ბაღში! მსხვილი ნაყოფი, მუქი წითელი შეფერილობით. მისი დაკრეფვა აგვისტოდან – ყინვების დაწყებამდე შეგიძლიათ. მართალია ზოგიერთი მებაღე ასეთი ჟოლოთი იმედგაცრუებული რჩება, რადგან ამ სახეობას კარგი ნაყოფიერებისთვის ბევრი მზე და გახსნილი ნაკვეთი ესაჭიროება.
8. პოლკა
ეს სახეობა 1993 წელს აღმოაჩნეს და მას შემდეგ ის თავის სახეობებს შორის ეტალონს წარმოადგენს. მის ნაყოფს არაჩვეულერივი შესახედაობა აქვს და ძალიან გამძლეა დაავადებების მიმართ. ის საკმაოდ ბევრ ნაყოფს იძლევა, მაგრამ, მისი ტოტები მსხვილია და საყრდენს არ საჭიროებს. “პოლკას” კენკრა წვნიანია და ზომიერად ტკბილი. მას ივლისის ბოლოდან ყინვებამდე პერიოდში კრეფენ.
9. “ტაგანკა”
ამ სახეობის 1 ბუჩქი 5 კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში ინახება და ტრანსპორტირებაც იოლად გადააქვს. აუცილებელია ნიადაგის სინოტივის კონტროლი, რადგან მშრალ პერიოდებსა და გვალვას მისი ნაყფიერების შემცირებამდე მივყვართ. “ტაგანკა” ყინვაგამძლეა მაგრამ უკეთესი იქნება თუ ზამთარში მას აგობოჭკოთი დაფარავთ (სპანბონდი).
როგორც ხედავთ ჟოლოს მრავალფეროვანი სახეობები არსებობს! მათი არჩევისას გახსოდეთ, რომ აუცილებელია მათი მოთხოვნები და თქვენი შესაძლებლობები ერთმანეთ შეუთავსოთ. წარმატებებსა და ნაყოფიერ ბაღს გისურვებთ!